დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ფორმირებისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.163.016277 |
|
თვითმმართველი თემი – თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ფორმირებისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თვითმმართველი თემი – თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ფორმირებისა და განკარგვის წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ფორმირებისა და განკარგვის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის (შემდგომ ტექსტში – ფონდი) ფორმირებისა და განკარგვის წესი მიზნად ისახავს ბიუჯეტიდან გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებების და კრედიტორული დავალიანებების, აგრეთვე სააღსრულებლო ფურცლით ან სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ დაკისრებული თანხების შეუფერხებლად გადახდას.
მუხლი 2. ფონდის ფორმირება 1. ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით. იგი არ უნდა აღემატებოდეს წინა წლებში წარმოქმნილი დაუფარავი (დაუფინანსებელი), დასაგეგმის წინა საბიუჯეტო წლის ანგარიშით დადასტურებული დავალიანებების თანხისა და ბოლო სამი წლის განმავლობაში სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე აღსრულებული (ანაზღაურებული) საშუალო წლიური თანხის ჯამს. 2. ,,საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის დებულებათა ანალოგიურად, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარავად თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და ამ ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიებით მოსარგებლე იურიდიულმა პირებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2015 წელს მათთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს.
მუხლი 3. ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება: ა) გრძელვადიანი სასესხო ვალდებულების მიხედვით საბიუჯეტო წელს გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი; ბ) სხვა გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები და კრედიტორული დავალიანებები (მათ შორის, გადასახდელი ხელფასები) საბიუჯეტო წელს გათვალისწინებული გადახდების ნაწილში; გ) სააღსრულებლო ფურცლით ან სასამართლო და სხვა უფლებამოსილ ორგანოების მიერ მუნიციპალიტეტისათვის დაკისრებული თანხები; დ) სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის სახაზინო ანგარიშიდან ინკასოს მეშვეობით ჩამოჭრილი თანხები.
მუხლი 4. ფონდის განკარგვა 1. ამ წესის მე-3 მუხლის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შედეგების დადგომისას, საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის წარდგინების საფუძველზე გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, სადაც სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს: ა) ფინანსური ვალდებულებებისა და კრედიტორული დავალიანებების წარმოშობის საფუძველი; ბ) ფინანსური ვალდებულებებისა და კრედიტორული დავალიანებების დასაფარავად ფონდიდად გამოყოფილი თანხების რაოდენობა; გ) კონკრეტული მითითება თანხის გადანაწილებაზე, მისი ორი ან\და მეტი მიმართულებით განკარგვის შემთხვევაში; დ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირების გვარი, სახელი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით. 2. ამ წესის მე-3 მუხლის ,,გ’’ და ,,დ’’ პუნქტებით გათვალისწინებული შედეგების დადგომისას მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული, საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურების წარდგინების საფუძველზე, გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, სადაც სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს: ა) სააღსრულებლო ფურცლით ან სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ თანხების დაკისრების საფუძველი; ბ) დაკისრებული გადასახდელების დასაფარავად ფონდიდან გამოყოფილი თანხების რაოდენობა; გ) კონკრეტული მითითება თანხის გადანაწილებაზე, მისი ორი ან\და მეტი მიმართულებით განკარვის შემთხვევაში; დ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირების გვარი, სახელი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით. 3. გამგებლის ბრძანების საფუძველზე საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახური ,,თვითმმართველი თემი – თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ’’ ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 სექტემბრის N35 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით აზუსტებს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებს. 4. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 87-ე მუხლის ,,ე’’ პუნქტის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წლიური ანგარიში მოიცავს აგრეთვე ინფორმაციას წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახსრების გამოყოფის მდგომარეობის შესახებ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები