ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

  • Word
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1037
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019208
  • Word
1037
25/05/2015
ვებგვერდი, 04/06/2015
000000000.00.003.019208
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1037

2015 წლის 25 მაისი

 ქ. თბილისი

ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:

ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 50.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ლამბალო,მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 55.21.52.623, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1167.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სოფელი გერგეტი,მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი: 74.01.12.434, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

გ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1897.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხოსპიო,მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 63.19.03.086, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

დ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 293.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფელი მამზარა,მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 65.10.13.368, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ე) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1358.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყულალისი,მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 65.10.14.151, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, უზ­რუნველყოს მის კომპეტენციაში შემავა­ლი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორ­ცი­ელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                      ირაკლი ღარიბაშვილი