„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3691-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 045014000.05.001.017777
3691-IIს
12/06/2015
ვებგვერდი, 15/06/2015
045014000.05.001.017777
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადგილობრივი მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ლიცენზიით/ავტორიზაციით განსაზღვრული მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის;“;

ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) მაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;“;

გ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ და „ტ2“ ქვეპუნქტები:

„ტ1) რადიომაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოპროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მსმენელებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია;

2)ტელემაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია;“;

დ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) საეთერო მაუწყებლობა – საქართველოში ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის მიერ სიხშირის გამოყენებით მაუწყებლობა;“;

ე) „ჰ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) „ჰ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ4) სამაუწყებლო კონცეფცია – ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მაუწყებლობის მოდელს და შეიცავს პროგრამული მიმართულებების მოკლე აღწერილობას;“;

ზ) „ჰ8“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ8) სპეციალიზებული მაუწყებლობა – ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობა;“;

თ) „ჰ16“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ16) ავტორიზაცია − კომისიის მიერ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით რეგისტრაცია;“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. რადიოსამაუწყებლო სიხშირეთა გეგმა და რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები

კომისია „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად, 2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს რადიოსამაუწყებლო სიხშირეთა გეგმას ლიცენზიის მაძიებლებისათვის, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე – რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს.“.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი;“.

4. მე-14 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შესახებ.“.

5. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელემაუწყებლობა და რადიოსიხშირეები

1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ასაგებად კომისიის მიერ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ მინიჭებული რადიოსიხშირეები გამოიყენება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების გადასაცემად.

2. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია საკუთარი სატელევიზიო არხების გავრცელებისთვის სრულად გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი.

3. საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიომაუწყებლობას რადიოსიხშირეების გამოყენებით ახორციელებს 3 რადიოარხზე.“.

6. 352 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 352. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ტელერადიომაუწყებლობა

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო რადიომაუწყებლობას ახორციელებს 1 რადიოარხზე.

2. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ტელემაუწყებლობას ახორციელებს ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის გამოყენებით.“.

7. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცენზია გაიცემა მხოლოდ რადიომაუწყებლობისათვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხორციელდება სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით.“.

8. 37-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი (ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის გარდა) აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს, ერთი მხრივ, სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის/ორგანოს მიერ დაფუძნებული მაუწყებლისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის უფლების მინიჭებას და, მეორე მხრივ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის/ორგანოს მიერ დაფუძნებული მაუწყებლისათვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ მაუწყებლობის უფლების მინიჭებას.“.

9. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 38. მაუწყებლობის სახეები და სახეობები

1. მაუწყებლობა ხორციელდება ავტორიზაციის ან ლიცენზიის საფუძველზე.

2.მაუწყებლობის სახეებია ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა. ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე. საეთერო რადიომაუწყებლობა ხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე.

3. მაუწყებლობის სახეობებია სათემო მაუწყებლობა და კერძო მაუწყებლობა.

4. კერძო მაუწყებლობის ქვესახეობებია საერთო მაუწყებლობა და სპეციალიზებული მაუწყებლობა. კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის ლიცენზირებისას/ ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები.

5. გეოგრაფიული არეალის მიხედვით მაუწყებლობა არის ეროვნული ან ადგილობრივი.

 6. სამაუწყებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის მიხედვით მაუწყებლობა შეიძლება იყოს ფასიანი ან უფასო.

7. მაუწყებლობისათვის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება:

ა) მაუწყებლობის ენა/ენები;

ბ) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;

გ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია;

დ) მაუწყებლობის დაწყების ვადა;

ე) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა.

8. სიხშირული სპექტრის გამოყენებით რადიომაუწყებლობის ტრანზიტი დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული რადიომაუწყებლის რადიომაუწყებლობის უცვლელი სახით გადასაცემად თავისუფალი საეთერო დროის განმავლობაში, როდესაც რადიომაუწყებლობის ტრანზიტის უზრუნველმყოფი პირი საკუთარ მაუწყებლობას არ ახორციელებს.

9. ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

10. ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.“.

10. მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს რადიოსიგნალის ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.

3.ეროვნული რადიომაუწყებლობისა და ადგილობრივი რადიომაუწყებლობისათვის ლიცენზია ცალ-ცალკე გაიცემა.“.

11. 401 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საერთო საეთერო ან/და თანამგზავრულ მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე ავტორიზებულ საერთო საეთერო მაუწყებელს,  რომლის მაუწყებლობა საეთერო მაუწყებლობის განხორციელების შედეგად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თანამგზავრული მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება წარმოეშობა, თუ მაუწყებელი ასევე ავტორიზებულია თანამგზავრულ მაუწყებლობაზე და ღია თანამგზავრულ მაუწყებლობას ახორციელებს.“.

12. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. ლიცენზიის გაცემის წესი

1. ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან მეტს ფლობენ;

გ) ლიცენზიის სახე, სახეობა და ქვესახეობა, რომლის მიღებასაც ლიცენზიის მაძიებელი მოითხოვს;

დ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;

ე) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.

2. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;

ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

გ) შესაბამისობის დეკლარაცია;

 დ) ფიზიკური პირისათვის – ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია;

ე) იურიდიული პირისათვის – ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია;

ვ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა;

ზ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

თ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების შესახებ;

ი) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებსა და ამ კანონით განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს;

კ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს კომისიისათვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი დარჩენილ თანხას გადაიხდის კომისიის მიერ დადგენილი წესით.

3. ლიცენზიას გასცემს მხოლოდ კომისია. სხვა ლიცენზიებისა და ნებართვების დაწესება და მოთხოვნა აკრძალულია (ერთი გაჩერების პრინციპი).

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია ლიცენზიის მიღების შემთხვევაში სალიცენზიო პირობებად განისაზღვრება.“.

13. 42-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სალიცენზიო განცხადებას/ავტორიზაციის მსურველის განცხადებას, თუ იგი წარადგინა ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა პირმა/ორგანომ;“.

14. 43-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლიცენზიის გასაცემად კონკურსის ჩატარების წესი“;

ბ) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გასაცემი ლიცენზიის სახე, სახეობა და ქვესახეობა;“;

გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემისას კომისია მხედველობაში იღებს:

ა) რამდენად შეესაბამება შემოთავაზებული მომსახურება თემის მიმდინარე და სამომავლო ინტერესებს და ლიცენზიის მაძიებლის შესაძლებლობებს;

ბ) თემის სახესა და მრავალფეროვნებას;

გ) ლიცენზიის მაძიებლის სავარაუდო სამოქმედო ზონაში მოქმედ მაუწყებელთა მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს.“.

15. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. ამ შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით უნდა გაიცეს ახალი ლიცენზია.“.

16. 451 მუხლის:

ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სათემო ან კერძო მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.

2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან მეტს ფლობენ;

გ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახე, სახეობა და ქვესახეობა, რომლის ავტორიზაციასაც ავტორიზაციის მსურველი ითხოვს;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია;

ზ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;

თ) განსახორციელებელი საქმიანობის მოკლე აღწერილობა;

ი) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.

3. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;

ბ) შესაბამისობის დეკლარაცია;

გ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

დ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

ე) ფიზიკური პირისათვის – ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია;

ვ) იურიდიული პირისათვის – ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია:

ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით;

ბ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;

გ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.“;

გ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111–115 პუნქტები:

„111. ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე.

112. ავტორიზაცია შეჩერდება:

ა) ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით;

ბ) მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის  წარდგენამდე;

გ) დარღვევის აღმოფხვრამდე.

113. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით, მოტივისა და საფუძვლის მითითებით ეცნობება მაუწყებელს.

114. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაცია განახლდება კომისიის მიერ მაუწყებლის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია მაუწყებელს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს ავტორიზაციის განახლების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

115. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაცია განახლდება მაუწყებლის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან.“;

დ) მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისათვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ.

13. ავტორიზაცია გაუქმდება:

ა) ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე ყველა კანონისმიერი ვალდებულება უნდა ჰქონდეს შესრულებული;

ბ) ავტორიზებული პირის გარდაცვალებისას ან ლიკვიდაციისას.“.

17. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 46. სათემო მაუწყებლობის მიზანი

1. სათემო მაუწყებლობა უნდა:

ა) ემსახურებოდეს თემის ინტერესებს;

ბ) უზრუნველყოფდეს მაუწყებლობის პროცესში იმ საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობას, რომელსაც იგი ემსახურება;

გ) უზრუნველყოფდეს შესაბამისი მომსახურების ზონაში მცხოვრები უმცირესობების მოსაზრებების გაშუქებას.

2. სათემო რადიომაუწყებლობისათვის სიხშირულ სპექტრს ანაწილებს კომისია.“.

18. 47-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

19. 56-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ან რეკლამა (გარდა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი პროგრამისა ან რეკლამისა) შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.“.

20. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაუშვებელია მთავარი მოვლენების ექსკლუზიური მაუწყებლობა, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის გადაცემისა. ამ შემთხვევებში მთავარი მოვლენების ექსკლუზიურ მაუწყებლობას ახორციელებს საეთერო მაუწყებელი, რომლის სამაუწყებლო ბადეც უფასოდ ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.“.  

21. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 59. ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები

  საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე საერთო მაუწყებელი ვალდებული არიან, საუკეთესო დროს განათავსონ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყონ აუდიტორიის დროული ინფორმირება მათი მომსახურების ზონაში, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.“.

22. მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 60. მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვა

 1. პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია თავის ქსელში გაატაროს ერთი პირის ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირის მფლობელობაში არსებული არაუმეტეს 5 ტელემაუწყებლისა.“.

  23. 65-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას სოციალური რეკლამის სახით მიაწოდონ ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისა და მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურების შესახებ. ინფორმაცია ზუსტი უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საარჩევნო უბნების მისამართები;

ბ) არჩევნების თარიღი;

გ) საარჩევნო საპროცედურო უფლებები და მოვალეობები.“.

24. 66-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ ეთერში ყოველ საათში არაუმეტეს 60 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად გამოყონ დრო, რომელიც ამ სუბიექტებს შორის თანაბრად განაწილდება. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

2. საერთო მაუწყებლობის განმახორციელებელი ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.“.

25. 70-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.“.

26. 71-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების უფლება.

4. გაფრთხილების, დაჯარიმების, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ლიცენზიის მოქმედების არამართლზომიერი შეჩერების/ავტორიზაციის არამართლზომიერი შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის არამართლზომიერი გაუქმების გამო. ზიანის ანაზღაურების ოდენობას ადგენს სასამართლო.“.

27. 72-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.

3. მაუწყებლის მეორედ დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ისა, მაგრამ არანაკლებ 10000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.“.

28. 75-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, აგრეთვე საეთერო მაუწყებელს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის. ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და განახლების/ავტორიზაციის შეჩერებისა და განახლების დროს შესაბამისად უნდა შეჩერდეს და განახლდეს კომისიის მიერ მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენებაც.“.

მუხლი 2

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის მიღების მომენტისათვის არსებული მაუწყებლების (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებისა) ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაცია.

2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიების მოდიფიცირება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

3. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მაუწყებლებისათვის მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გადახდილი საფასურის დაბრუნება ლიცენზიის მოქმედების ვადის დარჩენილი დროის პროპორციულად.

4. ავტორიზებულმა პირებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგინონ ამ კანონით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია.

5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მოქმედ ტელემაუწყებლებს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის:

ა) შესაბამის ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში სიგნალის მისატანად, უსასყიდლოდ, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადით;

ბ) სხვა დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, უსასყიდლოდ, 1 წლის ვადით.

6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

7. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მულტიპლექსპლატფორმასთან მაუწყებელთა დაშვებისა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ სავალდებულო ტრანზიტის განხორციელების შესახებ კანონპროექტი.

8. მულტიპლექსპლატფორმასთან მაუწყებელთა დაშვებისა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ სავალდებულო ტრანზიტის განხორციელების შესახებ კანონპროექტის მიღებამდე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნის უფლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, აგრეთვე მიენიჭოთ იმ კერძო და სათემო მაუწყებლებს, რომლებსაც 2015 წლის 17 ივნისისათვის პრაქტიკულად ექნებათ დაწყებული საერთო ღია თანამგზავრული მაუწყებლობა ან/და საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის ხელმისაწვდომი საერთო საეთერო მაუწყებლობა, – მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული ყველა პირის მიმართ, ხოლო ადგილობრივ საერთო საეთერო მაუწყებლებს აღნიშნული უფლება მიენიჭოთ შესაბამის მაუწყებლობის ზონაში არსებული მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიმართ.

9. ავტორიზებულ მაუწყებლებს, რომლებიც 2015 წლის 17 ივნისამდე ფლობდნენ კერძო საეთერო ტელემაუწყებლობის ლიცენზიებს, უფლება აქვთ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ანალოგური სამაუწყებლო სიგნალის გათიშვის თარიღამდე უსასყიდლოდ გამოიყენონ 2015 წლის 17 ივნისამდე მოქმედი თავიანთი კერძო საეთერო ტელემაუწყებლობის ლიცენზიებით განსაზღვრული სიხშირე/სიხშირეები იმავე ლიცენზიებით განსაზღვრული პირობებითა და დანიშნულებით.

10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 30-ე პუნქტის საფუძველზე 2015 წლის 17 ივნისამდე ვადაგაგრძელებულ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს მოქმედების ვადა გაუგრძელდეთ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შესაბამის მაუწყებლობის ზონაში ანალოგური სამაუწყებლო სიგნალის გათიშვის თარიღამდე.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტისა, ამოქმედდეს 2015 წლის 17 ივნისიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივნისი 2015 წ.

N3691-IIს