დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 310 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 06/07/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 09/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 340030000.10.003.018695 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბერის №430 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2011, 340030000.10.003.016172) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტირებულ გადამუშავებულ ცხოველურ ცილებზე, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, მათ შორის, ხსნარებზე და პროდუქტებზე, რომლებიც ასეთ ცილებს შეიცავს, შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვების გარდა (დანართი №18); ტ) საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტირებულ თევზის ზეთზე, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის და გამოიყენება ცხოველის საკვებად ან სხვა არასასურსათო დანიშნულებით (დანართი №19); უ) საქართველოდან საუდის არაბეთის სამეფოში საკლავ და სანაშენე მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრისა და თხის ექსპორტისათვის (დანართი №20).“. 2. დადგენილებას დაემატოს №18, №19, №20 დანართები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები