საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 700
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 04/04/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 27-30, 28/04/1995
სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.05.001.000.104
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
700
04/04/1995
პარლამენტის უწყებანი, 27-30, 28/04/1995
310.060.000.05.001.000.104
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.

კანონი ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ყველა მფლობელზე, საავტომობილო ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული საქმიანობის ყველა მონაწილეზე მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და დაქვემდებარებისა.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002 - პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997წ., გვ. 24

     მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

1. საავტომობილო ტრანსპორტი – ტრანსპორტის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს საავტომობილო ტრანსპორტირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

11. სპორტული დანიშნულების ავტომობილი − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს და გამოიყენება პროფესიონალურ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

12. კლასიკური ავტომობილი − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომლის წლოვანებაც 40 წელს აღემატება.

2. საავტომობილო გზა – მყარი საფარის მქონე მაკავშირებელი სავალი ზოლი, რკინიგზებისა და ასაფრენ-დასაჯდომი მოედნების გარდა, რომელიც ღიაა საერთო მოძრაობისათვის და უმთავრესად განკუთვნილია საკუთარი თვლებით გადაადგილებადი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის, მათ შორის, ხიდები, გვირაბები, მზიდი კონსტრუქციები, გზათა გადაკვეთები, გზაჯვარედინები და გზათა განშტოებები.

3. მოძრაობა – სატრანსპორტო საშუალების გზაზე გადაადგილება, საგზაო მოძრაობა.

4. (ამოღებულია).

5. ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად.

6. მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით.

7. ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა – საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა/ტვირთის გადაზიდვა.

8. გადამზიდველი – მეწარმე, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებას ფლობს და სათანადო ნებართვის საფუძველზე ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანას/გადაზიდვას.

81. ავტოსადგური – მგზავრთა და გადამზიდველთა მომსახურების მიზნით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოწყობილი ადგილი, სადაც შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდეს საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან, საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან, ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული სათანადო მომსახურება.

82. ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება. 

83. ავტოსადგურის სიმძლავრე − დროის ერთეულში ავტოსადგურიდან და ავტოსადგურამდე შესასრულებელი რეისების შესაძლო მაქსიმალური საერთო რაოდენობა. 

84. M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება. 

85. მინივენი − M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 5-ს აღემატება. 

86. M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, ხოლო სრული მასა − 5 ტონას.

9. (ამოღებულია).

10. (ამოღებულია).

11. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით მგზავრთა გადაყვანა; რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით; შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით მგზავრთა გადაყვანა, რომელიც დაიწყო და დამთავრდა ერთი და იმავე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საგზაო ინფრასტრუქტურის თავისებურების ან/და რელიეფის გამო სხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთით.

11 1. მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანა – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა.

112. ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – საქართველოს ტერიტორიაზე რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა. 

113. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა − საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა.

12. (ამოღებულია).

13. (ამოღებულია).

14. (ამოღებულია).

15. (ამოღებულია).

16. (ამოღებულია).

17. ნებართვა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით, კანონით დადგენილი პირობების დაცვით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა.

171. ავტორიზაციის ბლანკი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით შედგენილი და პარტნიორი ქვეყნის სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის გადაცემული დოკუმენტი, რომელსაც ეს ორგანო დადგენილი წესით გადასცემს იმავე ქვეყანაში რეგისტრირებულ გადამზიდველს და რომელიც ამ გადამზიდველს საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი სატრანსპორტო ოპერაციის (ოპერაციების) განხორციელების ან/და საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტულად მოძრაობის უფლებას ანიჭებს. 

172. კვოტა – სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ან საქართველოსა და პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმებით დადგენილი, განსაზღვრული პირობების დაცვით განსახორციელებელი ავტოსატრანსპორტო გადაყვანის/გადაზიდვის (ორმხრივი, ტრანზიტული, მესამე ქვეყანაში ან/და მესამე ქვეყნიდან) შეზღუდული რაოდენობა.

18. რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – ავტობუსით ან/და მინივენით მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად. რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ყოველი ასეთი მოთხოვნა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს.

19. საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა – სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებული სამგზავრო გადაყვანა (ჩასხდომა და გადმოსხდომა) ან სატვირთო გადაზიდვა (დატვირთვა და გადმოტვირთვა), მათ შორის, ტრანზიტი, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გავლით.

20. სახიფათო ტვირთი − ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც საერთაშორისო ნორმებით, საშიშროების ტიპის მიხედვით 9 კლასადაა კლასიფიცირებული და რომელთა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით.

21. (ამოღებულია 30.11.2023, №3795).

22. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო ) – „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სააგენტო .

23. (ამოღებულია 30.11.2023, №3795).

24. ტიპის დამტკიცება − პროცედურა, რომლითაც სათანადო უფლებამოსილების მქონე ორგანო შესაბამისი შემოწმების საფუძველზე ადგენს, რომ სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის, ცალკეული ტექნიკური ერთეულების ტიპი/ტიპები შეესაბამება „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობების და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ“ გაეროს 1958 წლის შეთანხმებას.

25. მოწყობილობა, ნაწილი, სისტემა, კომპონენტი, ცალკეული ტექნიკური ერთეულები − ნებისმიერი მოწყობილობა, ნაწილი, სისტემა, კომპონენტი, ცალკეული ტექნიკური ერთეულები, რომლის/რომელთა მახასიათებლები გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვაზე, ენერგიის მოხმარებასა და ქურდობისგან დაცვის ტექნოლოგიის გამართულ მოქმედებაზე.

26. პარტნიორი ქვეყანა − ქვეყანა, რომელთანაც საქართველო შეთანხმების საფუძველზე ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანას/გადაზიდვას. 

27. მდგრადი მობილობა − საავტომობილო ტრანსპორტის სისტემის დაგეგმვისა და მართვის პრინციპი/მეთოდი, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა, რომელიც გარემოზე მცირე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ან არ ახდენს უარყოფით ზემოქმედებას.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №002 - პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997წ., გვ.24
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №426 - სსმ I, №27, 17.07.2000წ., მუხ.79
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.123
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ.98
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5643 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.423
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4689 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1970 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5508 - ვებგვერდი, 29.06.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2263 – ვებგვერდი, 24.05.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5076 – ვებგვერდი, 07.10.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6290 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6875 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 20 ოქტომბრის კანონი №1948 – ვებგვერდი, 28.10.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2881 – ვებგვერდი, 23.05.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

    მუხლი 2. კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის დარგში

კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის დარგში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონის და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002 - პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997წ., გვ.24
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.123
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ.98

    მუხლი 3. საავტომობილო ტრანსპორტი და მისი ამოცანები

1. საავტომობილო ტრანსპორტი არის საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ნაწილი და მისი მიზანია დააკმაყოფილოს მოსახლეობის და ეროვნული მეურნეობის მოთხოვნილებანი გადაყვანა-გადაზიდვებისა და სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებულ ყველა სახის მომსახურებაზე.

2. საავტომობილო ტრანსპორტის ძირითადი ამოცანებია:

ა) გადაიყვანოს მგზავრები, გადაზიდოს ტვირთი;

ბ) გაუწიოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სატრანსპორტო-საექსპედიციო და სხვა სახეობის მომსახურება;

გ) უზრუნველყოს გადაზიდვის პროცესში ტვირთის დაცვა;

დ) ავტოსატრანსპორტო გადაყვანისას/გადაზიდვისას ორიენტირებული იყოს მდგრადი მობილობის პრინციპზე.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002 - პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997წ., გვ.24

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

    მუხლი 4. საავტომობილო ტრანსპორტის მართვა

1. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

     11. (ამოღებულია).

2. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სააგენტოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა.

4. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებასა და მართვას ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი, ხოლო საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ორგანიზებასა და მართვას − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002 - პარლამენტის უწყებანი №45, 21. 11. 1997წ., გვ.24 
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №426 - სსმ I, №27, 17.07.2000წ., მუხ.79
საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1022 - სსმ I, №24, 01.08.2001წ., მუხ.98
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.123
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3679 - სსმ I, №44, 27.11.2006წ., მუხ.302
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ.98
საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №849 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.274
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2266 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.335
საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3745 - სსმ I, №62, 05.11.2010წ., მუხ.385
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4689 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2263 – ვებგვერდი, 24.05.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6290 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.

საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7063 – ვებგვერდი, 29.07.2020წ.

მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002 - პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997წ., გვ.24
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2068 - სსმ I, №24(31), 26.06.1999წ., მუხ.108
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267

     მუხლი 51. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სახეები

1. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ნებართვის გაცემას ექვემდებარება საქმიანობის შემდეგი სახეები:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

ბ) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა;

გ) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა;

დ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა;

ე) საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა (დადგენილი კვოტის ზევით).

2. დაუშვებელია ნებართვის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ნებართვების შეზღუდული რაოდენობის მოტივით, გარდა შემდეგი ნებართვებისა:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისა;

ბ) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვისა.

3. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გადამზიდველს უფლებას აძლევს, განახორციელოს საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა.

4. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა გადამზიდველს უფლებას აძლევს, დადგენილი წესით განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა.

5. საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა (დადგენილი კვოტის ზევით) უცხო ქვეყნის გადამზიდველს უფლებას აძლევს, ერთჯერადად განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლებით.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.123
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ.98
საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3737 - სსმ I, №56, 20.10.2010წ., მუხ.361
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2263 – ვებგვერდი, 24.05.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6290 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 29 დეკემბრის კანონი №1267 – ვებგვერდი, 06.01.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

      მუხლი 52. ნებართვების გამცემი ორგანოები

1. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს სააგენტო ნებართვის მაძიებლის მიერ მისთვის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგაც შესაბამისი მონაცემები შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვებს გასცემს სააგენტო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, ხოლო რუსთავი-თბილისის მარშრუტზე − ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

21. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. ნებართვის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, კო ნტროლისა და გაუქმების წესი დგინდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.123
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ.98
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5643 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.423
საქართველოს 2010 წლის 15ოქტომბრის კანონი №3737 - სსმ I, №56, 20.10.2010წ., მუხ.361
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4689 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1970 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2263 – ვებგვერდი, 24.05.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6290 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.

საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7063 – ვებგვერდი, 29.07.2020წ.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

     მუხლი 53. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის/საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელების წესი, შესაბამისი ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და სანებართვო პირობები

1. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვების მისაღებად საჭირო დოკუმენტები და სანებართვო პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ყოველი ასეთი დოკუმენტის მოთხოვნა და სანებართვო პირობა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის/საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს.

2. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის განხორციელების წესი, მათ შორის, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ცალკეულ მარშრუტებზე მხოლოდ M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენების წესი, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ეს წესი უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.123
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4200 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.11
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4122 - სსმ I,№76, 29.12.2010წ., მუხ.507
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1914 - ვებგვერდი, 28.12.2017წ.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

    მუხლი 5 4 . (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267

    მუხლი 5 5 . (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267

     მუხლი 56. ნებართვის მოქმედების ვადა

1. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვები გაიცემა არანაკლებ 1 წლის ვადით. ამ ნებართვების მოქმედების ვადებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.

2. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვები გაიცემა არანაკლებ 1 წლის ვადით. ამ ნებართვების მოქმედების ვადებს ადგენს საქართველოს მთავრობა.

3. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე გაიცემა ერთჯერადი ნებართვა მისი ერთჯერადი გამოყენების მიზნით.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.235
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №385 - სსმ I, №23, 24.08.2004წ., მუხ.117
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.123
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4057 - სსმ I,№74, 24.12.2010წ., მუხ.452
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2263 – ვებგვერდი, 24.05.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6875 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

     მუხლი 57. საქმიანობის შემოწმება

1. ამ კანონით განსაზღვრული სანებართვო საქმიანობის ნებართვის გარეშე განხორციელება დაუშვებელია. ამ მოთხოვნის დაცვას ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვების შემთხვევაში აკონტროლებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო, ხოლო იმავე პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვების შემთხვევაში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი და სააგენტო, თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. საბაჟო კონტროლის ზონებში ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის შემთხვევაში სანებართვო მოწმობისა და მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობას აკონტროლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267
საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2541 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

    [მუხლი 58. ნებართვის გაუქმება

ნებართვა უქმდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

      მუხლი 59. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი და საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის გაცვლილი სანებართვო დოკუმენტები

1. საერთაშორისო ორგანიზაციების (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია (ECMT), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი (TRACECA) და სხვა ორგანიზაცია საავტომობილო სფეროში, რომლის წევრიც არის საქართველო) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ან/და პარტნიორი ქვეყნის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული, ავტოსატრანსპორტო გადაყვანის/გადაზიდვის განსახორციელებლად განკუთვნილი სანებართვო დოკუმენტის ბლანკი, რომელსაც სააგენტო გადამზიდველზე დადგენილი წესით გასცემს, გადამზიდველს უფლებას აძლევს, საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა შესაბამისი პირობების დაცვით განახორციელოს პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სანებართვო დოკუმენტს სააგენტო გასცემს მხოლოდ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ან/და საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელ გადამზიდველზე.

2. საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად განკუთვნილ სანებართვო დოკუმენტის ბლანკს ან/და ავტორიზაციის ბლანკს საქართველო და პარტნიორი ქვეყნები ერთმანეთს შევსებული სახით აწვდიან.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტის გაცემისა და მის გაცემაზე უარის თქმის წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით. ეს წესი და ყოველი ასეთი პირობა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი ავტოსატრანსპორტო გადაყვანის/გადაზიდვის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმა შეიძლება გასაცემი დოკუმენტების შეზღუდული რაოდენობის გამო.

4. საერთაშორისო ორგანიზაციების (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია (ECMT), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი (TRACECA) და სხვა ორგანიზაცია, რომლის წევრიც არის საქართველო) მიერ პარტნიორი ქვეყნისთვის გამოყოფილი ან/და საქართველოს მიერ პარტნიორი ქვეყნისთვის გადაცემული, ავტოსატრანსპორტო გადაყვანის/გადაზიდვის განსახორციელებლად განკუთვნილი სანებართვო დოკუმენტის ბლანკი ან/და ავტორიზაციის ბლანკი, რომელსაც პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო იმავე ქვეყნის გადამზიდველზე დადგენილი წესით გასცემს, გადამზიდველს უფლებას აძლევს, საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა შესაბამისი პირობების დაცვით განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მოქმედების ვადა, ამ დოკუმენტის შევსების, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების პირობები განისაზღვრება შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ან/და პარტნიორ ქვეყანასთან შეთანხმებით. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტის შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით. ეს წესი უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი ავტოსატრანსპორტო გადაყვანის/გადაზიდვის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს.

6. საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო გადაყვანისას/გადაზიდვისას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო დოკუმენტისა და მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობას ამოწმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. საბაჟო კონტროლის ზონებში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო დოკუმენტისა და მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობას აკონტროლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

    მუხლი 6. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობა

1. საავტომობილო ტრანსპორტთან დაკავშირებული საქმიანობით დაკავებულ პირებს უფლება აქვთ განახორციელონ საგარეო ეკონომიკური საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტო მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვას საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლაში არეგულირებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997წ., გვ.24
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.123
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ.98
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

     მუხლი 61. ავტოსადგური

1. საერთაშორისო და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ავტოსადგურებს შორის უნდა განხორციელდეს.

2. მგზავრებისა და გადამზიდველების მომსახურების მიხედვით ავტოსადგურები იყოფა პირველი კლასის, მე-2 კლასისა და მე-3 კლასის ავტოსადგურებად. ამასთანავე:

ა) პირველი კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

ბ) მე-2 კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა. მე-2 კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის დასახლებაში (ქალაქი, სოფელი, დაბა):

ბ.ა) პირველი კლასის ავტოსადგური არ ფუნქციონირებს;

ბ.ბ) არსებული სხვა, პირველი კლასის ავტოსადგურის სიმძლავრე სათანადო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, რაზედაც მე-2 კლასის ავტოსადგურს აქვს სააგენტოს შესაბამისი დასტური;

გ) მე-3 კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა. მე-3 კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის დასახლებაში (ქალაქი, სოფელი, დაბა):

გ.ა) პირველი კლასის ავტოსადგური ან/და მე-2 კლასის ავტოსადგური არ ფუნქციონირებს;

გ.ბ) არსებული სხვა, პირველი კლასის ავტოსადგურისა და მე-2 კლასის ავტოსადგურის სიმძლავრე სათანადო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, რაზედაც მე-3 კლასის ავტოსადგურს აქვს სააგენტოს შესაბამისი დასტური.

3. სამივე კლასის ავტოსადგური შეიძლება მოემსახუროს ტრანზიტულ რეისს.

4. ავტოსადგურებს შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მოეწყოს ავტობუსების შუალედური გაჩერების პუნქტები.

5. სამივე კლასის ავტოსადგურისა და ავტობუსების შუალედური გაჩერების პუნქტების ფუნქციონირების წესი და პირობები, აგრეთვე მათთვის წაყენებული კონკრეტული მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ეს წესი და ყოველი ასეთი პირობა და მოთხოვნა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი ავტოსადგურის/სამგზავრო გადაყვანის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს.

6. ავტოსადგურის ადმინისტრაციას უფლება აქვს, გადამზიდველს მომსახურების საფასური დაუწესოს. გადამზიდველების მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველსაყოფად მომსახურების საფასური ავტოსადგურიდან გასული თითოეული რეისისთვის არ უნდა აღემატებოდეს ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხის 20 პროცენტს. აღნიშნული არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველსაყოფად დისკრიმინაციის შესაძლო ფორმებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

7. იმ დასახლებების ჩამონათვალი, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა, განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ სათანადო დასახლებაში ავტოსადგურის არარსებობის შემთხვევაში.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

      მუხლი 62. ავტოსადგურის სერტიფიცირება

1. ავტოსადგური ექვემდებარება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებას.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სერტიფიცირებული ავტოსადგური სააგენტოს მიერ მისთვის მინიჭებული კლასის მიხედვით რეგისტრირდება სააგენტოს სათანადო რეესტრში.

3. ავტოსადგურის სერტიფიცირების წესი, ვადა და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ეს წესი და ვადა და ყოველი ასეთი პირობა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი ავტოსადგურის/სამგზავრო გადაყვანის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

    მუხლი 7. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997წ., გვ.24
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267

    მუხლი 8. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული მოთხოვნები

1. სატრანსპორტო საშუალებანი, რომლებიც დადგენილი წესით არ არიან რეგისტრირებული, საექსპლუატაციოდ არ დაიშვება.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სანებართვო პირობებს, ისე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და მოთხოვნებს.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997წ., გვ.24
საქართველოს 1997 წლის 11 დეკემბრის კანონი №1151- პარლამენტის უწყებანი №47-48, 31.12.1997წ., გვ.161
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.235
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267

მუხლი 81. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.123
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3679 - სსმ I, №44, 27.11.2006წ., მუხ.302

    მუხლი 82. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.123
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3679 - სსმ I, №44, 27.11.2006წ., მუხ.302

     მუხლი 83. სპორტული დანიშნულების ავტომობილი 

ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესი და კრიტერიუმები, რომლებსაც იგი უნდა აკმაყოფილებდეს, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5076 – ვებგვერდი, 07.10.2019წ.

     მუხლი 84. სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა საწყისი კვალიფიკაცია და პერიოდული გადამზადება

1. სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საჭირო სწავლებასა და პერიოდულ გადამზადებას ახორციელებენ საწყისი კვალიფიკაციისა და პერიოდული გადამზადების სასწავლო ცენტრი (შემდგომ − სასწავლო ცენტრი) და სააგენტო.

2. სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირებს საწყის კვალიფიკაციას ანიჭებს სააგენტო.  

3. პირს სასწავლო ცენტრის სტატუსს ანიჭებს სააგენტო.

4. პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.

5. სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და  საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა საწყისი კვალიფიკაციის (მათ შორის, ციფრული ტაქოგრაფის ბარათის აღებისთვის საჭირო კვალიფიკაციის) და პერიოდული გადამზადების სასწავლო პროგრამებს (მათ შორის, იმ პირთა წრეს, რომლებზედაც ვრცელდება ეს პროგრამები), აგრეთვე ტესტირების ჩატარებისა და პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატისა და ბარათის/მოწმობის ფორმებსა და გაცემის წესებს განსაზღვრავს სააგენტო. აღნიშნული პროგრამებითა და წესებით ხელმძღვანელობს ამ კანონის შესაბამისად შექმნილი სასწავლო ცენტრი.

საქართველოს 2022 წლის 7 ივნისის კანონი №1616 – ვებგვერდი, 21.06.2022წ.

     მუხლი 85. ტიპის დამტკიცება

1. სააგენტო არის ტიპის დამტკიცების უფლებამოსილების მქონე ორგანო.

2. ტიპის დამტკიცების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა შესაბამისი ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2022 წლის 20 ოქტომბრის კანონი №1948 – ვებგვერდი, 28.10.2022წ.

     მუხლი 86. კლასიკური ავტომობილი

ავტომობილის კლასიკურ ავტომობილად მიჩნევის წესი და კრიტერიუმები, რომლებსაც იგი უნდა აკმაყოფილებდეს, აგრეთვე მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2881 – ვებგვერდი, 23.05.2023წ.

     მუხლი 87. საკონტროლო შესყიდვა

1. სააგენტოს უფლება აქვს, განახორციელოს საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურების საკონტროლო შესყიდვის პროცედურა.

2. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურების საკონტროლო შესყიდვის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენა.

3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურების საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას შეიძლება გამოვიდეს, როგორც ფსევდომომხმარებელი.

4. სააგენტოს უფლება აქვს, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურების საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას მოსამართლის ბრძანების გარეშე გამოიყენოს ამ პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებები.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

    მუხლი 9. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება ეძლევა პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

2. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნები და მისი შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997წ., გვ.24
საქართველოს 1997 წლის 11 დეკემბრის კანონი №1151- პარლამენტის უწყებანი №47-48, 31.12.1997წ., გვ.161
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ.98
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3362 - სსმ I, №39, 19.07.2010წ., მუხ.239
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3069 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

მუხლი 91. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა

     საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1544 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.127

    მუხლი 10. მოძრაობის უსაფრთხოება და რეგულირება

1. გადამზიდველები, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები და მძღოლები ვალდებული არიან საავტომობილო გზებზე მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის დროს უზრუნველყონ მოძრაობის უსაფრთხოება თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის (მათ შორის, სახიფათო, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი), ზენორმატიული (მძიმეწონიანი), მალფუჭებადი და სხვა ტვირთის) გადაზიდვის პირობები და განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997წ., გვ.24
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.123
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ.98

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

    მუხლი 11. მუშაობის ორგანიზაცია საგანგებო ვითარებაში

საგანგებო ვითარების (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი და სხვა) შემთხვევაში საავტომობილო ტრანსპორტის ყველა საწარმო და ორგანიზაცია გადადის გაძლიერებულ მზადყოფნის მდგომარეობაში დაზიანების ზონიდან მოსახლეობის გამოსაყვანად და მატერიალურ ფასეულობათა გამოსაზიდად, რისთვისაც სახელმწიფო უფლებამოსილია გამოიყვანოს ყველა სახეობის ავტომობილი, მათი კუთვნილების მიუხედავად, ხარჯების შემდგომი ანაზღაურებით.

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997წ., გვ.24
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №426 - სსმ I, №27, 17.07.2000წ., მუხ.79
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ. 123
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10. 04. 2007წ., მუხ. 98

     მუხლი 13. გარდამავალი დებულება

   საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, დამოუკიდებელმა ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ – საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისობაში მოიყვანოს თავისი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა ამ კანონთან.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ. 267

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1995 წლის 4 აპრილი

700-IIს

40. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3795-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 39. 16/05/2023 - საქართველოს კანონი - 2881-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/05/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 38. 20/10/2022 - საქართველოს კანონი - 1948-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 28/10/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 37. 07/06/2022 - საქართველოს კანონი - 1616-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 21/06/2022 36. 29/12/2021 - საქართველოს კანონი - 1267-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 06/01/2022 35. 17/07/2020 - საქართველოს კანონი - 7063-რს - ვებგვერდი, 29/07/2020 34. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6875-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 33. 12/06/2020 - საქართველოს კანონი - 6290-IIს - ვებგვერდი, 19/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 32. 02/10/2019 - საქართველოს კანონი - 5076-Iს - ვებგვერდი, 07/10/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3069-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 30. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2263-IIს - ვებგვერდი, 24/05/2018 29. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1914-რს - ვებგვერდი, 28/12/2017 28. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5508-IIს - ვებგვერდი, 29/06/2016 27. 26/07/2014 - საქართველოს კანონი - 2541-რს - ვებგვერდი, 06/08/2014 26. 05/02/2014 - საქართველოს კანონი - 1970-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 17/05/2011 - საქართველოს კანონი - 4689-Iს - ვებგვერდი, 110601020, 01/06/2011 24. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4215-Iს - ვებგვერდი, 110310018, 10/03/2011 23. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4122-რს - სსმ, 76, 29/12/2010 22. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4057-რს - სსმ, 74, 24/12/2010 21. 26/10/2010 - საქართველოს კანონი - 3745-IIს - სსმ, 62, 05/11/2010 20. 15/10/2010 - საქართველოს კანონი - 3737-IIს - სსმ, 56, 20/10/2010 19. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3362 - სსმ, 39, 19/07/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2266 - სსმ, 45, 21/12/2009 17. 17/07/2009 - საქართველოს კანონი - 1544 - სსმ, 21, 03/08/2009 16. 23/12/2008 - საქართველოს კანონი - 849 - სსმ, 40, 29/12/2008 15. 18/12/2007 - საქართველოს კანონი - 5643 - სსმ, 48, 27/12/2007 14. 30/03/2007 - საქართველოს კანონი - 4594 - სსმ, 11, 10/04/2007 13. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4200 - სსმ, 1, 03/01/2007 12. 10/11/2006 - საქართველოს კანონი - 3679 - სსმ, 44, 27/11/2006 11. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3178 - სსმ, 17, 30/05/2006 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 24/06/2005 - საქართველოს კანონი - 1778 - სსმ, 40, 18/07/2005 9. 13/08/2004 - საქართველოს კანონი - 385 - სსმ, 23, 24/08/2004 8. 05/12/2003 - საქართველოს კანონი - 3141 - სსმ, 32, 22/12/2003 7. 20/07/2001 - საქართველოს კანონი - 1022 - სსმ, 24, 01/08/2001 6. 28/06/2000 - საქართველოს კანონი - 426 - სსმ, 27, 17/07/2000 5. 11/05/2000 - საქართველოს კანონი - 295 - სსმ, 17, 12/05/2000 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 09/06/1999 - საქართველოს კანონი - 2068 - სსმ, 24(31), 26/06/1999 2. 11/12/1997 - საქართველოს კანონი - 1151 - პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997 1. 28/10/1997 - საქართველოს კანონი - 1002 - პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997