„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3584-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 30/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 300010000.05.001.017741
3584-IIს
01/05/2015
ვებგვერდი, 18/05/2015
300010000.05.001.017741
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2009, მუხ. 320) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. პირველი მუხლის:

 ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ამ კანონის მიზანია ოფიციალური სტატისტიკის გაეროს ფუნდამენტური პრინციპებისა და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად, აგრეთვე სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული ძირითადი პრინციპების საფუძველზე ქვეყანაში დამოუკიდებელი, ობიექტური და სანდო სტატისტიკის წარმოების უზრუნველყოფა.“;

 ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

 „3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ყველა რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირზე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა არარეზიდენტზე – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

 2. მე-3 მუხლის:

 ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზ) სტატისტიკური ერთეული – ელემენტური ერთეული, რომელიც ექვემდებარება სტატისტიკურ კვლევას და არის სტატისტიკური დაკვირვების ობიექტი;“;

 ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:

 „ლ) სტატისტიკური მეთოდოლოგია – სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების სტატისტიკური კვლევის ხერხების, წესებისა და მეთოდების ერთობლიობა;

 მ) ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემა – ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოებისა და ერთეულების ერთობლიობა, რომლებიც აგროვებენ, ამუშავებენ და ავრცელებენ ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებს საქართველოს სახელით.“.

 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სტატისტიკის წარმოება და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელება ეფუძნება ოფიციალური სტატისტიკის შემდეგ ძირითად პრინციპებს:

 ა) მნიშვნელოვნობა, ობიექტურობა, საყოველთაო ხელმისაწვდომობა – ოფიციალური სტატისტიკა არის დემოკრატიული საზოგადოების საინფორმაციო სისტემის აუცილებელი ელემენტი, რომელიც ხელისუფლების ორგანოებს, ეკონომიკის სუბიექტებსა და საზოგადოებას ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფს. ამ მიზნით და მოქალაქეთა მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლები მიუკერძოებლად ამზადებენ და ავრცელებენ პრაქტიკული ღირებულების მქონე სტატისტიკურ მონაცემებს;

 ბ) პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის დაცვა – ოფიციალური სტატისტიკისადმი ნდობის შესანარჩუნებლად ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებმა სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და წარდგენის მეთოდებთან და პროცედურებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მხოლოდ პროფესიული მოსაზრებების შესაბამისად, მეცნიერული პრინციპებისა და პროფესიული ეთიკის გათვალისწინებით უნდა მიიღონ;

 გ) ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა – სტატისტიკური მონაცემების სწორი ინტერპრეტაციის ხელშეწყობისათვის ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებმა ინფორმაცია სტატისტიკურ წყაროებთან, მეთოდებთან და პროცედურებთან დაკავშირებული მეცნიერული სტანდარტების შესაბამისად უნდა წარადგინონ;

 დ) სტატისტიკური მონაცემების მცდარი გამოყენების თავიდან აცილება – სტატისტიკური მონაცემების მცდარი ინტერპრეტაციის ან არასწორად გამოყენების შემთხვევაში ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებს აქვთ მათი განმარტების უფლება;

 ე) სტატისტიკური წყაროს არსებობა – სტატისტიკური მიზნებისათვის მონაცემები შეიძლება შეგროვდეს ყველა სახის წყაროდან – სტატისტიკური გამოკვლევებიდან ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებული ინფორმაციიდან. სტატისტიკის მწარმოებელმა სტატისტიკური წყარო ხარისხის, დროულობის, დანახარჯებისა და რესპონდენტის დატვირთვის გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს;

 ვ) კონფიდენციალურობა – ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლის მიერ სტატისტიკური მიზნებისათვის შეგროვებული, ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ მონაცემები მკაცრად კონფიდენციალურია და მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისათვის გამოიყენება;

 ზ) საკანონმდებლო ბაზის საჯაროობა – კანონმდებლობა, ნორმები და ზომები, რომელთა ფარგლებშიც ფუნქციონირებს ოფიციალური სტატისტიკის სისტემა, საჯაროა;

 თ) ეროვნული კოორდინაცია – ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებს შორის კოორდინაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის მდგრადობისა და ეფექტიანობის მისაღწევად;

 ი) საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება – ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლის მიერ საერთაშორისო ცნებების, კლასიფიკაციებისა და მეთოდების გამოყენება ხელს უწყობს ოფიციალური სტატისტიკის სისტემების შეთანხმებულობასა და ეფექტიანობას;

 კ) საერთაშორისო თანამშრომლობა – ოფიციალური სტატისტიკის სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა ხელს უწყობს ოფიციალური სტატისტიკის სისტემების გაუმჯობესებას.“.

 4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

 ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;“;

 ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და სასამართლოსათვის წარდგენა;“;

 გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

 „თ) ამ კანონითა და საქსტატის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.“. 

 5. მე-8 მუხლის:

 ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად არის საქსტატის საბჭოსა და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, თუ, ამ კანონის 14მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქსტატის საბჭო სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.“;

 ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

 „7. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იმავე პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში.“.

 6. მე-9 მუხლის:

 ა) პირველი პუნქტის:

 ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

 „ა1) საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრების თანამდებობაზე დანიშვნა;“;

 ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მეთოდოლოგიის შემუშავება და მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;“;

 ა.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზ) საქსტატის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;“;

 ბ) მე-4 პუნქტის:

 ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) წლის განმავლობაში განხორციელებული სტატისტიკური საქმიანობის შესახებ;“;

 ბ.ბ) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

 „5. აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია საქსტატის დებულებით გათვალისწინებული ზოგიერთი ფუნქცია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციებისა, დელეგირების უფლებით გადასცეს თავის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს.“.

 7. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

 „3. საბჭოს 8 წევრიდან 1 უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, 1 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, ხოლო 1 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.“.

 8. მე-12 მუხლის:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საბჭოს წევრის შერჩევა და დანიშვნა“;

 ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრს თანამდებობაზე ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით, ამ მუხლით დადგენილი წესით.“;

 გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

 „21. საბჭოს იმ წევრთა შესარჩევ კონკურსს, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები, აცხადებს საქსტატი, ხოლო საკონკურსო კომისიას ქმნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;

 დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან წარუდგენს არსებულ 5 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 8 კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − არსებული ვაკანტური თანამდებობების ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას.“;

 ე) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. თუ რომელიმე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს თანხმობა არ მიეცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის შედეგად შერჩეულ სხვა პირთა კანდიდატურებს. ისინი აირჩევიან ამ მუხლით დადგენილი წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხადდება ხელახალი კონკურსი.

 9. საქართველოს პარლამენტის მიერ კანდიდატისთვის თანხმობის მიცემის შემდეგ საბჭოს წევრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;

 ვ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „11. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.“;

 ზ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11პუნქტი:

 „111. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იმავე პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში.“.

 9. მე-13 მუხლის:

 ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა და დამტკიცება;“;

 ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

 „ი1) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;“.

 10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IIIთავი:

„თავი III1

საქსტატის მრჩეველთა საბჭო

 

 მუხლი 141. საქსტატის მრჩეველთა საბჭო

 1. საქსტატის მრჩეველთა საბჭო არის საქსტატის საკონსულტაციო ორგანო. მის წევრებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.

 2. საქსტატის მრჩეველთა საბჭო შედგება არანაკლებ 8 წევრისაგან.

 3. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრობისათვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესები განისაზღვრება საქსტატის მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.

 4. საბჭოს გადაწყვეტილებით საქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს საბჭოს ის წევრი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე.

 

 მუხლი 142. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები და გადაწყვეტილება

 1. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციებია:

 ა) საქსტატისათვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების წარდგენა;

 ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;

 გ) სტატისტიკურ საქმიანობაში გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის მეცნიერული ანალიზი და საბჭოსათვის რეკომენდაციების მომზადება;

 დ) სტატისტიკური საქმიანობის თანამედროვე მეთოდების განხილვა, სტატისტიკური მეთოდოლოგიის სრულყოფასთან დაკავშირებით საბჭოსათვის კონსულტაციის გაწევა და წინადადებების წარდგენა;

 ე) ამ კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

 2. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა.“.

 11. მე-18 მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. პირი ვალდებულია გამოკითხვის პროცესში საქსტატს უტყუარი მონაცემები მიაწოდოს.“;

 ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

 „3. აღწერას არ ექვემდებარებიან ის უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი შინამეურნეობების წევრები, რომლებიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ, აგრეთვე უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და მათი შინამეურნეობების წევრები.“.

 12. მე-19 მუხლის:

 ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) აღწერის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი მეთოდოლოგიითა და წესით ჩატარება;“;

 ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 13. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

 „4. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მეთოდოლოგიას ამტკიცებს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია.“.

 14. 21-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. აღწერის ჩატარების ზუსტი თარიღის დასადგენად, აღწერის მომზადებისა და ჩატარების საკითხების ოპერატიულად გადასაწყვეტად, აგრეთვე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების შეთანხმებული მოქმედების (კოორდინაციის) უზრუნველსაყოფად აღწერის ჩატარების სავარაუდო თარიღამდე არაუგვიანეს 3 წლისა, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე იქმნება მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია (შემდგომ – კომისია).

 3. საქსტატი ამუშავებს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამას, განიხილავს აღწერის ჩატარების მეთოდურ და ორგანიზაციულ საკითხებს, განსაზღვრავს საჭირო სამუშაოთა ჩამონათვალს, მათი შესრულების ვადებსა და შემსრულებლებს. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამასა და კითხვარებს ამტკიცებს კომისია.

 4. კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის წევრი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

 15. 22-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

 16. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 25. სტატისტიკური მონაცემების და სხვა ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება

 1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქსტატი უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოებისაგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს თავისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ყველა სტატისტიკური მონაცემი და სხვა ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, საქსტატის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარუდგინონ მას ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 3. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული პირები ვალდებული არიან, საქსტატის წერილობითი, მათ შორის, ელექტრონული სახით, მოთხოვნის შემთხვევაში მატერიალური ან ელექტრონული სახით წარუდგინონ მას მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური.

 4. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში საქსტატისათვის ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ პირებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვადას ადგენს საქსტატი სტატისტიკური კვლევის პერიოდის გათვალისწინებით. ეს ვადა არ უნდა იყოს წერილობითი, მათ შორის, ელექტრონული სახით, მოთხოვნის ადრესატისათვის ჩაბარებიდან/ადრესატის მიერ მიღებიდან 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

 6. ადრესატისათვის წერილობითი მოთხოვნის ჩაბარება უნდა დადასტურდეს სათანადო დოკუმენტით, ხოლო ადრესატის მიერ ელექტრონული წერილის მიღება – საპასუხო ელექტრონული წერილით.

 7. წერილის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში წერილი ჩაბარებულად ითვლება.

 8. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს პირს ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების შესრულებისგან.“.

 17. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

 „3. სტატისტიკის წარმოებისათვის შეგროვებული, პერსონალური მონაცემების შემცველი მატერიალური სახის ინფორმაცია უნდა განადგურდეს სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში.“.

 18. 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) სასყიდლით უზრუნველყოფს ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდებას ყველა მომხმარებლისათვის, გარდა ადმინისტრაციული ორგანოებისა, სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებისა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა, უცხო ქვეყნის სტატისტიკური ორგანოებისა, სტატისტიკური ინფორმაციის გამავრცელებელი საერთაშორისო ორგანიზაციებისა.“.

 

 მუხლი 2

 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 მაისი 2015 წ.

N3584-IIს