დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საბინაო-კომუნალური მეურნეობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 672 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/03/1995 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 07/03/1995 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 18/12/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.140.000.05.001.000.098 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს კანონი
საბინაო-კომუნალური მეურნეობის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
კანონი საბინაო-კომუნალური მეურნეობის შესახებ განსაზღვრავს საბინაო ფონდის,წყალ სადენის, კანალიზაციის, თბოენერგეტიკის, ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების კეთილმოწყობის, სანიტარული დასუფთავების, საქალაქო ელექროტრანსპორტის, გარე განათების, აგრეთვე ტექნიკური ინვენტარიზაციისა და საბინაო-კომუნალური დანიშნულების სხვა სამსახურების საქმიანობას და ამოცანებს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. იგი აწესრიგებს საბინაო-კომუნალური მეურნეობის ტექნიკურ ექსპლუატაციის, დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რემონტისა და საბინაო-კომუნალური დანიშნულების კომუნიკაცია-ნაგებობათა მოვლა-პატრონობის, მონაწილე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობის საკითხებს.
ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა საბინაო-კომუნალური დანიშნულების სამსახურზე, მიუხედავად მათი კუთვნილებისა.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №955-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.63
მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა საბინაო-კომუნალური მეურნეობის სფეროში
საქართველოს კანონმდებლობა საბინაო-კომუნალური მეურნეობის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №955-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.63
მუხლი 2. საბინაო-კომუნალური მეურნეობის დარგის სამსახურებისა და მომხმარებელთა მოვალეობანი
საბინაო-კომუნალური მეურნეობის დარგის სამსახურები, მომხმარებელი ორგანიზაციები, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა, ფიზიკური პირები ვალდებული არიან დაიცვან საბინაო-კომუნალური მეურნეობის ძირითადი ფონდებისა და საინჟინრო კომუნიკაციების ტექნიკური ექსპლუატაციის წესები და ნორმები.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №955-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.63
მუხლი 3. საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამსახურების და მომსახურებით მოსარგებლეთა პასუხისმგებლობა
1. საბინაო-კომუნალური მომსახურებით მოსარგებლე ვალდებულია დაიცვას ეს კანონი და ექსპლუატაციის წესების მოთხოვნები.
2. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან საბინაო-კომუნალური მეურნეობის სისტემის ობიექტების დაზიანების შემთხვევაში აანაზღაურონ მიყენებული ზარალი კანონმდებლობით დადგენილი ოდენობითა და ვადებში. აღდგენითი სამუშაოები შეიძლება განახორციელონ საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამსახურებმა ხელშეკრულების საფუძველზე. აღდგენითი სამუშაოების შესრულებისათვის თავის არიდების შემთხვევაში დამზიანებლები იხდიან ჯარიმას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამსახურების მიერ მომსახურების წესების სისტემატური დარღვევით ან სხვა მიზეზით გამოწვეულ ზარალს მომსახურებით მოსარგებლე იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, დადგენილი წესის შესაბამისად, აუნაზღაურებს მომსახურების გამწევი იურიდიული ან ფიზიკური პირი.
4. რომელიმე ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან და სხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით საერთო სარგებლობის საბინაო-კომუნალური კომუნიკაციების გადატანის საკითხი შეუთანხმდება კომუნალურ სამსახურს.
მუხლი 4. საბინაო-კომუნალური მეურნეობის ორგანიზაციის საფუძვლები
საწარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებების, მოსახლეობისა და სხვათა საბინაო-კომუნალური მომსახურება ითვალისწინებს:
ა) საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამსახურების სისტემების მშენებლობას, გაფართოება-რეკონსტრუქციას და ინტენსიფიკაციას;
ბ) წარმოებასა და ყოფა-ცხოვრებაში სათანადო საექსპლუატაციო პირობების შექმნას;
გ) წყალსატევების, ნიადაგისა და ატმოსფერული გარემოს სანიტარული დაცვის მოთხოვნათა უზრუნველყოფას საბინაო-კომუნალური დანიშნულების წყალსადენების სათავე ნაგებობათა, წყალსადენების, გამანაწილებელი ქსელების, საკანალიზაციო-საწმენდ ნაგებობათა და ქსელების, ქალაქის და სხვა დასახლებული პუნქტების სანიტარული დასუფთავების სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით;
დ) საბინაო-კომუნალური მომსახურების სისტემის და ამ დარგის სამრეწველო საწარმოთა ქსელის მშენებლობას და განვითარებას;
ე) ქალაქებში, რაიონულ ცენტრებსა და ყველა დასახლებულ პუნქტში წყალდიდობის საწინააღმდეგო და საბინაო-კომუნალური ობიექტებისათვის წყალდიდობით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელებას;
ვ) დარგის ჩართვას საბაზრო ურთიერთობებში;
ზ) ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების დანერგვა-გამოყენებას.
თავი II
კომუნალდური მეურნეობის სამსახურების სტრუქტურა და ორგანიზაციის წესი
მუხლი 5. საბინაო-კომუნალური მეურნეობის მართვა
საერთო ტექნიკურ პოლიტიკას საბინაო-კომუნალური მეურნეობის დარგში ახორციელებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო, რომლის კომპეტენციაშია:
ა) მომხმარებლის უფლებათა დაცვა;
ბ) საბინაო-კომუნალური მეურნეობის ინფრასტრუქტურის განვითარების კონცეფციისა და პროგრამის შემუშავება, მათი შესრულების კონტროლი, აგრეთვე ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური და სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება;
გ) ხელის შეწყობა დემონოპოლიზაციისათვის კომუნალურ მეურნეობაში;
დ) ტერიტორიული ერთეულების საბინაო-კომუნალური მეურნეობის ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის პერიოდულად გაცნობა-შესწავლა, სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება მათ საქმიანობაში გამოვლენილი ნაკლოვანებებისა და დარღვევების გამოსასწორებლად, საექსპლუატაციო წესებისა და ნორმების დადგენა;
ე) საბინაო-კომუნალური მეურნეობის ტექნიკური ექსპლუატაციისა და რემონტის ორგანიზაციის საკითხების გადაწყვეტა და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სამართლებრივი ბაზის შექმნა;
ვ) ბინის ქირისა და საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მომსახურების, აგრეთვე, სხვადასხვა სახის კომუნალური მომსახურების სფეროში სატარიფო პოლიტიკისა და განაკვეთების დადგენის შემუშავებაში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №955-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.63
მუხლი 6. სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვა
საბინაო-კომუნალური დანიშნულების ობიექტებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმატივებისა და წესების დაცვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №955-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.63
თავი III
საბინაო-კომუნალური მეურნეობის დარგის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
მუხლი 7. საბინაო-კომუნალური მეურნეობის დარგის დაფინანსება
საბინაო-კომუნალური მეურნეობის დარგის ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რემონტის, ექსპლოატაციის და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ფინანსდება როგორც ცენტრალური და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების, ასევე სხვა წყაროების ხარჯზე.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №955-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.63
მუხლი 8. საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის ქონება და მისი გამოყენება
საბინაო-კომუნალური მეურნეობის ქონების პრივატიზაციის საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი IV
საბინაო-კომუნალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობა
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №955-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.63
მუხლი 9. საბინაო-კომუნალური მეურნეობის ობიექტებისა და ქსელების მშენებლობა-გამოყენება
1. საბინაო-კომუნალური მეურნეობის დანიშნულების ობიექტების (წყალსადენ-კანალიზაციის, თბოენერგეტიკული, სანიტარული დასუფთავების, კეთილმოწყობის, გარე განათების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის და სხვ) მშენებლობა, განლაგება, მათი ქსელების სრულყოფა-განვითარება და ექსპლოატაცია ხორციელდება სამშენებლო ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე, აგრეთვე საქართველოს ქალაქების, რაიონული ცენტრებისა და სხვა დასახლებული პუნქტების განაშენიანების დამტკიცებული გენერალური გეგმის, ეკონომიკურ, გეოგრაფიულ და სხვა თავისებურებათა გათვალისწინებით.
2. მესაკუთრენი საბინაო-კომუნალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტებს უთანხმებენ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს. დასახლებული პუნქტების, საცხოვრებელი მასივების, საწარმოების ლა სხვა ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს საბინაო-კომუნალური დანიშნულების ნაგებობებისა და ქსელების მშენებლობა.
მუხლი 10. საბინაო-კომუნალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობისა და ექსპლოატაციისათვის მიწის გამოყოფის წესი
საბინაო-კომუნალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობისა და ექსპლოატაციისათვის, აგრეთვე სპეციალური ზონების შესაქმნელად მიწის ნაკვეთის მუდმივ ან დროებით სარგებლობაში გამოიყოფა იმ საბინაო-კომუნალური და სხვა ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ახორციელებენ საბინაო-კომუნალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობას და ექსპლოატაციას, წარმოებს საქართველოს მიწის კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.
თავი V
პასუხისმგებლობა საბინაო-კომუნალური მეურნეობის კანონმდებლობის დარღვევისათვის
მუხლი 11. პასუხისმგებლობა საბინაო-კომუნალური მეურნეობის ობიექტების არასათანადო გამოყენებისათვის, ექსპლოატაციის წესებისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის კანონმდებლობის სხვა დარღვევებისათვის
პირებს, რომელთაც ბრალი მიუძღვით:
ა) კომუნალურ მომსახურებაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევაში;
საბინაო-კომუნალური დანიშნულების ობიექტებით სარგებლობის წესების დარღვევაში, თვითნებურ გადაკეთება-ჩართვასა და მოწყობილობის გაფუჭებაში, აგრეთვე კეთილმოწყობისა და გამწვანების ობიექტების დაზიანებაში;
ბ) ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფის წესების დარღვევაში;
გ) ეზოების, ქუჩების და მოედნების სათანადო ნებართვის გარეშე გადათხრაში, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვაში, გათხრის ადგილების, აგრეთვე მშენებლობის ან შეკეთებითი სამუშაოების დამთავრების შემდეგ სამშენებლო მოედნების მოწესრიგების ღონისძიებათა უგულებელყოფაში, –ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VI
საბინაო-კომუნალური მეურნეობის დარგებით მომსახურების დროს სადაო საკითხების გადაწყვეტა
მუხლი 12. დავის გადაწყვეტის წესი
საბინაო-კომუნალური მეურნეობის მომსახურების დროს წარმოქმნილი დავა წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VII
(ამოღებულია)
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №955-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.63
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის
სპიკერი ვახტანგ გოგუაძე
თბილისი
1995 წლის 7 მარტი
№672-IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №955-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.63
2. ძალადაკარგულია - საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5465-IIს - სსმ I, №40, 03.12.2007 წ., მუხ.377
დოკუმენტის კომენტარები