დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3602-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/05/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/05/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010120000.05.001.017715 |
|
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ვიზა – დადგენილი ფორმის პირობითი ნებართვა, რომელიც გაიცემა სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა) და რომელიც საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლის ან საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის ფაქტის არარსებობის შემთხვევაში ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მოწვევა – საქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის, საქართველოს სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების, საერთაშორისო ორგანიზაციის წერილობითი შუამდგომლობის შემცველი ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უცხოელის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი;“; გ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი: „უ) კომერციული შუამავალი – იურიდიული პირი, რომელსაც საზღვარგარეთ საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელება აქვს მინდობილი.“. 2. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ვიზას გასცემენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე.“; ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ უცხოელზე გასცემს ელექტრონულ ვიზას, თუ შესაბამისი სავიზო განაცხადი წარდგენილ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით.“; გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. იმ უცხოელზე, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება არ აქვს, საქართველოს ვიზის გაცემა ან საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელება შესაძლებელია მესამე სახელმწიფოს მიენდოს. საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელების პირობები განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით.“; დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უცხოელს, რომელიც მესამე სახელმწიფოში იმყოფება, საქართველოს ვიზის მისაღებად შეუძლია მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, თუ მას ადგილსამყოფელი ქვეყნის მრავალჯერადი შესვლა-გასვლის მოქმედი ვიზა ან მოქმედი ბინადრობის ნებართვა აქვს. ამ კატეგორიის უცხოელზე საქართველოს ვიზის გაცემის შემთხვევაში ადგილსამყოფელი ქვეყნის ზემოაღნიშნული ვიზის ან ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 3 თვით უნდა აღემატებოდეს საქართველოს ვიზის მოქმედების ვადას.“; ე) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელება კომერციულ შუამავალს მიანდოს. კომერციული შუამავლის მიერ საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელების პირობები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კომერციულ შუამავალს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.“; ვ) მე-7−მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. ამასთანავე, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც წინა წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც იმყოფებოდა საქართველოში და რომლის მიერ მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის მოთხოვნის საფუძველი არსებობს, თუ საქართველოს მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 8. გრძელვადიანი ვიზა გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით, 90 კალენდარული დღის ან 1 წლის მოქმედებისა და საქართველოში ყოფნის ვადით. გრძელვადიანი ვიზა 1 წლის მოქმედების ვადით გაიცემა მხოლოდ D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შემთხვევაში. გრძელვადიანი ვიზა დიპლომატიური აკრედიტაციის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობაა, თუ საქართველოს მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 9. საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს ვიზის გაცემასთან, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებასთან და მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით დაადგინოს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და წესი.“. 3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.დ) A4 კატეგორიის – საქართველოს საპატიო კონსულებზე და მათი ოჯახის წევრებზე, თუ ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან; ა.ე) A5 კატეგორიის – საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ პირებზე, სამუშაო ვიზიტით საქართველოში მომავალ დიპლომატიური პასპორტის მფლობელ პირებზე;“; ბ) „ბ.ა“−„ბ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) B1 კატეგორიის – სხვა სახელმწიფოს დელეგაციის წევრებზე, სამუშაო ვიზიტით საქართველოში მომავალ სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტის მფლობელ პირებზე, აგრეთვე აღნიშნულ პირთა თანმხლებ ოჯახის წევრებზე და სხვა თანმხლებ პირებზე; ბ.ბ) B2 კატეგორიის – სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო დაწესებულების საკონსულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებსა და კერძო შინამუშაკებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებზე და მათი ოჯახის წევრებზე; A2 კატეგორიის დიპლომატიური ვიზის მიმღებ პირთა თანმხლებ კერძო შინამუშაკებზე; ბ.გ) B3 კატეგორიის – საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრებზე და მათი ოჯახის წევრებზე; ბ.დ) B4 კატეგორიის – საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ პირებზე;“; გ) „გ.ბ“−„გ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ) C2 კატეგორიის – ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად საქართველოში მომავალ პირებზე; გ.გ) C3 კატეგორიის – საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართავად საქართველოში მომავალ პირებზე, სამეცნიერო სემინარის, კონფერენციის, სხვა სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური, კულტურული ან სპორტული ღონისძიების მონაწილეებზე, ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის გემის ეკიპაჟის წევრთა უვიზო მიმოსვლა; საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის/სამგზავრო გადაყვანის დროს სატვირთო/სამგზავრო ავტომანქანის ძირითად და დამატებით მძღოლებზე; გ.დ) C4 კატეგორიის – სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად ან გასაწევად, საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეზე ან მზრუნველზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე, სამკურნალოდ, ნათესავებისა და ახლობლების საფლავების მოსანახულებლად, წმინდა ადგილების მოსალოცავად და რელიგიური კონტაქტების დასამყარებლად საქართველოში მომავალ პირებზე;“; დ) „დ.ა“−„დ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ა) D1 კატეგორიის – შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე; კომპანიებისა და ფირმების წარმომადგენლებსა და კონსულტანტებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან; უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში სამუშაოდ, გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე შემოდიან; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე; დ.ბ) D2 კატეგორიის – სამეცნიერო, სპორტული, კულტურული ან საგანმანათლებლო მისიით საქართველოში მომავალ პირებზე; თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე; უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში სტაჟირების გასავლელად ან მოხალისედ მოემგზავრებიან; მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან; დ.გ) D3 კატეგორიის – საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან მის ბაზაზე სასწავლებლად ან კვლევის ჩასატარებლად მომავალ პირებზე; საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებზე;“; ე) „დ.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ე“ ქვეპუნქტი: „დ.ე) D5 კატეგორიის − პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, და მისი ოჯახის წევრებზე. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.“. 4. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის სავიზო განაცხადს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ელექტრონული ვიზის გასაცემად, გარდა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე D კატეგორიის საიმიგრაციო ელექტრონული ვიზის გაცემის შემთხვევისა, უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე − e-VISA PORTAL-ზე − განთავსებულ სავიზო განაცხადს.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11−13 პუნქტები: „11. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – იუსტიციის სახლი (შემდგომ − იუსტიციის სახლი) და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ან უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება შესაძლებელია გადაეცეს მუნიციპალიტეტს დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე. 12. ამ მუხლის 11 პუნქტითა და ამ კანონის მე-9 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით. 13. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების უფლებამოსილებათა განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გამოსცემენ ერთობლივ ბრძანებას.“; გ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გარემოებები, რომელთა დადასტურება აუცილებელია საქართველოს ვიზის მისაღებად, ან/და დოკუმენტები, რომლებიც სავიზო განაცხადს უნდა დაერთოს, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. საქართველოს ვიზის გამცემმა ორგანომ ვიზის მიღების მსურველი ან/და მისი წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გასაუბრებაზე მიიწვიოს.“; დ) მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ე) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით სავიზო განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე, შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით, თუ საჭიროა სავიზო განაცხადის შემდგომი შემოწმება. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოკლევადიანი საქართველოს ელექტრონული ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება შემცირდეს 5 სამუშაო დღემდე ან უფრო მოკლე პერიოდამდე. მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის − e-VISA PORTAL-ის − მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე გაცემის ვადა 5 დღეზე მოკლე პერიოდამდე შეიძლება შემცირდეს ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ გადაუდებელ შემთხვევებში. 8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება D კატეგორიის (გარდა D5 კატეგორიისა) საიმიგრაციო გრძელვადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.“. 5. მე-9 მუხლის: ა) პირველი−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოში მყოფი უცხოელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება, თუ იგი შესაბამისი ვიზის გაცემის პირობებს აკმაყოფილებს. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისას უცხოელი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან. 2. D3 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში კვლევის ჩასატარებლად მომავალ პირებს და საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებს, თუ ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველი არ ითვალისწინებს ამ პირების საქართველოში 3 თვეზე მეტი ვადით დარჩენის შესაძლებლობას. 3. საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 4. საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები: „41. D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფენ იუსტიციის სახლი და სააგენტო. სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება შესაძლებელია გადაეცეს მუნიციპალიტეტს დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე. 42. უცხოელს, რომელმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სავიზო განაცხადი წარადგინა, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. აღნიშნული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან.“. 6. მე-10 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უცხოელი, რომელსაც საქართველოში შემოსვლისათვის არ ესაჭიროება მოკლევადიანი საქართველოს ვიზა, საქართველოში შემოდის და იმყოფება არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. 3. იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და საქართველოში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადით − სრული 1 წლის განმავლობაში ყოფნა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. უცხოელს, რომელსაც აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, შეუძლია საქართველოში უვიზოდ შემოსვლა იმავე დადგენილებით გათვალისწინებული ვადითა და პირობებით.“. 7. მე-11 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში უნდა არსებობდეს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა საქართველოს ვიზის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნა არ საბუთდება.“. 8. მე-14 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. 2. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 9. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, და მისი ოჯახის წევრებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.“. 10. მე-16 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს 1 წლის ვადით. აღნიშნული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს შეუწყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა გრძელდება იმავე პირობებით, რომლებითაც ეს ნებართვები გაიცა. ამასთანავე, თუ უცხოელი ინარჩუნებს საკუთრების უფლებას იმ უძრავ ნივთზე, რომლის საფუძველზედაც მასზე გაიცა ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, იგი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან.“. 11. 21-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, აგრეთვე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეწყვეტის შემთხვევაში.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაცემული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სხვა შემთხვევებში გაცემული საქართველოს ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ორგანოსთვის გახდა ცნობილი საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საფუძველი.“. 12. 45-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 13. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს უცხოელისათვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დასადგენად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში. ამასთანავე, თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს უცხოელისათვის საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში.“. 14. 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 70. საქართველოს ვიზისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაკრებელი და საფასური 1. უცხოელი საქართველოს ვიზის გაცემისათვის იხდის საკონსულო მოსაკრებელს „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო უცხოელი სასაზღვრო გამტარ პუნქტში მოკლევადიანი ორდინალური ვიზის გაცემისათვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის გაცემისათვის და მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის იხდის სახელმწიფო ბაჟს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. უცხოელი მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ოდენობითა და წესით იხდის: ა) ამ კანონის მე-8 მუხლის 11 და 12 პუნქტებითა და მე-9 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გასაცემად, აგრეთვე D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფენ იუსტიციის სახლი და სააგენტო, ან სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტი დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის.“.
მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს: ა) იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცება, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით; ბ) ამ კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებებში ცვლილებების შეტანა. 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს: ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანა; ბ) შესაბამის მუნიციპალიტეტებთან დელეგირების ხელშეკრულებების გაფორმება. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში გამოსცენ ერთობლივი ბრძანება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების უფლებამოსილებათა განსაზღვრის მიზნით.
მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 41 პუნქტისა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს ვიზის გასაცემად და ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებისა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანის საჯარო სამართლის იურიდიული პირების − იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ უზრუნველყოფის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმავე პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელების ნაწილში, აგრეთვე მე-14 პუნქტით გათვალისწინებული „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 41 პუნქტი საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს ვიზის გასაცემად და ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებისა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანის საჯარო სამართლის იურიდიული პირების − იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ უზრუნველყოფის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმავე პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელების ნაწილში, აგრეთვე მე-14 პუნქტით გათვალისწინებული „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
ქუთაისი, 8 მაისი 2015 წ. N3602-რს |
დოკუმენტის კომენტარები