„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3719-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 200020000.05.001.017790
3719-IIს
12/06/2015
ვებგვერდი, 24/06/2015
200020000.05.001.017790
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 200020000.05.001.016788) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ1) ფულადი გზავნილი − საგადახდო მომსახურება, რომლის დროსაც გადამხდელის მიერ ფულადი სახსრების გადახდის ოპერაცია გადამხდელის სახელსა და მიმღების სახელზე ანგარიშების გახსნის გარეშე ხორციელდება და ფულადი სახსრები გადაეცემა უშუალოდ მიმღებს ან მიმღების სახელით მოქმედ სხვა პროვაიდერს მიმღებისათვის გადასაცემად;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. საგადახდო სისტემის ხელმისაწვდომობა

1. ოპერატორი ვალდებულია პროვაიდერები უზრუნველყოს საგადახდო სისტემის ხელმისაწვდომობის ობიექტური, არადისკრიმინაციული და პროპორციული პირობებით.

2. არ შეიძლება ოპერატორმა პროვაიდერებს,  მომხმარებლებს ან სხვა საგადახდო სისტემებს დაუწესოს:

ა) შეზღუდვები სხვა საგადახდო სისტემებში მონაწილეობასთან დაკავშირებით;

ბ) მოთხოვნები, რომლებიც სისტემის მონაწილე ცალკეულ პროვაიდერებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს;

გ) შეზღუდვები, რომლებიც პროვაიდერებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. 

3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმებიდან გამონაკლისი.“.

3. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. პროვაიდერი უფლებამოსილია შეასრულოს ვალუტის გაცვლის ოპერაცია, თუ ეს დაკავშირებულია ელექტრონულ ფულთან ან გადახდის ოპერაციის განხორციელებასთან.“.

4. მე-18 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერს თავის მიერ დადგენილი წესით განუსაზღვროს მოთხოვნები ელექტრონული ფულის სანაცვლოდ ან სხვა საგადახდო მომსახურების გაწევისათვის მომხმარებლისაგან მიღებული ფულადი სახსრების (მომხმარებლის ფულადი სახსრების) მიმართ.

2. პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრები პროვაიდერის საკუთარი ფულადი სახსრებისაგან განცალკევებით, სხვა საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე უნდა განთავსდეს. მომხმარებლის ფულადი სახსრების მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროვაიდერის ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროვაიდერს უფლება არ აქვს, თავისი ვალდებულების უზრუნველყოფისათვის მომხმარებლის ფულადი სახსრები გამოიყენოს.“;

გ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ ფიზიკური პირის მომსახურება ფულადი გზავნილით. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, როგორც მომხმარებელს, ეკრძალება ფულადი გზავნილის მიღება ან/და გაგზავნა.“.

5. 43-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროვაიდერის მიერ მისი მომხმარებლის ფულადი სახსრებისა და ელექტრონული ფულის, აგრეთვე მის მიერ განხორციელებული ოპერაციის (მათ შორის, ოპერაციის განხორციელების მცდელობის) შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს თავად მომხმარებელს და მის სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენელს, შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეებს, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – აგრეთვე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში. სხვა პირებს ეს ინფორმაცია  მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიეწოდება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ზღუდავს პროვაიდერს, გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის საგადახდო სისტემას, ოპერატორსა და შესაბამის პროვაიდერს. საგადახდო სისტემის ფუნქციონირების შედეგად ოპერატორისათვის გადაცემული ტრანსფერორდერით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ შესაბამის მონაწილეს ან მის სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენელს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში შეიძლება მიეწოდოს იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიეწოდება.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის  1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივნისი 2015 წ.

N3719-IIს