„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3692-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017780
3692-IIს
12/06/2015
ვებგვერდი, 15/06/2015
320110000.05.001.017780
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 320110000.05.001.017341) მე-2 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. თუ მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი არ გამოვლინდა ან/და მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს/მფლობელებს გაუუქმდა/გაუუქმდათ ლიცენზია/ლიცენზიები ან/და კომისიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად კერძო მულტიპლექსპლატფორმის/მულტიპლექსპლატფორმების ფორმირება არ დასრულებულა 2015 წლის 17 ივნისამდე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ ვალდებულია უზრუნველყოს „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მაუწყებლების სიგნალების მულტიპლექსპლატფორმაში განთავსება და ამ შემთხვევაში თავისუფალი რესურსის არსებობისას − კომისიის მიერ განსაზღვრული მოქმედი საეთერო ტელემაუწყებლების სიგნალების მულტიპლექსპლატფორმაში განთავსება კომისიის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით, მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ახალი მფლობელის გამოვლენამდე და მის მიერ შესაბამისი მულტიპლექსპლატფორმის ფორმირებამდე.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოში ანალოგური ტელემაუწყებლობა გაითიშოს ეტაპობრივად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გრაფიკით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივნისი 2015 წ.

N3692-IIს