სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 21/05/2015
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2015
ძალაში შესვლის თარიღი 22/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 040170120.57.069.016059
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5
21/05/2015
ვებგვერდი, 21/05/2015
040170120.57.069.016059
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/05/2015 - 29/10/2015)

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №5

2015 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

 

 

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) „სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესი“;

ბ) მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადი (დანართი).

2. ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 22 მაისიდან.



სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე



სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მოქმედების სფერო

„სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების მონაწილეთა რეგისტრაციის, მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების რეგისტრაციის (დამატების), რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემებში ცვლილებების შეტანის, რეგისტრირებული მომხმარებლის დეაქტივაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა) – სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge,რომელიც უზრუნველყოფს ღია, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე ნებისმიერი პირისათვის;

ბ) სისტემაში რეგისტრაცია – შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების მიზნით სისტემაში რეგისტრაცია, რაც გულისხმობს მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის შევსებას, სისტემის გამოყენების პირობებზე დათანხმებას, მომხმარებლის სახელის, ასევე აქტივაციის ბმულის მიღებასა და გამოყენებას;

გ) შემსყიდველი ორგანიზაცია – კანონით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც, ამ წესის შესაბამისად, რეგისტრირდება სისტემაში;

დ) პრეტენდენტი შემსყიდველობაზე – სტატუსი, რომელიც შემსყიდველ ორგანიზაციას ენიჭება სისტემის მეშვეობით, ამ წესის შესაბამისად, მისი სააგენტოს მიერ სისტემაში „შემსყიდველად“ რეგისტრაციამდე. ამ სტატუსის მქონე შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება არ აქვს, გამოაცხადოს ელექტრონული შესყიდვა, სისტემის ePLAN მოდულში დაარეგისტრიროს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა და სისტემის CMR მოდულში დაარეგისტრიროს შესაბამისი ხელშეკრულება;

ე) მიმწოდებელი – კანონით განსაზღვრული შესყიდვების მონაწილეობის მსურველი, პრეტენდენტი ან მიმწოდებელი, რომელიც, ამ წესის შესაბამისად, რეგისტრირდება სისტემაში;

ვ) რეგისტრირებული მომხმარებელი – შემსყიდველი ორგანიზაცია ან მიმწოდებელი, რომელიც, ამ წესის შესაბამისად, დარეგისტრირდა სისტემაში;

ზ) უფლებამოსილი წარმომადგენელი – ამ წესის შესაბამისად, რეგისტრირებული მომხმარებლის სახელით სისტემაში დარეგისტრირებული (დამატებული) და მოქმედი ფიზიკური პირი;

თ) რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი (შემდგომში – მომხმარებლის პროფილი) – სისტემაში არსებული რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი, რომელშიც აისახება მონაცემები რეგისტრირებული მომხმარებლისა და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლების შესახებ;

ი) სტუმარი – პირი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, სისტემაში რეგისტრაციის გარეშე, გაეცნოს სისტემაში არსებულ ინფორმაციას რეგისტრირებული მომხმარებლებისა და ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ასევე პირდაპირ რეჟიმში დააკვირდეს ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს. სტუმრის მიერ სისტემაში შესვლის შემდეგ, Facebook-ის ანგარიშით ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში, მას დამატებით აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს სისტემის CMR და ePLAN მოდულებში არსებულ მონაცემებს;

კ) სისტემის გამოყენების პირობები – სააგენტოსა და რეგისტრირებულ მომხმარებელს შორის სისტემის გამოყენების პირობებზე არსებული შეთანხმება, რომელიც განთავსებულია სისტემაში.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში.

მუხლი 3. სისტემაში რეგისტრაციის ზოგადი წესი

1. სისტემაში რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის.

2. ელექტრონული საშუალებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად, მიმწოდებელი ვალდებულია, დარეგისტრირდეს სისტემაში.

3. სისტემაში რეგისტრაციის მიზნით, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ან მიმწოდებელმა უნდა შეავსოს სისტემაში არსებული მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადი (დანართი), დაეთანხმოს სისტემის გამოყენების პირობებს და გამოიყენოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიღებული მომხმარებლის აქტივაციის ბმული.

