„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 953
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 19/01/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 02/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 140.060.000.05.001.001.710
  • Word
953
29/12/2004
სსმ, 6, 19/01/2005
140.060.000.05.001.001.710
„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახანძრო უსაფრთოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური

1. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს. მისი სტატუსი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებით.

2. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური:

ა) დადგენილი წესის შესაბამისად შეიმუშავებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და ზედამხედველობას უწევს მათ განხორციელებას;

ბ) შეიმუშავებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების მარეგლამენტირებელ სამართლებრივ აქტებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს;

გ) კოორდინაციას უწევს სხვადასხვა სახის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის საქმიანობას;

დ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას;

ე) დადგენილი წესის შესაბამისად შეიმუშავებს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ და სახანძრო-ტექნიკური პროდუქციის წარმოებისა და გამოყენების მარეგლამენტირებელ აქტებს;

ვ) შეიმუშავებს და ახორციელებს ერთიან სამეცნიერო-ტექნიკურ პოლიტიკას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში;

ზ) ახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების კადრების მომზადებას, გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას;

თ) რთული და დიდი ხანძრის შემთხვევაში ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების საქმიანობას;

ი) ახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ინსპექტირებას და უწევს მათ მეთოდურ დახმარებას;

კ) ადგენს ხანძრის აღკვეთისა და მასთან ბრძოლის საქმეში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების უფლებამოსილებასა და ორგანიზაციის საფუძვლებს;

ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზებას უწევს კონტროლის განხორციელებას იმ პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობას, რომლებიც ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას, აგრეთვე, რომლებსაც აქვს მაღალი ხანძარსაშიშროება;

მ) შეიმუშავებს სტანდარტების, ნორმებისა და წესების პროექტებს, სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს, რომლებიც შეიცავენ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს;

ნ) დადგენილი წესით შეიმუშავებს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ და სახანძრო-ტექნიკური პროდუქციის წარმოებისა და გამოყენების მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტების პროექტებს;

ო) ორგანიზებას უწევს ქვეყანაში ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სტატისტიკური სისტემის შექმნას;

პ) აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებში სამსახურისა და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზებისა და განხორციელების წესის შესრულებას, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფას.

3. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სტრუქტურასა და უფლებამოსილებას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები

1. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სახანძრო უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ქმნიან, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ შექმნან ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები:

ა) ორგანიზებას უწევენ და ახორციელებენ ხანძარსაწინააღდეგო ზედამხედველობას, ხანძრის ჩაქრობას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში;

ბ) ვალდებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციასა და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფენ ეროვნული მეურნეობის ობიექტებზე ხანძრების თავიდან აცილების ორგანიზებასა და ჩაქრობას, სხვა სამუშაოების შესრულებასა და მომსახურების გაწევას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში.

3. ხანძრისა და სტიქიური უბედურების შემთხვევაში სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ძალებისა და საშუალებების ჩაბმა ხორციელდება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მიერ შემუშავებული განრიგით ან უშუალოდ მისი უფროსის ან მოადგილის განკარგულებით.

4. აკრძალულია სახანძრო ტექნიკისა და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების არადანიშნულებისამებრ გამოყენება.“.

3. მე-9 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოხალისე მეხანძრეთა რეგისტრაციისა და ქვედანაყოფების (რაზმეულების) შექმნის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოხალისე მეხანძრეები საქმიანობენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ დადგენილი და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებთან შეთანხმებული მორიგეობის გრაფიკის შესაბამისად.“.

4. მე-11 მუხლის:

ა) პირველი – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობა სახელმწიფო საზედამხედველო საქმიანობის სპეციალური სახეა, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირთა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფების თანამდებობის პირთა მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვისათვის, კონტროლისათვის და დარღვევების აღსაკვეთად.

2. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ხელმძღვანელი არის საქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი.

3. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების პირადი შემადგენლობის თანამდებობათა ჩამონათვალს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.“

4. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფების თანამდებობის პირებს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებისას უფლება აქვთ:

ა) დადგენილი წესით შეიმუშაონ სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი და სახანძრო-ტექნიკური პროდუქციის წარმოებისა და გამოყენების მარეგლამენტირებელი აქტები;

ბ) განახორციელონ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების (მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე;

გ) შეიტანონ წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესრულების თაობაზე;

დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულების კონტროლისა და დარღვევების აღკვეთის მიზნით ჩაატარონ ტერიტორიების, შენობების, ნაგებობების, საწარმოების სათავსებისა და სხვა ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდნენ საცხოვრებელ და სხვა შენობებში, მოქალაქეთა მიწის ნაკვეთებში, თუ არსებობს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები, რომლებიც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;

