მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე

მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 09/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016485
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
70
09/07/2015
ვებგვერდი, 13/07/2015
100110000.22.038.016485
მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (13/07/2015 - 30/07/2015)

მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №70

2015 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 

მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი №1 დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
დამტკიცდეს „მონაცემები პირველადი დამუშავების ჯგუფის მიერ შესავსები ფორმა“ №2 დანართის და „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია“ №3 დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 3
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფის – პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორმა ამ ბრძანების ამოქმედებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში, ამ დებულების შესაბამისად, უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების გატარება და მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების მულტიდისციპლინარული გუნდის (შემდგომში – მულტიდისციპლინური გუნდი) ფორმირება. 

2. პენიტენციური დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულება) დირექტორებმა (შემდგომში – დირექტორი) ამ ბრძანების ამოქმედებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში, ამ დებულების შესაბამისად, უზრუნველყონ დაწესებულებაში მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის/ჯგუფების (შემდგომში – ჯგუფი) შექმნა.

მუხლი 4
მულტიდისციპლინურმა გუნდმა და ჯგუფმა, ამ დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულთა რისკის პირველადი შეფასება, ხოლო სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორმა მათი რისკის შესაბამის დაწესებულებებში მსჯავრდებულთა განაწილება დაასრულონ არა უგვიანეს 2017 წლის პირველი იანვრისა.

 

მუხლი 5
ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო, №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის, №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებებში და №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსებულ მსჯავრდებულებზე.

 

მუხლი 6
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი



დანართი №1
მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მიზანი

ეს წესი განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის სახეებს, შეფასების/გადაფასების წესს, რისკის შეფასების კრიტერიუმებს, რისკის შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულთა იმავე ან სხვა ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის წესსა და პირობებს, მულტიდისციპლინური გუნდის, აგრეთვე მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას.

 

მუხლი 2. პრინციპები

ამ წესის მიზნებისათვის, შესაბამისი უფლებამოსილი პირები საქმიანობას ახორციელებენ დამოუკიდებლობის, აღმასრულებელი პრივილეგიის, კანონიერების, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების დაცვით.

 

მუხლი 3. მსჯავრდებულის გადაყვანა საშიშროების რისკის ფაქტორის გათვალისწინებით

სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, მსჯავრდებული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) საშიშროების რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.

 

მუხლი 4. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმები

მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება მისი პიროვნული თვისებების, დანაშაულის ჩადენის მოტივის, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევის,  დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან  და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულების, დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების შესრულების, ალკოჰოლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტების, ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის, დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობის, დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტების, წარსულში დაწესებულებაში   სასჯელის მოხდის შემთხვევების, მსჯავრდებულის ასაკის, ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულების,  დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობის, თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტების, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, აგრეთვე წახალისების/დისციპლინური სახდელის/ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე.

 

მუხლი 5. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის სახეები და მსჯავრდებულთა შესაბამის დაწესებულებაში განთავსება

1. საშიშროების რისკის  სახეებია: დაბალი, საშუალო, მომეტებული, მაღალი.

2. საშიშროების დაბალი რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის დაბალი (მინიმალური). დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

3. საშიშროების საშუალო რისკის მქონე  არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის საშუალო. საშუალო რისკის მქონე   მსჯავრდებული თავსდება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

4. საშიშროების მომეტებული რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის მომეტებული. მომეტებული რისკის მქონე  მსჯავრდებული თავსდება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

5. საშიშროების მაღალი რისკის მქონე  არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის მაღალი. მაღალი რისკის მქონე   მსჯავრდებული თავსდება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

თავი II

მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცედურა

 

მუხლი 6. მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფი

1. მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცესი იწყება მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის დამუშავებით, რომლისთვისაც დაწესებულების დირექტორი (შემდგომში – დირექტორი) ქმნის მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფს (შემდგომში – ჯგუფი) და ადგენს იმ მსჯავრდებულთა სიას, რომელთა მონაცემებიც უნდა დაამუშაოს ჯგუფმა. ერთმა ჯგუფმა შეიძლება დაამუშავოს არაუმეტეს შვიდასი მსჯავრდებულის მონაცემები. იმ დაწესებულებებში, რომლებშიც ფუნქციონირებს სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მულტიდისციპლინური გუნდი, არ იქმნება ჯგუფი და მის ფუნქციას ასრულებს  სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მულტიდისცილინური გუნდი.

2. ჯგუფი შედგება დაწესებულების არანაკლებ 3 თანამშრომლისგან.

3. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან:

ა) დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის არანაკლებ 1 წარმომადგენელი;

ბ) დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების არანაკლებ 1 წარმომადგენელი;

გ) დაწესებულების სოციალური განყოფილების არანაკლებ 1 წარმომადგენელი.

4. ჯგუფის წევრი ინიშნება/თავისუფლდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.

5. ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც ჯგუფის შემადგენლობიდან განსაზღვრავს დირექტორი.

 

მუხლი 7. ჯგუფის საქმიანობის წესი

1. ჯგუფი დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით, ახორციელებს მსჯავრდებულთა შერჩევას და მათ შესახებ  ამ ბრძანების N2 დანართით დადგენილი ინფორმაციის გონივრულ ვადაში დამუშავებას. შეფასების პროცესში რიგითობის განსაზღვრისას  ჯგუფი ვალდებულია გაითვალისწინოს პატიმრობის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი გარემოებები.

2. ჯგუფი მსჯავრდებულთა მონაცემების დამუშავების რიგითობას განსაზღვრავს  სხდომაზე, რაც ფორმდება შესაბამისი ოქმით. ჯგუფის სხდომას მონაცემის დამუშავების რიგითობის განსაზღვრის მიზნით, აგრეთვე სხვა საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად იწვევს და წარმართავს ჯგუფის უფროსი.

3. რიგითობის განსაზღვრის შემდეგ, ჯგუფის წევრები დამოუკიდებლად, სხდომაზე შეკრების გარეშე, ავსებენ ამ ბრძანების N2 დანართით განსაზღვრულ ფორმას. ჯგუფის წევრების მიერ კითხვარის შევსებას კოორდინაციას უწევს ჯგუფის უფროსი.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხდომის ოქმი და ამ ბრძანების N2 დანართით განსაზღვრული ფორმა მოწმდება ჯგუფის ბეჭდით, რომელიც ინახება ჯგუფის უფროსთან. ჯგუფის უფროსი ვალდებულია ჯგუფის ბეჭდით დაამოწმოს ჯგუფის მიერ შედგენილი ყოველი დოკუმენტის თითოეული გვერდი ქვედა მარჯვენა კუთხეში. ჯგუფის ბეჭედის ფორმას ამტკიცებს დეპარტამენტის დირექტორი.

5. ჯგუფის მიერ დამუშავებულ ინფორმაციას (შევსებულ ფორმას) ჯგუფის უფროსი წარუდგენს დაწესებულების დირექტორს. დირექტორი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტაცია მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენის მიზნით გაუგზავნოს  მულტიდისციპლინურ გუნდს.

6. დირექტორი, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მულტიდისციპლინური გუნდისათვის გაგზავნასთან ერთად, დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს უგზავნის იმ მსჯავრდებულთა სიას, რომელთა შესახებაც მულტიდისციპლინურ გუნდს გაეგზავნა ჯგუფის მიერ დამუშავებული ინფორმაცია. 

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია შესაძლებელია მიწოდებულ იქნეს ელექტრონული ფორმით.

8. მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის წევრი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის წევრის უფლებამოსილების განხორციელებისას.

 

მუხლი 8. მულტიდისციპლინური გუნდი

1. მულტიდისციპლინური გუნდი არის მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის სახის განმსაზღვრელი დეპარტამენტის დირექტორის სათათბირო ორგანო. მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობაში შედიან დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებები და შეუძლიათ შეასრულონ მულტიდისციპლინური გუნდის წევრის ფუნქციები.

2. მულტიდისციპლინური გუნდი შედგება 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან. მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობაში შედიან: დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენელი, დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს წარმომადგენელი, დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ოპერატიული სამმართველოს წარმომადგენელი, სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს წარმომადგენელი და ფსიქოლოგი.

3. მულტიდისციპლინური გუნდი უფლებამოსილია საკითხის განხილვისას სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს ექიმი,  სპეციალური ცოდნის მქონე სხვა პირი ან პირი, რომელსაც შეუძლია მულტიდისციპლინურ გუნდს მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია განსახილველ საკითხებზე.