4. რეგისტრირებული მომხმარებელი პასუხისმგებელია სისტემაში მის მიერ ასახული ინფორმაციის სისწორეზე ან/და უტყუარობაზე. სააგენტო პასუხს არ აგებს რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ სისტემაში მითითებული ან განთავსებული ინფორმაციის თუ დოკუმენტის სისწორეზე ან/და უტყუარობაზე, ასევე ამ ინფორმაციის თუ დოკუმენტის სისტემაში განთავსების შედეგად დამდგარ ზიანზე.

5. რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია, სისტემაში მითითებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ასახოს სისტემაში განახლებული მონაცემები. ასეთი ცვლილების განუხორციელებლობით დამდგარ შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება რეგისტრირებულ მომხმარებელს.

6. რეგისტრირებული მომხმარებელი სისტემაში რეგისტრაციითა და მისი შემდგომი სარგებლობით ეთანხმება სისტემის გამოყენების პირობებს.

7. სისტემაში რეგისტრაციასთან, რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილში მითითებული მონაცემების ცვლილებასთან და რეგისტრირებული მომხმარებლის დეაქტივაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთან ოფიციალური მიმოწერა მიმდინარეობს ელექტრონული ფოსტის მისამართზე registration@spa.ge.

მუხლი 4. მიმოწერა რეგისტრირებულ მომხმარებლებთან

1. სააგენტო უფლებამოსილია, რეგისტრირებულ მომხმარებლებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნოს სისტემაში მათ პროფილში მითითებულ მისამართზე, ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რაც ითვლება შესაბამისი პირისათვის შეტყობინების ოფიციალურად ჩაბარებად. ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების ჩაბარება დასტურდება მისი ტელეფონის მეშვეობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნის შესახებ შედგენილი აქტით (დოკუმენტით).

2. სააგენტო აგრეთვე უფლებამოსილია, რეგისტრირებულ მომხმარებლებს გაუგზავნოს სისტემური შეტყობინებები.

თავი II. შემსყიდველი ორგანიზაციის რეგისტრაცია

მუხლი 5. შემსყიდველი ორგანიზაციები, რომლებიც ექვემდებარებიან სისტემაში რეგისტრაციას

1. სისტემაში რეგისტრაციას, კანონის შესაბამისად, ექვემდებარებიან შემდეგი შემსყიდველი ორგანიზაციები:

ა) სახელმწიფო ორგანო (ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები, უწყებები და სხვა დაწესებულებები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები);

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო (ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოები, უწყებები და სხვა დაწესებულებები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები);

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თვითმმართველი ერთეულის ორგანოები, უწყებები და სხვა დაწესებულებები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები);

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული რელიგიური გაერთიანებებისა);

ე) საწარმო, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;

ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი;

ზ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც:

ზ.ა) დაფუძნებულია სახელმწიფო ორგანოს ან მის მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ;

ზ.ბ) დაფუძნებულია ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს ან მის მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ;

ზ.გ) დაფუძნებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ან ექვემდებარება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის კონტროლს;

თ) ნებისმიერი სხვა პირი ან ორგანო, რომელიც, კანონით ან სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტით, მიჩნეულია შემსყიდველ ორგანიზაციად და ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას.

2. შემსყიდველი ორგანიზაციები სისტემაში რეგისტრაციისას, ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში, სამართლებრივ ფორმას ირჩევენ შემდეგი პრინციპის გათვალისწინებით:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაცია სამართლებრივ ფორმად ირჩევს „სახელმწიფო ორგანოს“;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაცია სამართლებრივ ფორმად ირჩევს „ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს“;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაცია სამართლებრივ ფორმად ირჩევს „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს“;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაცია სამართლებრივ ფორმად ირჩევს „საჯარო სამართლის იურიდიულ პირს“;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაცია სამართლებრივ ფორმად ირჩევს „50%-ზე მეტ სახელმწიფო წილობრივ საწარმოს“;

ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაციები სამართლებრივ ფორმად ირჩევენ „არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს“;

ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია სამართლებრივ ფორმად ირჩევს „სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას“, თუ იგი ვერ ექცევა ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვერც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ სამართლებრივ ფორმაში.