ვ) მონაწილეობა მიიღონ მშენებლობის მოედნების შემრჩევი კომისიის, აგრეთვე დამთავრებული (რეკონსტრუირებული) ობიექტების მიმღები კომისიის მუშაობაში;

ზ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან დასაბუთებული გადახვევის ან ასეთი მოთხოვნების არარსებობის შემთხვევაში განიხილონ და შეითანხმონ საწარმოების, შენობების, ნაგებობებისა და სხვა ობიექტების მშენებლობის, კაპიტალური შეკეთების, რეკონსტრუქციის, გაფართოების, ტექნიკური გადაიარაღებისა და ქალაქთმშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;

თ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის ფარგლებში ჩაატარონ საპროექტო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შერჩევითი შემოწმება იმ საწარმოებში, რომლებიც ასრულებენ საპროექტო და საპროექტო-საძიებო სამუშაოებს;

ი) საწარმოთა ხელმძღვანელებს, თანამდებობის პირებს, ფიზიკურ პირებს მისცენ შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევების აღმოსაფხვრელად, აგრეთვე იმ საქონლის (სამუშაოების, მომსახურების) წარმოებიდან მოხსნის, გამოშვების შეწყვეტისა და რეალიზაციის შეჩერების შესახებ, რომლებიც არ შეესაბამება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს;

კ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩერონ საწარმოს, საწარმოო უბნების, აგრეგატების მუშაობა, შენობების, ნაგებობების, სათავსების ექსპლუატაცია, ცალკეული სახის სამუშაოები (მათ შორის, საწარმოების, შენობების, ნაგებობების და სხვა ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, კაპიტალური შეკეთების, რეკონსტრუქციის, გაფართოებისა და ტექნიკური გადაიარაღების დროს), თუ გამოავლენენ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;

ლ) გამოიძახონ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფებში საწარმოთა ხელმძღვანელები, აგრეთვე ფიზიკური პირები მათ წარმოებაში არსებულ იმ საქმეებთან და მასალებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ხანძრებს, მიიღონ მათგან საჭირო განმარტებები, ცნობები, დოკუმენტები და მათი ასლები;

მ) დააკისრონ ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის, მათ შორის, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირთა მითითებებისა და დადგენილებების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-7-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობისა და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სხვა უფლებამოსილებათა რეგლამენტირება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ობიექტებზე, საზღვაო, სამდინარო, საჰაერო ხომალდებზე, რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტზე ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებს შორის შეთანხმების საფუძველზე.

8. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებისას სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფების ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მითითებები და განკარგულებები მათი ხელქვეითებისათვის სავალდებულოა შესასრულებლად.“.

5. მე-12 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი დგინდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ისინი სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში.“;

ბ) მე-3-მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

6. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების პირადი შემადგენლობის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებსა და შეღავათებს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომლების სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.“.

8. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. წარმომადგენლობა

სახანძრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ წარმომადგენლობას საერთაშორისო ფონდებში, კომიტეტებში, გაერთიანებებსა და სხვა ორგანიზაციებში ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.“.

10. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

11. მე-20 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ სტანდარტიზაციის შესახებ მიღებული ნორმატიული აქტები, რომლებიც ადგენენ ან რომლებმაც უნდა დაადგინონ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები, უნდა შეთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.“.

12. 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ხანძრის ჩაქრობას ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობს ხანძარზე მისული ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების უფროსი ოპერატიული თანამდებობის პირი – ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი), რომელიც ერთმმართველობის პრინციპით ხელმძღვანელობს ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების პირად შემადგენლობას და ხანძრის ჩაქრობაში ჩაბმულ სხვა ძალებს.“.

13. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახანძრო უსაფრთხოების წესების სავალდებულო სწავლებას ბავშვებისათვის, სკოლამდელი აღზრდისა და სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის ახორციელებენ შესაბამისი უწყებები სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან შეთანხმებული პროგრამებით.“.

14. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაინტერესებულ ორგანოებთან შეთანხმებით.“.

15. 27-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მეცნიერული გამოკვლევების კოორდინირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.“.

16. 31-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეეგი რედაქციით:

„ა) დადგენილი წესით შექმნან მათ დაფინანსებაზე მყოფი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების (სახელშეკრულებო) ან საუწყებო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფები, აგრეთვე მოახდინონ მათი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დადგენილი ნორმების შესაბამისად შექმნან და შეინახონ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების (სახელშეკრულებო) ან საუწყებო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ქვედანაყოფები;“.

    მუხლი 2. გარდამავალი დებულებები

2005 წლის 1 აპრილამდე:

ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, შენობების და სხვა ქონების, აგრეთვე საშტატო რიცხოვნობისა და საბიუჯეტო დაფინანსების შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისათვის გადაცემა;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულმა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ჩამოყალიბება.

    მუხლი 3. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

953რს