„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 02/07/2015
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 040170030.57.069.016062
8
02/07/2015
ვებგვერდი, 03/07/2015
040170030.57.069.016062
„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №8

2015 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

 

 

„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ( www.matsne.gov.ge, 25.05.2015, 040170030.57.069.016061) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. ბრძანების თანდართული წესის:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია.“;

 

ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საკონკურსო განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შესაძლებელია გამოიყენოს საკონკურსო პირობების დამატებითი აღწერის მიზნით.“;

 

გ) მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ხელშეკრულების დასადებად მოწვევამდე, პრეტენდენტს უფლება აქვს, უარი თქვას საკონკურსო წინადადებაზე. საკონკურსო წინადადებაზე უარის თქმა იწვევს ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს.“;

 

დ) მე-12 მუხლის:

დ.ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკონკურსო წინადადების/წინადადებების შეფასების დაწყებამდე, კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, საკონკურსო კომისია იხილავს ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას. მითითებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ საკონკურსო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე. პრეტენდენტი/პრეტენდენტები, რომლის/რომელთა ტექნიკური დოკუმენტაციაც არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს, ექვემდებარება/ექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. საკონკურსო კომისია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, პრეტენდენტს/პრეტენდენტებს მიმართავს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს საკონკურსო წინადადების არსებით ცვლილებას. საკონკურსო კომისია პრეტენდენტს/პრეტენდენტებს ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების დასაზუსტებლად განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადას.“;

 

დ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან, ხოლო თუ საკონკურსო კომისია მიმართავს პრეტენდენტს/პრეტენდენტებს ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების დაზუსტების მოთხოვნით – დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების შეფასებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, რომელიც მხოლოდ საკონკურსო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, საკონკურსო კომისია აფასებს ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს. პირველ ეტაპზე, შემსყიდველი ორგანიზაცია აფასებს პრეტენდენტის/პრეტენდენტების ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხარისხის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, საკონკურსო წინადადების ფასის ცოდნის გარეშე, ამ წესის დანართის „ა“–„ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად. ხარისხის შეფასებისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა ისარგებლოს სისტემაში განთავსებული ხარისხის ჯამური ქულის დაანგარიშების მატრიცით. პრეტენდენტის/პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების შეფასება უნდა აისახოს საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში.“;

 

დ.გ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს 101 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

101. თუ კონკურსში პრეტენდენტის მიმართ ერთდროულად დადგა ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებში აღწერილი დისკვალიფიკაციის საფუძვლები, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში აღინიშნება და სისტემაში მიეთითება დისკვალიფიკაციის ორივე საფუძველი.“;

 

ე) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22. კონკურსის/ხელშეკრულების სტატუსის შეცვლა

1. კონკურსისთვის ან/და ხელშეკრულებისთვის არასწორად მინიჭებულ სტატუსს, აგრეთვე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს ცვლის სააგენტო შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია კონკურსს ან/და ხელშეკრულებას არასწორად მიანიჭებს სტატუსს, სისტემაში არასწორად დააფიქსირებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს ან/და კონკურსისთვის მინიჭებული სტატუსის ან პრეტენდენტისთვის დისკვალიფიკაციის საფუძვლის შეცვლა გამოწვეულია საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულებით.

2. კონკურსისთვის ან/და ხელშეკრულებისთვის არასწორად მინიჭებულ სტატუსისა და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძვლის შეცვლის წესი განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 261 მუხლით.“.

 

2. ბრძანების დანართი შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული დანართით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე