„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3943-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.017858
3943-რს
08/07/2015
ვებგვერდი, 15/07/2015
470000000.05.001.017858
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) 35-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაა:

ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა  სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო სამსახურებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

ბ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო სამსახურებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.  

3. სამინისტრო საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო სამსახურებისათვის ადგენს სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს.“;

ბ) მე-6–მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს თავდაცვის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებული არიან, დაუყოვნებლივ მიაწოდონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს ინფორმაცია ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომელმაც შესაძლებელია საშიშროება შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

7. საქართველოს თავდაცვის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დადგენილი წესით  გადასცემენ სამინისტროს სამედიცინო სტატისტიკურ მონაცემებს. 

8.  საქართველოს   თავდაცვის,  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობენ სამინისტროსთან, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებთან ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო  სამუშაოების ჩატარების დროს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივლისი 2015 წ.

N3943-რს