4. მულტიდისციპლინური გუნდის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას და სხდომის ოქმის წარმოებას ახორციელებს დეპარტამენტის  სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო.

 

 მუხლი 9. მულტიდისციპლინური გუნდის დაკომპლექტების წესი

1. მულტიდისციპლინური გუნდს ქმნის დეპარტამენტის დირექტორი ბრძანებით, რომელშიც განისაზღვრება გუნდის ძირითადი და სათადარიგო წევრები, აგრეთვე მულტიდისციპლინური გუნდის უფროსი და მისი მოადგილე.

2. მულტიდისციპლინური გუნდის ძირითად და სათადარიგო წევრებს დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენენ ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამმართველოების კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები.

3. მულტიდისციპლინური გუნდის უფროსის მოადგილე უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის უფლებამოსილებას.

4. მულტიდისციპლინური გუნდის წევრი წევრობიდან თავისუფლდება დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებ პირად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;

გ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

დ) გარდაცვალება, სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადება;

ე) არასაპატიო მიზეზით სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;

ვ) დაკავებული თანამდებობის შეცვლა ან თანამდებობიდან გათავისუფლება;

ზ) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება.

 

მუხლი 10. მულტიდისციპლინური გუნდის წევრის უფლება-მოვალეობები

1. მულტიდისციპლინური გუნდის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს მულტიდისციპლინურ გუნდს;

ბ) იწვევს და წარმართავს მულტიდისციპლინური გუნდის სხდომებს;

გ) უძღვება სხდომაზე საკითხის განხილვას;

დ) ხელს აწერს სხდომის ოქმს და გადაწყვეტილებას;

ე) ზედამხედველობს მულტიდისციპლინური გუნდის წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას;

ვ) მულტიდისციპლინური გუნდის სახელით უფლებამოსილია სხდომაზე მოიწვიოს ამ დებულების მე-8 მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული პირები.

2. მულტიდისციპლინური გუნდის წევრს უფლება აქვს:

ა) დასვას საკითხი სხდომაზე განსახილველად;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მულტიდისციპლინური გუნდის საქმიანობაში;

გ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;

დ) გაეცნოს საქმის მასალებს.

3. მულტიდისციპლინური გუნდის წევრი ვალდებულია კანონმდებლობის შესაბამისად ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი.

4. მულტიდისციპლინური გუნდის წევრი ვალდებულია დაიცვას მიღებული ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მულტიდისციპლინური გუნდის წევრის უფლებამოსილების განხორციელებისას.

5. მულტიდისციპლინური გუნდის წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას და ანგარიშვალდებულია მხოლოდ დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.

6. მულტიდისციპლინური გუნდის წევრები საქმიანობას ეწევიან ანაზღაურების გარეშე.

 

მუხლი 11. მულტიდისციპლინური გუნდისთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მასალების მომზადება

დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსი, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მიღებული მსჯავრდებულთა სიის შესაბამისად,  სიის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ავსებს ამ ბრძანების №3 დანართით დადგენილ ფორმას და ამავე ვადაში ბრძანების №3 დანართით დადგენილ შევსებულ ფორმებს უგზავნის მულტიდისციპლინურ გუნდს.

 

მუხლი 12. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი

1. მულტიდისციპლინური გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის მიზნით მართავს სხდომას, რომელზეც განიხილავს დირექტორისა და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილ მასალებს და იღებს გადაწყვეტილებას. მულტიდისციპლინური გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ მსჯავრდებულის შესახებ დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილი მასალების მიღებიდან, როგორც წესი, არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში.

2. მულტიდისციპლინური გუნდის სხდომა, როგორც წესი, დახურულია და იმართება პერიოდულად, არანაკლებ კვირაში ორჯერ. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა მულტიდისციპლინური გუნდის უფროსის მიერ.

3. სხდომაზე იწარმოება სხდომის ოქმი, რომელშიც ფიქსირდება თითოეული წევრის ხმა და მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. ოქმს ხელს აწერს მულტიდისციპლინური გუნდის უფროსი.

4. მულტიდისციპლინური გუნდი ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის რისკის ერთ-ერთი სახისადმი მიკუთვნების შესახებ. მულტიდისციპლინური გუნდი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება ყველა წევრი, გარდა ამ წესის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია მულტიდისციპლინური გუნდის უფროსის ხმა.

5. მულტიდისციპლინური გუნდი უფლებამოსილია მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია მიიღოს ელექტრონულად, აგრეთვე გამოითხოვოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალები.

6. მულტიდისციპლინური გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკს განსაზღვრავს ამ ბრძანების №2 და №3 დანართების შესაბამისად მოწოდებული ინფორმაციის ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებთან მიმართებაში შეფასების გზით.

7. მულტიდისციპლინური გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის განსაზღვრის შესახებ  გადაწყვეტილებას 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის დეპარტამენტის დირექტორს. 

 

მუხლი 13.  მულტიდისციპლინური გუნდის წევრის აცილება სხდომის გამართვის დროს

1. მულტიდისციპლინური გუნდის წევრი ვერ მიიღებს სხდომაში მონაწილეობას, თუ მას ნათესაური ან სხვა ახლო ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულთან, მსჯავრდებულის დამცველთან, მის კანონიერ წარმომადგენელთან ან დაზარალებულთან; ასევე, თუ არის სხვა გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.

2. თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, მულტიდისციპლინური გუნდის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. თუ მას ეს არ განუცხადებია, გუნდის სხვა წევრს უფლება აქვს განაცხადოს ამ წევრის აცილების შესახებ.

3. მულტიდისციპლინური გუნდი აცილების საკითხს წყვეტს იმ წევრის დაუსწრებლად, რომელსაც აცილება მისცეს. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია მულტიდისციპლინური გუნდის უფროსის ხმა, ხოლო თუ განიხილება მულტიდისციპლინური გუნდის უფროსის აცილების საკითხი - მისი მოადგილის ხმა.

4. მულტიდისციპლინური გუნდის წევრის აცილების შემთხვევაში სხდომა ტარდება ამ წევრის გარეშე.

5. მულტიდისციპლინური გუნდის უფროსის აცილების შემთხვევაში მის ფუნქციას ასრულებს მოადგილე.

 

მუხლი 14. მსჯავრდებულის გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება

1. მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების საფუძველზე, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის  დირექტორი, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში.

2. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული თავსდება მისი წერილობითი თანხმობით, რომელშიც აღინიშნება, რომ იგი თანახმაა შეასრულოს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის დადგენილი ვალდებულებები, კერძოდ, ისწავლოს ან/და იმუშაოს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში.

3. დეპარტამენტის დირექტორი დამოუკიდებლად განსაზღვრავს, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის შესაბამისი ტიპის რამდენიმე დაწესებულებიდან, უშუალოდ რომელ მათგანში მოხდება მსჯავრდებულის გადაყვანა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით.

4. მსჯავრდებული, შეძლებისდაგვარად, გადაყვანილი უნდა იქნეს მისი ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე შესაბამისი რისკის დაწესებულებაში.

 

მუხლი 15. მსჯავრდებულის უფლება მისი საშიშროების რისკის განსაზღვრის გადაწყვეტილების გაცნობაზე

მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება საშიშროების რისკის განსაზღვრის თაობაზე, იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე დეპარტამენტის დირექტორის  ბრძანებასთან ერთად ეცნობება მსჯავრდებულს, უშუალოდ თავისუფლების აღკვეთის იმავე დაწეებულებაში დატოვებისას ან თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას, ხოლო წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცეს გადაწყვეტილება და საქმის მასალები.

 

მუხლი 16. მსჯავრდებულის საშიშროების რისკის პერიოდული გადაფასება

1. საშიშროების რისკის სახის სავარაუდო ცვლილების დადგენის მიზნით, მულტიდისციპლინური გუნდი უზრუნველყოფს იმ მსჯავრდებულთა პერიოდულ გადაფასებას, რომლებიც უკვე იქნენ მათ მიერ შეფასებულნი.

2. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის გადაფასება ხდება მისი შეფასებიდან არაუგვიანეს 12 თვისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე  დირექტორი მულტიდისციპლინურ გუნდს აწვდის ამ ბრძანების N2 დანართით განსაზღვრულ ინფორმაციას. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების გადაფასების პროცედურა იწყება ამ დებულების მე-7 მუხლით დადგენილი წესით და ხორციელდება ამ დებულების მე-11 და მე-12 მუხლით განსაზღვრული წესით.

4. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების გადაფასების პროცედურის დაწყება ასევე შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის დაუცველად განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მკვეთრად შეიცვალა პირის ქცევა, დამოკიდებულება ან სხვა გარემო პირობები ან/და მისი იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასება ხდება  დირექტორის დასაბუთებული წერილობითი  მიმართვის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, დირექტორი ვალდებულია აღწეროს გარემოებები, რის საფუძველზეც მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს საშიშროების რისკის სავარაუდო ცვლილების თაობაზე.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოების შესახებ ინფორმაცია დირექტორს შესაძლოა მიაწოდოს მსჯავრდებულმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ან/და პირველადი დამუშავების ჯგუფმა.

 

მუხლი 17. მულტიდისციპლინური გუნდის ან/და დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების გასაჩივრება

მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება საშიშროების რისკის სახის განსაზღვრის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის შესაბამისი ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებასთან ერთად, მინისტრთან ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  სასამართლოში მსჯავრდებულის მიერ, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.


დანართი №2

მონაცემები პირველადი დამუშავების ჯგუფის მიერ შესავსები ფორმა

ნაწილი I

(ივსება ჯგუფის წევრის დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურის მიერ)

 

მსჯავრდებულის პირადი/საიდენტიფიკაციო №________________

მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასება თავისუფლების აღკვეთის შესაბამისი რისკის დაწესებულებაში განთავსების მიზნით

____________________________________________________________________________________

1.    მსჯავრდებულის იდენტიფიკაცია:

1.1  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს № ___________დაწესებულება;

1.2  საცხოვრებელი კორპუსი________________ საკნის №__________________________

1.3  დაკავების თარიღი _________________

1.4  ფორმის შევსებისას პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების თარიღი_____________

2.   დემოგრაფიული მონაცემები:

2.1  გვარი____________________ სახელი_____________________ მამის სახელი___________

2.2  დაბადების თარიღი________________ ადგილი____________________

2.3  სასჯელის დასაწყისი_________________ სასჯელის დასასრული ________________

2.4  იურიდიული მისამართი_________________________

2.5  ფაქტობრივი მისამართი დაკავებამდე/დაპატიმრებამდე____________________________

3.   დანაშაულის კვალიფიკაცია/დანაშაულის ხასიათი:

_________________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________________

4.  დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა:

წელი  _____ თვე  _______ დღე ___

5.   მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები:

5.1  ბოლო 6 წლის განმავლობაში ჩადენილი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული

დიახ  არა

5.2  ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაული

დიახ არა

5.3  ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული

დიახ არა

6.  სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გაქცევის ფაქტები:

6.1  დროებითი მოთავსების იზოლატორიდან _______________________

6.2  დროებით დატოვებისას ან/და ხანმოკლე გასვლისას__________________________

6.3  თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან   _______________

6.4  გაყვანა/გადაყვანა/ექსტრადირებისას _____________________________________

6.5  ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებიდან   ______________________

6.6  დახურული ტიპის, ან საპატიმრო დაწესებულებიდან ___________ 

6.7  გაქცევა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით _____________________________

 

7. ბოლო 10 წლის განმავლობაში თავისუფლების აღკვეთის ფაქტები:

7.1  ერთი ფაქტი __________________________________________________

7.2  ორი ან მეტი ფაქტი ____________________________________________

 

8.  მსჯავრდებულის ასაკი წინამდებარე ფორმის შევსების მომენტში:

8.1  25 წელი ან უფრო ახალგაზრდა___

8.2  26-31 წელი _____________________

8.3  31-39 წელი _____________________

8.4  40-60 წელი ____________________

8.5  60 და უფრო მეტი წელი     ___________________

 

9. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დადასტურებული ფაქტებია:

9.1  მსჯავრდებული არის ქურდული სამყაროს, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდა) წევრი ___________

9.2  მსჯავრდებულის ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ_______

9.3  მსჯავრდებული არის კანონიერი ქურდი ___________________

9.4  მსჯავრდებულია ტერორიზმისთვის ___________________

 

დამატებითი ინფორმაცია მსჯავრდებულის პირად მონაცემებთან დაკავშირებით: -----------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------

 

ნაწილი II

(ივსება ჯგუფის წევრის დაწესებულების სამართლებრივი რეჟმის განყოფილების  მოსამსახურის მიერ)

 

10. დისციპლინური დარღვევები მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში:

10.1   ერთი შემთხვევა --------------------------------------------------------------------------

10.2   ორი შემთხვევა ----------------------------------------------------------------------------

10.3   3 და მეტი შემთხვევა----------------------------------------------------------------------- 

 

11. დისციპლინური დარღვევა, რასაც სახდელის სახით მოჰყვა სამარტოო საკანში განთავსება/ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჩადენილია ჯგუფურად

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------

________________________________________________________________________________

 

12.  წახალისება ადმინისტრაციისაგან

15.1 ერთი შემთხვევა --------------------------------------------------------------------------

15.2 ორი შემთხვევა ----------------------------------------------------------------------------

15.3 და მეტი შემთხვევა-----------------------------------------------------------------------

 

16. შინაგანაწესის მოთხოვნათა სისტემატური დაცვა:

16.1. დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნათა სისტემატური დაცვა ბოლო 1 წლის განმავლობაში ________________

16.2. დისციპლინური სახდელების ისტორია:

16.2.1 არცერთი ბოლო 25 და მეტ თვეში----------------------------------------------------

16.2.2 არცერთი ბოლო 19-24 თვეში  --------------------------------------------------------

16.2.3 არცერთი ბოლო 13-18 თვეში ----------------------------------------------------------

16.2.4 არცერთი ბოლო 7-12 თვეში -----------------------------------------------------------

16.2.5 არცერთი ბოლო 6 თვეში ---------------------------------------------------------------        

________________________________________________________________________________

დამატებითი ინფორმაცია მსჯავრდებულის ქცევასთან დაკავშირებით ------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------

 

ნაწილი III

(ივსება ჯგუფის წევრის   დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურის მიერ)

დაწესებულების მოსამსახურეთა მხრიდან შეთავაზების შემთხვევაში, ან პირადი ინიციატივით (საამისოდ სათანადო პირობების არსებობისას), მიმდინარე კლასიფიკაციის პერიოდში:

 

12. ჩართულობა სოციალური პროგრამებში:

12.1    ერთჯერადად ________________

12.2    3 თვის განმავლობაში __________

12.3    6 თვის განმავლობაში __________

12.4   12 და მეტი თვის განმავლობაში ________

 

13. ჩართულობა დასაქმების პროგრამებში:

13.1     ერთჯერადად ___________________

13.2     3 თვის განმავლობაში __________

13.3     6 თვის განმავლობაში __________

13.4    12 და მეტი თვის განმავლობაში ________

 

14. ჩართულობა სასწავლო პროგრამებში:

14.1 ერთჯერადად ---------------------

14.2  არასრული სასწავლო კურსი _____________

14.3  სრული სასწავლო კურსი _________________

14.4 სრული სასწავლო კურსი მაღალი აკადემიური მოსწრებით____ -

 

დამატებითი ინფორმაცია მსჯავრდებულის პიროვნებასთან დაკავშირებით:

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------

 

 

 

დანართი №3

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია

(ივსება დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს მიერ)

 

1. დამოკიდებულება კრიმინალურ სუბკულტურასთან:

1.1 მსჯავრდებული წარმოადგენს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევარს, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრს, ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ, რაც დგინდება შემდეგით:

1.1.1 თვითაღიარება (მსჯავრდებული სიტყვიერად ან წერილობით აღიარებს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრობას, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრობას)

__________________________________________________________________________

1.1.2 ტატუირება (მსჯავრდებულს აქვს ტატუები, რომლებიც მიუთითებენ კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრობაზე, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრობაზე)

_____________________________________________________________________

1.1.3  ჯგუფური ფოტო/ვიდეომასალა (მსჯავრდებული ჩანს ფოტოზე/ვიდეოკადრებში კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებთან, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრებთან) ___________________________________________________________________________

1.1.4 გამოკვეთილი კავშირი (მსჯავრდებული პერიოდულად გადაადგილდება, იკვებება, ისვენებს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებთან, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრებთან  ერთად ან სხვაგვარად არის დაკავშირებული მათთან)

 __________________________________________________________________________

1.1.5 კონტაქტი (მსჯავრდებული სტუმრობს (ან მას სტუმრობენ) კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებს, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრებს, ახორციელებს მათთან სატელეფონო ზარებს)

 _________________________________________________________________________________

1.1.6 ფინანსური მხარდაჭერა (მსჯავრდებული მონაწილეობს კრიმინალური იდეოლოგიის, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის)გაძლიერების მიზნით ფინანსური სახსრების, მატერიალური საშუალებების ან სხვა ქონების მოძიებასა და შეგროვებაში ან და განაწილებაში) _________________________________________________________________________________

1.1.7 დაწესებულებაში მიღებულია ან/და შემოსულია ინფორმაცია (ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევარს, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრს ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ)

 ________________________________________________________________________________

1.1.9 პრესა/ტელევიზია/რადიომაუწყებლობა (პრესის, ტელევიზიის, რადიომაუწყებლობის საშუალებით მიღებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევარს, წარმოადგენდა მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრს ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ)

_________________________________________________________________________________

1.1.10 მონაწილეობა, ან ასეთის მცდელობა კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებისათვის დამახასიათებელ აქტივობაში

_________________________________________________________________________________

 

2. მსჯავრდებული წარმოადგენს ტერორისტს ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირს რაც დგინდება შემდეგით:

2.1 თვითაღიარება (მსჯავრდებული სიტყვიერად ან წერილობით აღიარებს ტერორისტობას ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს)

_________________________________________________________________________________

2.2  ჯგუფური ფოტო/ვიდეომასალა (მსჯავრდებული ჩანს ფოტოზე/ვიდეოკადრებში ტერორისტებთან ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირებთან)

 _________________________________________________________________________________

2.3 გამოკვეთილი კავშირი (მსჯავრდებული პერიოდულად გადაადგილდება, იკვებება, ისვენებს ტერორისტებთან ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირებთან)

 _________________________________________________________________________________

2.4 კონტაქტი (მსჯავრდებული სტუმრობს (ან მას სტუმრობენ) ტერორისტი ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირი)

 _________________________________________________________________________________

2.5 ფინანსური მხარდაჭერა (მსჯავრდებული მონაწილეობს ტერორისტის ან ტერორისტულ ორგანიზაციათა გაძლიერების მიზნით ფინანსური სახსრების, მატერიალური საშუალებების ან სხვა ქონების მოძიებასა და შეგროვებაში ან და განაწილებაში, ან იგი იღებს ფინანსურ მხარდაჭერას ტერორისტისგან ან ტერორისტული ორგანიზაციიდან)

 _________________________________________________________________________________

2.6 დაწესებულებაში მიღებულია ან/და შემოსულია ინფორმაცია (ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს ტერორისტს ან ტერორისტული ორგანიზაციის წევრს)

 _________________________________________________________________________________

2.7  პრესა/ტელევიზია/რადიომაუწყებლობა (პრესის, ტელევიზიის, რადიომაუწყებლობის საშუალებით მიღებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს ტერორისტს ან ტერორისტული ორგანიზაციის წევრს, ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ)

 _________________________________________________________________________________

 

3.  დაწესებულებაში მიღებულია ან/და შემოსულია ინფორმაცია (ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაცია ან პრესის, ტელევიზიის, რადიომაუწყებლობის საშუალებით მიღებული ინფორმაცია, ანდა უსაფრთხოების სამსახურების მიერ სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებულის ქმედებით შესაძლოა სახელმწიფო უშიშროების ისეთი ხელყოფა, რაც გამოიწვევს მძიმე შედეგს ან ისეთ შედეგს, რომელიც არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი)

_________________________________________________________________________________

 

4. აგრესიის გამოვლენის ფაქტები სხვა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა მიმართ

________________________________________________________________________________

 

5. დაწესებულების მოსამსახურეზე ზეგავლენის მოხდენა/მცდელობა დამატებითი პრივილეგიის/შეღავათის მიღების მიზნით თავისთვის ან/და სხვისთვის

 ____________________________________________________________________________

 

6. აგრესიის გამოვლენის ფაქტები დაწესებულების მოსამსახურეთა ან დაწესებულების სტუმართა მიმართ

 _________________________________________________________________________________

 

7.    მიდრეკილება:

7.1   ალკოჰოლისადმი (მათ შორის დამზადება) ___

7.2  ფსიქოტროპული საშუალებებისადმი (ექიმის დანიშნულების გარეშე ან დანიშნულების დარღვევით) __________

7.3   ნარკოტიკული საშუალებებისადმი _____________

8. აკრძალული ნივთების, ნივთიერებების შეძენის, გასაღების, შენახვის, ტარების, დამზადების, განკარგვის ან ასეთის მცდელობის ფაქტები

 ______________________________________________________________________________ .