„აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3610-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 470230000.05.001.017767
3610-IIს
28/05/2015
ვებგვერდი, 04/06/2015
470230000.05.001.017767
„აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №37, 30.11.2009, მუხ. 276) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1. საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ან მყოფ ნებისმიერ პირს, უცხოელს და მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, გაიარონ ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება აივ ინფექციაზე, მათ შორის, ანონიმურად და კონფიდენციალურად. 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტის აივ ინფექცია/შიდსზე დიაგნოსტიკისას გამოვლენილი დადებითი შედეგის თაობაზე მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირების წესი, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.“. 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

28 მაისი 2015 წ.

N3610-IIს