 

მუხლი 6. შემსყიდველი ორგანიზაციის სისტემაში რეგისტრაცია

1. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი, შემსყიდველი ორგანიზაციის სისტემაში რეგისტრაციის მიზნით, მიმართავს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოქმედებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი წერილობით წარუდგენს სააგენტოს შევსებულ განაცხადს, რომელიც გენერირებულია სისტემის მეშვეობით. განაცხადი სააგენტოს წარედგინება ოფიციალურ წერილთან ერთად, ელექტრონული ფოსტის მისამართზე registration@spa.ge. ოფიციალური წერილი შესრულებული უნდა იყოს შემსყიდველი ორგანიზაციის ოფიციალურ ბლანკზე და მას ხელს უნდა აწერდეს შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული განაცხადის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, სააგენტო ამოწმებს მასში მითითებული ინფორმაციის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობას, ადარებს ამ ინფორმაციას სისტემაში არსებულ მონაცემებთან და უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციის სისტემაში „შემსყიდველად“ დარეგისტრირებას ან უარს აცხადებს მის სისტემაში რეგისტრაციაზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული განაცხადი ან სისტემაში მითითებული ინფორმაცია შეიცავს ხარვეზს, სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციას აცნობებს აღმოჩენილი უსწორობის შესახებ და განუსაზღვრავს არაუმეტეს 15 დღის ვადას მის გამოსასწორებლად. ხარვეზის გამოსწორებამდე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. ვადის ათვლა გაგრძელდება ხარვეზის გამოსწორებისთანავე.

5. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის შევსების შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია წერილობით არ წარადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განაცხადს სააგენტოში, სააგენტო მიმართავს მას წერილობითი განაცხადის წარმოდგენის მოთხოვნით და განუსაზღვრავს არაუმეტეს 10 დღის ვადას. შემსყიდველი ორგანიზაციის სისტემაში „შემსყიდველად“ დარეგისტრირების ვადა აითვლება სააგენტოში წერილობითი განაცხადის წარმოდგენიდან.

6. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრულ ვადაში, არ გამოასწორებს ხარვეზს ან, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, არ წამოადგენს სააგენტოში წერილობით განაცხადს, ასევე, თუ სააგენტო, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უარს აცხადებს შემსყიდველი ორგანიზაციის სისტემაში რეგისტრაციაზე, ასეთი ორგანიზაცია სისტემაში „შემსყიდველად“ არ დარეგისტრირდება და მას სააგენტო გაუუქმებს პრეტენდენტად („პრეტენდენტი შემსყიდველობაზე“) რეგისტრაციას. ასეთ შემთხვევაში, დამდგარ შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას.

 

მუხლი 7. დამატებითი ინფორმაციის წარდგენა

1. სახელმწიფო ორგანო, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განაცხადსა და ოფიციალურ წერილთან ერთად, ვალდებულია, დამატებით წარადგინოს მისი შექმნის დამადასტურებელი ნორმატიული აქტი (იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ორგანო შექმნილია კანონით, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის დასახელება და მუხლი (საჭიროების შემთხვევაში, პუნქტის (ნაწილის) მითითებით).

2. ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განაცხადსა და ოფიციალურ წერილთან ერთად, ვალდებულია, დამატებით წარადგინოს მისი შექმნის დამადასტურებელი ნორმატიული აქტი (იმ შემთხვევაში, თუ ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო შექმნილია კანონით, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის დასახელება და მუხლი (საჭიროების შემთხვევაში, პუნქტის (ნაწილის) მითითებით).

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განაცხადსა და ოფიციალურ წერილთან ერთად, ვალდებულია, დამატებით წარადგინოს მისი შექმნის დამადასტურებელი ნორმატიული აქტი (იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო შექმნილია კანონით, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის დასახელება და მუხლი (საჭიროების შემთხვევაში, პუნქტის (ნაწილის) მითითებით).

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი სისტემაში რეგისტრაციისას, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განაცხადსა და ოფიციალურ წერილთან ერთად, ვალდებულია, დამატებით წარადგინოს მისი შექმნის დამადასტურებელი ნორმატიული აქტი (იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი შექმნილია კანონით, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის დასახელება და მუხლი (საჭიროების შემთხვევაში, პუნქტის (ნაწილის) მითითებით).

5. საწარმო, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განაცხადსა და ოფიციალურ წერილთან ერთად, ვალდებულია, დამატებით წარადგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ საწარმოს აქციათა ან წილის 50%-ზე მეტის ფლობა.

6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განაცხადსა და ოფიციალურ წერილთან ერთად, ვალდებულია, დამატებით წარადგინოს:

ა) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანოს ან პირის მიერ მისი დაფუძნების შესახებ სამართლებრივი აქტი;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

7. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ან ორგანო, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განაცხადსა და ოფიციალურ წერილთან ერთად, ვალდებულია, მიუთითოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის დასახელება და მუხლი (საჭიროების შემთხვევაში, პუნქტის (ნაწილის) მითითებით), რომლითაც იგი მიჩნეულია შემსყიდველ ორგანიზაციად და ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას.

8. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ან ორგანო შემსყიდველ ორგანიზაციად მიიჩნევა კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული სახსრების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნით განკარგვის გამო, იგი ვალდებულია, წარადგინოს ოფიციალური ცნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან ან სხვა უფლებამოსილი ორგანოდან, რომლითაც დასტურდება, რომ იგი ფინანსდება ხსენებული სახსრებით და მიღებული დაფინანსება მიემართება სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად.

9. სააგენტო უფლებამოსილია, ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია მისი სისტემაში რეგისტრაციის საკითხის გადასაწყვეტად.

 

თავი III. რეგისტრირებული მომხმარებლის მართვა

 

მუხლი 8. შემსყიდველი ორგანიზაციის პროფილი

1. შემსყიდველი ორგანიზაციის პროფილში აისახება მონაცემები, რომლებსაც სისტემაში რეგისტრაციისას შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი უთითებს მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში, აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციის სისტემაში მის შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

2. მას შემდეგ, რაც სააგენტო „პრეტენდენტს შემსყიდველობაზე“ სისტემაში დაარეგისტრირებს „შემსყიდველად“, შემსყიდველი ორგანიზაციის პროფილში სამართლებრივი ფორმის ცვლილება შესაძლებელია სააგენტოსადმი ოფიციალური წერილობითი მომართვით, რომელშიც მიეთითება შესაცვლელი ინფორმაცია და ამ ცვლილების საფუძველი.

3. შემსყიდველი ორგანიზაციის პროფილში მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის საკონტაქტო პირი, მისი თანამდებობა, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

4. შემსყიდველი ორგანიზაცია პროფილში განსაზღვრავს უფლებამოსილ წარმომადგენელს/წარმომადგენლებს. უფლებამოსილი წარმომადგენელი შეიძლება იყოს „აქტიური“ ან „არააქტიური“.

5. „აქტიურია“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც აქვს სისტემაში შესვლის, ელექტრონული შესყიდვის ჩატარების, სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმის ატვირთვისა და ანგარიშგების უფლებამოსილება.

6. „აქტიურ“ უფლებამოსილ წარმომადგენელს შესაძლებელია ჰქონდეს „გრანტორის“ პრივილეგია, რომელიც გულისხმობს დამატებით უფლებებს, ამ წარმომადგენელმა გაუკეთოს რედაქტირება შემსყიდველი ორგანიზაციის პროფილს, დაამატოს ახალი უფლებამოსილი წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში, მიანიჭოს მას „გრანტორის“ პრივილეგია, აგრეთვე გაუუქმოს უფლებამოსილ წარმომადგენელს სტატუსი „აქტიური“. შემსყიდველ ორგანიზაციას პროფილში განსაზღვრული უნდა ჰყავდეს „გრანტორის“ პრივილეგიის მქონე ერთი „აქტიური“ წარმომადგენელი მაინც.

7. „არააქტიური“ ხდება ის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც „გრანტორის“ პრივილეგიის მქონე უფლებამოსილი წარმომადგენელი გაუუქმებს სტატუსს „აქტიური“. დაუშვებელია „არააქტიური“ წარმომადგენლის მონაცემების ახალი მომხმარებლის მონაცემებით ჩანაცვლება. საჭიროების შემთხვევაში, „გრანტორის“ პრივილეგიის მქონე უფლებამოსილი წარმომადგენელი ამატებს სხვა, ახალ უფლებამოსილ წარმომადგენელს.

8. უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც გახდება „არააქტიური“, ერთმევა სისტემაში შესვლისა და მოქმედების უფლება.

9. თუ ერთადერთ „გრანტორის“ პრივილეგიის მქონე „აქტიურ“ უფლებამოსილ წარმომადგენელს სამართლებრივად (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, შეჩერება და სხვ.) აღარ აქვს უფლება, შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით შევიდეს და იმოქმედოს სისტემაში, შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სააგენტოს ასეთი წარმომადგენლისთვის სტატუსის „აქტიური“ გაუქმებისა და ახალი უფლებამოსილი წარმომადგენლის დამატების მოთხოვნით. წერილობითი მომართვა შესრულებული უნდა იყოს შემსყიდველი ორგანიზაციის ოფიციალურ ბლანკზე, მას ხელს უნდა აწერდეს შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი და მასში უნდა მიეთითოს ახალი უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაცემები (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და მომხმარებლის ანგარიშის სასურველი სახელი). ასეთ შემთხვევაში, სააგენტო ძველ უფლებამოსილ წარმომადგენელს უუქმებს სტატუსს „აქტიური“ და ამატებს ახალ უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელსაც ეძლევა „გრანტორის“ პრივილეგია.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის პროფილში რჩება „აქტიური“, მაგრამ „გრანტორის“ პრივილეგიის უქონელი უფლებამოსილი წარმომადგენელი, შემსყიდველი ორგანიზაცია სააგენტოს მიმართავს ძველი წარმომადგენლისთვის სტატუსის „აქტიური“ გაუქმებისა და არსებული „აქტიური“ წარმომადგენლისთვის „გრანტორის“ პრივილეგიის მინიჭების მოთხოვნით.

11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებისთვის სააგენტოს აქვს 10 სამუშაო დღის ვადა წერილობითი შეტყობინების მიღებიდან.

 

მუხლი 9. მიმწოდებლის პროფილი

1. მიმწოდებლის პროფილში აისახება მონაცემები, რომლებსაც სისტემაში რეგისტრაციისას მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი უთითებს მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში, აგრეთვე მიმწოდებლის სისტემაში მის შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

2. მას შემდეგ, რაც მიმწოდებელი, ელექტრონულ შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მიზნით, წარადგენს წინადადების უზრუნველყოფის გარანტიას, მიმწოდებლის პროფილში სამართლებრივი ფორმის, დასახელებისა და საიდენტიფიკაციო კოდის/პირადი ნომრის ცვლილება შესაძლებელია სააგენტოსადმი ოფიციალური წერილობითი მომართვით, რომელშიც მიეთითება შესაცვლელი ინფორმაცია და ამ ცვლილების საფუძველი.

3. მიმწოდებლის პროფილში მიეთითება მიმწოდებლის საკონტაქტო პირი, მისი თანამდებობა (არსებობის შემთხვევაში), ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

4. მიმწოდებელი პროფილში განსაზღვრავს უფლებამოსილ წარმომადგენელს/წარმომადგენლებს. უფლებამოსილი წარმომადგენელი შეიძლება იყოს „აქტიური“ ან „არააქტიური“.

5. „აქტიურია“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც აქვს სისტემაში შესვლისა და წინადადების წარდგენის უფლებამოსილება.

6. „აქტიურ“ უფლებამოსილ წარმომადგენელს შესაძლებელია ჰქონდეს „გრანტორის“ პრივილეგია, რომელიც გულისხმობს დამატებით უფლებებს, ამ წარმომადგენელმა გაუკეთოს რედაქტირება მიმწოდებლის პროფილს, დაამატოს ახალი უფლებამოსილი წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში, მიანიჭოს მას „გრანტორის“ პრივილეგია, აგრეთვე გაუუქმოს უფლებამოსილ წარმომადგენელს სტატუსი „აქტიური“. მიმწოდებელს პროფილში განსაზღვრული უნდა ჰყავდეს „გრანტორის“ პრივილეგიის მქონე ერთი „აქტიური“ წარმომადგენელი მაინც.

7. „არააქტიური“ ხდება ის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც „გრანტორის“ პრივილეგიის მქონე უფლებამოსილი წარმომადგენელი გაუუქმებს სტატუსს „აქტიური“. დაუშვებელია „არააქტიური“ წარმომადგენლის მონაცემების ახალი მომხმარებლის მონაცემებით ჩანაცვლება. საჭიროების შემთხვევაში, „გრანტორის“ პრივილეგიის მქონე უფლებამოსილი წარმომადგენელი ამატებს სხვა, ახალ უფლებამოსილ წარმომადგენელს.

8. უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც გახდება „არააქტიური“, ერთმევა სისტემაში შესვლისა და მოქმედების უფლება.

9. თუ ერთადერთ „გრანტორის“ პრივილეგიის მქონე „აქტიურ“ უფლებამოსილ წარმომადგენელს სამართლებრივად (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, შეჩერება და სხვ.) აღარ აქვს უფლება, მიმწოდებლის სახელით შევიდეს და იმოქმედოს სისტემაში, მიმწოდებელი მიმართავს სააგენტოს ასეთი წარმომადგენლისთვის სტატუსის „აქტიური“ გაუქმებისა და ახალი უფლებამოსილი წარმომადგენლის დამატების მოთხოვნით. წერილობითი მომართვა შესრულებული უნდა იყოს მიმწოდებლის ოფიციალურ ბლანკზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მას ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი და მასში უნდა მიეთითოს ახალი უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაცემები (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და მომხმარებლის ანგარიშის სასურველი სახელი). ასეთ შემთხვევაში, სააგენტო ძველ უფლებამოსილ წარმომადგენელს უუქმებს სტატუსს „აქტიური“ და ამატებს ახალ უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელსაც ეძლევა „გრანტორის“ პრივილეგია.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის პროფილში რჩება „აქტიური“, მაგრამ „გრანტორის“ პრივილეგიის უქონელი უფლებამოსილი წარმომადგენელი, მიმწოდებელი სააგენტოს მიმართავს ძველი წარმომადგენლისთვის სტატუსის „აქტიური“ გაუქმებისა და არსებული „აქტიური“ წარმომადგენლისთვის „გრანტორის“ პრივილეგიის მინიჭების მოთხოვნით.

11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებისთვის სააგენტოს აქვს 10 სამუშაო დღის ვადა წერილობითი შეტყობინების მიღებიდან.

 

მუხლი 10. პაროლის ცვლილება/აღდგენა

1. „აქტიური“ სტატუსის მქონე უფლებამოსილ წარმომადგენელს, სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ, ნებისმიერ დროს აქვს უფლება, შეცვალოს პაროლი.

2. რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემების დაკარგვის შემთხვევაში, დაუშვებელია სისტემაში ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია. ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია, მიმართოს ამ მუხლით განსაზღვრულ მოქმედებებს.

3. პაროლის დაკარგვის შემთხვევაში, „აქტიური“ სტატუსის მქონე უფლებამოსილ წარმომადგენელს სისტემაში, საკუთარი მომხმარებლის სახელისა და ელექტრონული ფოსტის გამოყენებით, შეუძლია აღადგინოს პაროლი.

4. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დაკარგა საკუთარი მომხმარებლის სახელი ან/და პაროლის აღდგენისას არ ახსოვს მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი, მომხმარებლის სახელის აღდგენა ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართის შეცვლა შესაძლებელია სააგენტოსადმი ოფიციალური წერილობითი მომართვის საფუძველზე. ოფიციალური წერილი შესრულებული უნდა იყოს შემსყიდველი ორგანიზაციის/მიმწოდებლის ოფიციალურ ბლანკზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მას ხელს უნდა აწერდეს შემსყიდველი ორგანიზაციის/მიმწოდებლის უფლებამოსილი პირი და მასში უნდა მიეთითოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაცემები (სახელი და გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი), აგრეთვე ახალი ელექტრონული ფოსტის მისამართი – თუ უფლებამოსილ წარმომადგენელს არ ახსოვს მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებისთვის სააგენტოს აქვს 10 სამუშაო დღის  ვადა წერილობითი შეტყობინების მიღებიდან.

 

მუხლი 11. რეგისტრირებული მომხმარებლის დეაქტივაცია

1. მომხმარებლის დეაქტივაცია არის რეგისტრირებული მომხმარებლისთვის სისტემაში აქტიური (მოქმედი) სტატუსის გაუქმება.

2. შემსყიდველი ორგანიზაციის მომხმარებლის დეაქტივაციის შემთხვევაში, ამ მომხმარებლით შეუძლებელია ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის ახალი პროცედურების ჩატარება, სახელმწიფო შესყიდვის ახალი წლიური გეგმის დარეგისტრირება და ახალი ანგარიშგების განხორციელება. დეაქტივირებულ მომხმარებელს არ ერთმევა უფლება, შევიდეს სისტემაში, განაგრძოს ელექტრონული შესყიდვის მიმდინარე პროცედურები და განახორციელოს მიმდინარე ანგარიშგება.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია ექვემდებარება დეაქტივაციას:

ა) ლიკვიდაციის შემთხვევაში;

ბ) რეორგანიზაციის შემთხვევაში, თუ:

ბ.ა) იგი შეერწყა (მიუერთდა ან გაერთიანდა) სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას;

ბ.გ) იგი დაიყო;

გ) სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში;

დ) თუ იგი, კანონმდებლობის შესაბამისად, აღარ ითვლება შემსყიდველ ორგანიზაციად;

