„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები და მათი განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №1-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები და მათი განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №1-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15-61
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016173
15-61
23/06/2015
ვებგვერდი, 25/06/2015
010250050.35.101.016173
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები და მათი განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №1-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15-61

2015 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები და მათი განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №1-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
 

1.  შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები და მათი განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №1-1 დადგენილებაში (სსმ, ვებ-გვერდი: www.matsne.gov.ge, 30/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016114) და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ პროგრამებს დაემატოს „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის განხორციელების წესი“ შემდეგი რედაქციით:

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის განხორციელების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი განსაზღვრავს „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების პირობებს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის 6.1.6 პუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის შესაბამისად.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ - ქვეპროგრამაში (6.1.6 პუნქტი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.

მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა

1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან 2015 წლის 1 ივლისამდე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2-დან 15 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ძირითად დიაგნოზად გააჩნიათ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზი.

2. ქვეპროგრამით განსაზღვრულ სერვისებს წარმოადგენს:

ა) მიმწოდებლის მიერ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა.

ბ) მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასებისა და გეგმის წარდგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში (შემდგომში - განმახორციელებელი);

გ) ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ მოსარგებლისათვის კომპლექსური თერაპიის თვეში არაუმეტეს, 20 ინდივიდუალური სეანსის მიწოდებას, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად (მ.შ. გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია და სხვა).

დ)ქვეპროგრამით განსაზღვრული თითოეული ინდივიდუალური სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ, 1 საათს.

ე) ქვეპროგრამის ფარგლებში, წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 20 სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების მინიმალურმა ოდენობამ უნდა შეადგენოს არანაკლებ, 14 სეანსი, ხოლო წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 20-ზე ნაკლები სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, სეანსების ოდენობის არანაკლებ ¾.

ვ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მომზადება (მათ შორის, შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება და სპეციფიკური ზრუნვის სწავლება) და კონსულტირება ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით;

ზ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლის მიერ 6 თვეში ერთხელ მოსარგებლისათვის გაწეული თერაპიის შედეგების შეფასება/გადაფასება საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით და ანგარიშის წარდგენა განმახორციელებლისათვის.

მუხლი 3. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი

1. ქვეპროგრამის დაფინანსება განხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.

3. მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ ქვეპროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება განაცხადში გათვალისწინებული ვაუჩერის პირობებს, გამოთქვამს ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილეობის სურვილს და წერილობით, დადგენილ ვადაში და წესით დაუდასტურებს განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

4. პირის/ორგანიზაციის მიერ ქვეპროგრამის დამატებითი პირობების (დანართი N1) შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება განმახორციელებლის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მიერ.

მუხლი 4. მოსარგებლე პირების ჩართვა ქვეპროგრამაში

1. მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მიმწოდებელთა ქვეპროგრამაში ჩართვისას (მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სიების შესაბამისად) და ქვეპროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას.

2. მიმწოდებელი ქვეპროგრამაში ჩართვისას წერილობით წარმოადგენს მასთან აღრიცხვაზე მყოფ (განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად) ინფორმაციას იმ პირთა თაობაზე, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

3. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ნუსხას (განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად) თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი) ასლი;

ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლთან ერთად;

გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მისამართის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ამის დადგენა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საშუალებით;

დ) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს დოკუმენტაციის განმახორციელებელთან წარდგენის თარიღამდე არაუმეტეს, 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი, სულ მცირე, ADOS ტესტირების შედეგი.

ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

4.მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქვეპროგრამის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, განმახორციელებლის მიერ მოსარგებლე რეგისტრირდება ქვეპროგრამის ელექტრონული მართვის მოდულში.

5. ამ მუხლისმე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება განხორციელდება მიმწოდებლის რეგისტრაციის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

6.მიმწოდებელ დაწესებულებაში, ლიმიტის ფარგლებში გაჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, ახალი მოსარგებლის ჩართვა ხორციელდება ჩართვის მომენტისათვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2015 წლის 1 ივლისიდან შემოსული განცხადებებით ფორმირებული მომლოდინეთა სიიდან.

7. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

8.მოსარგებლეს/მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გააჩნია თავისუფალი არჩევანის უფლება მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების არჩევისას, რასაც იგი აფიქსირებს სპეციალურად შემუშავებული განცხადების ფორმაში.

9.ვაკანტურ ადგილას პრიორიტეტულად ერთვება ჩართვის მომენტისათვის რიგში მყოფი ყველაზე მცირე ასაკის პირი.

10. ახალი მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვა ხორციელდება განმახორციელებლის მიერ ქვეპროგრამაში ჩართვის წერილის გაცემის საფუძველზე.

11.ქვეპროგრამის მიმწოდებელი, მოსარგებლის მიმართვისას ელექტრონული მართვის მოდულში ახორციელებს შეტყობინებას მოსარგებლისათვის პირველი და შემდგომი სეანსების ჩატარების თაობაზე.

12. მოსარგებლისათვის ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას იწვევს:

ა) მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა, განმახორციელებლის მიერ გაცემულ ქვეპროგრამაში ჩართვის წერილში მითითებულ ვადამდე;

ბ) მოსარგებლის მიერ ინდივიდუალური წლიური გეგმით თვეში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 40% და მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე.

13. ვაუჩერის ავტომატურად გაუქმების მიზეზად არ ჩაითვლება შემთხვევა:

ა) თუ ამავე მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევა გამოწვეულია მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობით და დასტურდება ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით;

ბ) მოსარგებლის აქტიური სოციალური სტატუსის ხელშეწყობის (კურორტული დასვენება, კულტურული, შემეცნებითი და სპორტული გასვლები) მიზნით, არაუმეტეს 1 თვის ვაუჩერის პროპორციული სეანსების გაცდენა წლის განმავლობაში, რაც მიმწოდებლის მიერ აღინიშნება საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოდგენისას;

გ) დაწესებულების ფუნქციონირების დროებითი შეჩერების გამო, მოსარგებლის მიერ ვაუჩერის გამოუყენებლობა. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე მინიმუმ, ერთი თვით ადრე, წერილობით აცნობოს მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და განმახორციელებელს.

14. მოსარგებლის ქვეპროგრამიდან გასვლის შემდგომ განმეორებითი ჩართვა ხორციელდება ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გავლით.

მუხლი 5. ანგარიშგება

1. მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის მინიმუმ ერთსაათიანი ინდივიდუალური სეანსი, რომლის ღირებულება შეადგენს 21 ლარს.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს, თვეში 420 ლარისა.

3. წლიური გეგმის შესაბამისად 20 სეანსზე მეტი სეანსის ჩატარების შემთხვევაში, 20 სეანსის დაფინანსება გათვალისწინებულია აღნიშნული პროგრამით, ხოლო დამატებითი სეანსების ღირებულება შესაძლებელია ანაზღაურდეს პაციენტის მხრიდან.

4.ვაუჩერით ანაზღაურდება მომსახურება მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვის თვიდან 16 წლის ასაკის შესრულებამდე. ანაზღაურებას ექვემდებარება ასევე 16 წლის ასაკის შესრულების თვის მანძილზე მოსარგებლისათვის მიწოდებული მომსახურება.

5. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია არაუგვიანეს, შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა.

6. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, რომელსაც ამტკიცებს განმახორციელებელი და მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. განმახორციელებელი უფლებამოსილია, დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი.

8. შესრულებულ მომსახურებად უნდა ჩაითვალოს იმავე საანგარიშგებო თვეში პაციენტისათვის მიწოდებული მომსახურების მოცულობა.

9. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (მ.შ. წლიური გეგმის შესაბამისად თერაპიული სეანსების მისაღებად თვეში 20 ვიზიტი) უზრუნველყოფა ხდება სრულად ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.

მუხლი 6. შემთხვევების შემოწმება

1. შემთხვევების შემოწმება ხდება განმახორციელებლის მიერ შემთხვევის შერჩევის პრინციპით.

2. შემთხვევის შემოწმებისას ხდება მიმწოდებელთან განმახორციელებლის უფლებამოსილი პირის(შემდგომში - შემმოწმებელი) ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროებისამებრ, მშობელთან/პირის კანონიერ წარმომადგენელთან და პერსონალთან გასაუბრება.

3. შემთხვევის შერჩევითი შემოწმებისას შემმოწმებლის მიერ უნდა შედგეს შემთხვევის შემოწმების აქტი ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერს შემმოწმებელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.

4. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მიმწოდებელთან განხორციელდეს შემმოწმებლის განმეორებითი ვიზიტი.

5. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები და შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ემთხვევა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევები ანაზღაურებას არ ექვემდებარება, უკვე ანაზღაურებული შემთხვევის თანხა კი, ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

6. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებისას გამოვლინდა, რომ მიმწოდებელმა მოსარგებლეს თანხა გადაახდევინა იმ მომსახურებაში, რომელიც მთლიანად დაფარულია ქვეპროგრამით, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას, შემთხვევის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

მუხლი 7. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება

1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება:

ა) მოსარგებლის იდენტიფიცირება;

ბ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში (ანგარიშ-ფაქტურაში) მითითებული თანხის შედარება შემთხვევათა რეესტრში ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;

გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემთხვევის შერჩევითი შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად;

ე) საანგარიშგებო დოკუმენტებში 5 დღეზე მეტი ხნის შემდეგ არსებული ხარვეზების აღმოფხვრის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელმეორედ წარმოდგენის შემთხვევაში, თუ დოკუმენტების წარმოდგენა განხორციელდა მიმდინარე თვის 15 რიცხვის შემდეგ პერიოდში, აღნიშნული დოკუმენტები განიხილება, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი;

2. სრულყოფილად წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტებზე ფორმდება დოკუმენტების პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) მიმწოდებლის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) ქვეპროგრამის დასახელება;

გ) საანგარიშგებო თვე;

დ) საანგარიშგებო დოკუმენტების ჩამონათვალი შესაბამისი რაოდენობების, ნომრებისა და თარიღების მითითებით;

ე) წარმოდგენილი სამუშაოს ღირებულება, მომსახურების საერთო ღირებულების (ლარებში) მითითებით;

ვ) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;

ზ) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი.

3. ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს, მიმწოდებელთან დოკუმენტების მიღებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენა თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, იმავე სამუშაო დღეს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში, დოკუმენტბრუნვის ერთიან სისტემაში ასატვირთად.

4. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუმეტეს 22 სამუშაო დღისა.

5. საანგარიშგებო დოკუმენტაციით წარსადგენი ერთეულის პროგრამული კოდი განისაზღვრება განმახორციელებლის მიერ, რომელიც, შესაბამის საანგარიშგებო დოკუმენტაციასთან ერთად, განთავსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge;

6. გაწეული მომსახურების ანგარიშგების ფორმები და მათი შევსების ინსტრუქცია მტკიცდება განმახორციელებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და განთავსებულია/განთავსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge.

მუხლი 8. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი

1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად:

ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;

ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას;

2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც:

ა) წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა შემთხვევის შერჩევითი შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს;

ბ) პიროვნების პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემებს;

გ) თუ სრულად არ ჩატარებულა ქვეპროგრამის პირობებით გათვალისწინებით მომსახურება;

3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი (დამტკიცებული განმახორციელებლის მიერ) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მიმწოდებელს, ხოლო მეორე - რჩება განმახორციელებელთან.

4. განმახორციელებელი შესაბამისი შესრულებული სამუშაოს ინსპექტირების შემდგომ ახორციელებს ასანაზღაურებელ თანხაზე მეორადი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას.

5. ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.

შენიშვნა: მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ანგარიშგებისათვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის (პირველადი მიღება-ჩაბარების აქტის, შემთხვევათა რეესტრის, მეორადი მიღება-ჩაბარების აქტი), მიმწოდებლის რეგისტრაციისათვის განაცხადის, მიმწოდებლთა აღრიცხვაზე მყოფ პირთა თაობაზე ინფორმაციის ცხრილის ფორმა ,ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველთა მიერ შესავსები განცხადების ფორმის შემუშავება და დამტკიცება განხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ.

დანართი №1

დამატებითი პირობები

1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) ქვეპროგრამით გათვალისწინებული ყველა სერვისის განხორციელების, სულ მცირე, 6-თვიანი გამოცდილება;

ბ) შესაბამისი სერვისი მულტიდისციპლინური გუნდის - ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი და სხვა - ჩართულობით უზრუნველყოფის შესაძლებლობა;

გ) ქცევითი თერაპევტის (10 მოსარგებლეზე მინიმუმ 1) ყოლა:

გ.ა) რომელიც არის ბავშვის ქცევითი აშლილობების მართვის უნარ - ჩვევების მქონე დიპლომირებული ან სერტიფიცირებული სპეციალისტი - ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი ან სხვა, რომელსაც გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის, სულ მცირე,  ბაზისური მომზადება, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით;

გ.ბ) რომელსაც გააჩნია ქცევითი თერაპიის დამოუკიდებლად ჩატარების, სულ მცირე, 6-თვიანი გამოცდილება.

დ) აუცილებელია ჰყავდეს მინიმუმ, ერთი ქცევითი თერაპევტი (სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით), რომელსაც შეუძლია ბავშვის/მოზარდის უნარების შეფასება/გადაფასება შესაბამისი ინსტრუმენტების (მ.შ. ABLLS ან VB-MAPP) გამოყენებით, ინდივიდუალური თერაპიული პროგრამის შედგენა, აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან დამოუკიდებლად მუშაობის, სულ მცირე, 2 წლის გამოცდილება და სრულად/ნაწილობრივ გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის საერთაშორისო კურსი ან მომზადებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით;

ე) უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი მატერალურ-ტექნიკური ბაზით (თითოეული მოსარგებლისათვის ერთი-ერთზე სერვისის განსახორციელებლად.

2. მიმწოდებელი ვალდებულია ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების დასადასტურებელად განმახორციელებელს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი