„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3718-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 240120000.05.001.017791
3718-IIს
12/06/2015
ვებგვერდი, 24/06/2015
240120000.05.001.017791
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 15) 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (შემდგომ – უეფა) 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში იკრძალება უეფას ნებართვის გარეშე ნებისმიერი რეკლამა ან სხვა ქმედება (გარდა მაუწყებლის მიერ მიმოხილვითი სპორტული გადაცემების გავრცელებისა), რომელიც ხორციელდება არაუფლებამოსილი პირების მიერ უეფას რეპუტაციით სარგებლის მიღების მიზნით, აგრეთვე უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთის გასაყიდად შეთავაზება ან ნებისმიერ კომერციულ ღონისძიებაში გამოყენება.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის მიღებიდან 1 თვის ვადაში მიიღოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩასატარებლად ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივნისი 2015 წ.

N3718-IIს