ე) თუ აღმოჩნდება, რომ მის სისტემაში რეგისტრაციას საფუძვლად დაედო არასწორი ინფორმაცია ან/და არ არსებობს მისი სისტემაში რეგისტრაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დეაქტივაციის საფუძვლის არსებობისას, სისტემაში ახალი რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშობა, თუ:

ა) შემსყიდველი ორგანიზაცია გაერთიანდა სხვა შემსყიდველ ორგანიზაციასთან – ასეთ შემთხვევაში, დეაქტივაციას ექვემდებარებიან თავდაპირველი შემსყიდველი ორგანიზაციები, ხოლო ახლად შექმნილი შემსყიდველი ორგანიზაცია რეგისტრირდება სისტემაში;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია დაიყო – ასეთ შემთხვევაში, დეაქტივაციას ექვემდებარება თავდაპირველი შემსყიდველი ორგანიზაცია, ხოლო ახლად შექმნილი შემსყიდველი ორგანიზაციები რეგისტრირდებიან სისტემაში.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სააგენტოს მოქმედი რეგისტრირებული მომხმარებლის დეაქტივაციის მოთხოვნით და რეგისტრირდება სისტემაში ამ წესის II თავით განსაზღვრული დებულებების შესაბამისად.

6. შემსყიდველი ორგანიზაციის რეგისტრირებული მომხმარებელი არ საჭიროებს დეაქტივაციას, თუ სისტემაში რეგისტრაციისას მის სახელწოდებაში ან საიდენტიფიკაციო კოდში დაშვებულია მექანიკური შეცდომა. ასეთ შემთხვევაში, შეცდომას ასწორებს სააგენტო შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.

7. მიმწოდებლის მომხმარებლის დეაქტივაციის შემთხვევაში, ამ მომხმარებლით შეუძლებელია ახალ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის მიღება.

8. მიმწოდებელი ექვემდებარება დეაქტივაციას:

ა) ლიკვიდაციის შემთხვევაში;

ბ) რეორგანიზაციის შემთხვევაში, თუ:

ბ.ა) იგი შეერწყა (მიუერთდა ან გაერთიანდა) სხვა მიმწოდებელს;

ბ.გ) იგი დაიყო;

გ) თუ აღმოჩნდება, რომ მის სისტემაში რეგისტრაციას საფუძვლად დაედო არასწორი ინფორმაცია.

9. რეგისტრირებული მომხმარებლის დეაქტივაციას ახორციელებს სააგენტო რეგისტრირებული მომხმარებლის ოფიციალური მომართვის საფუძველზე.

10. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოსთვის ცნობილი გახდა რეგისტრირებული მომხმარებლის დეაქტივაციის საფუძვლის არსებობის შესახებ, სააგენტო მიმართავს ამ მომხმარებელს დეაქტივაციასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით. დეაქტივაციის საფუძვლის დადასტურების ან რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ პასუხის წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებს ამ მომხმარებლის დეაქტივაციას.

თავი IV. გარდამავალი დებულებები

მუხლი 12. ზოგიერთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სისტემაში რეგისტრაციის გადავადება

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით არსებული საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებები სისტემაში რეგისტრაციას ექვემდებარებიან 2018 საბიუჯეტო წლიდან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს ან მის მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები სისტემაში რეგისტრაციას ექვემდებარებიან 2016 საბიუჯეტო წლიდან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში მითითებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები სახელმწიფო შესყიდვას ახორციელებენ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული სახსრებით, ისინი სისტემაში რეგისტრაციას ექვემდებარებიან დაუყოვნებლივ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განაცხადსა და ოფიციალურ წერილთან ერთად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ვალდებულია, წარადგინოს ოფიციალური ცნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან ან სხვა უფლებამოსილი ორგანოდან, რომლითაც დასტურდება, რომ იგი ფინანსდება კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული სახსრებით და მიღებული დაფინანსება მიემართება სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად.

მუხლი 13. შემსყიდველი ორგანიზაციის პროფილში სამართლებრივი ფორმის ცვლილება

1. ამ წესის ამოქმედებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, ის შემსყიდველი ორგანიზაციები, რომელთა პროფილშიც მითითებული სამართლებრივი ფორმა არ შეესაბამება ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ვალდებულები არიან, მიმართონ სააგენტოს სამართლებრივი ფორმის შეცვლის მოთხოვნით, ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

2. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია არ შეასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით შეუცვალოს შემსყიდველ ორგანიზაციას პროფილში სამართლებრივი ფორმა, ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით.