„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3712-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 140030000.05.001.017786
3712-IIს
12/06/2015
ვებგვერდი, 24/06/2015
140030000.05.001.017786
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ბავშვთა მაწანწალობის, უმეთვალყურეობის თავიდან აცილების, არასრულწლოვანთა დამნაშავეობის აღკვეთის პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა და თავის საქმიანობაში არასრულწლოვანთა განსაკუთრებული თავისებურებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება;“.

2. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პოლიცია პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელებისას ითვალისწინებს არასრულწლოვანთა განსაკუთრებულ თავისებურებებსა და საუკეთესო ინტერესებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივნისი 2015 წ.

N3712-IIს