დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3581-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/05/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/05/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.017717 |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება.“. 2. მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;“. 3. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 48-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოში საგადასახადო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო ორგანოები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება სხვა ორგანოს აქვს მინიჭებული.“. 5. 49-მუხლის მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 6. 53-ე მუხლის მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 7. 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. 63-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას. 2. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხა აღემატება აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხას, საგადასახადო ორგანო ზედმეტად გადახდილ თანხას შემდგომ დარიცხული და აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად მიმართავს.“; ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ამოღებულ იქნეს; გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. გადასახადის გადამხდელისთვის მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“. 9. 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 81. გადასახადის განაკვეთი 1. ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. საცხოვრებელი ფართობის იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება. 3. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი განისაზღვრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრის წარმოების და საცხოვრებელი ფართობის იურიდიულ პირებზე გამქირავებელი პირების მიერ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“. 10. მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) გადასახადის გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების შემცირებით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით, აგრეთვე ამ კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლებით მიღებული სარგებელი;“. 11. 134-ე მუხლის: ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) როიალტი – 5 პროცენტით;“; ბ) 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორულ ქვეყანაში რეგისტრირებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ბ1“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით.“. 12. 153-ე მუხლის 31 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 13. 161-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისათვის ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ პირთა ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგებზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა გათავისუფლებული ოპერაციისა) განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მის მიერ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე ნაკლებია. ამასთანავე, საქონლის ან/და მომსახურების მიმღებს აქვს დღგ-ისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა; ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ, ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციის განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე ნაკლებია. ამასთანავე, საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს აქვს დღგ-ისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა; გ) გადასახადის გადამხდელის მიერ, დასაბეგრი ოპერაციის (გარდა გათავისუფლებული ოპერაციისა) ან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციის განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე მეტია. ამასთანავე, საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს აქვს დღგ-ისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა.“. 14. 171-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქონლის დროებითი შემოტანისას: ა) პირმა, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის, დარიცხული დღგ-ის თანხა უნდა გადაიხადოს არაუგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განახორციელოს საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს; ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს დღგ-ის დარიცხვის ვალდებულება არ ეკისრება. ამასთანავე, ითვლება, რომ ამ საქონელზე მან განახორციელა შესაბამისი ოდენობის დღგ-ის ჩათვლა.“; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უკუდაბეგვრისას საგადასახადო აგენტი (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისა) ვალდებულია დარიცხული დღგ-ის თანხა გადაიხადოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.“. 15. 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 16. 174-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ უკუდაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია.“. 17. 176-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა ექვემდებარება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვას; ბ) თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად, მის მიერ საგადასახადო ორგანოში ანგარიშგების წარდგენისა და დარიცხული გადასახადის ბიუჯეტში გადახდის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“. 18. 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი;“. 19. 204-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისთვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმით გამოყოფილი მიწა იბეგრება ერთ ჰექტარზე არაუმეტეს 3 ლარით.“. 20. 238-ე მუხლის მე-8–მე-11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებით საურავის დარიცხვა არ ჩერდება. 81. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის გარეშე აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 1 წლით, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა 5000 ლარს არ აღემატება. 9. გადასახადის გადამხდელთან ფორმდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც აისახება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადები და პირობები. 10. თუ გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, უქმდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ. 11. აღიარებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. 21. 253-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 253. აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის წესი 1. აღიარებული საგადასახადო დავალიანება დაიფარება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) გადასახადის თანხა; ბ) ჯარიმა; გ) საურავი. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული თანამიმდევრობის გათვალისწინებით აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბრძანებით.“. 22. 269-ე მუხლის 51 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 23. 271-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართალდარღვევა საგადასახადო შემოწმების აქტშია დაფიქსირებული.“. 24. 272-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.“; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღე ვადაგადაცილებულ დღედ ითვლება.“. 25. 282-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.“. 26. 286-ე მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.“; ბ) მე-9–მე-11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. 10. ამ მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება, თუ: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 2 პროცენტს არ აღემატება; ბ) გადასახადის გადამხდელმა ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის ან საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე და, ამ ინფორმაციის თანახმად, ზედმეტობა აღიარებულია სარგებლად, ხოლო დანაკლისი − მიწოდებად. 11. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება, − იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“. 27. 309-ე მუხლის: ა) მე-40 ნაწილი ამოღებულ იქნეს; ბ) 45-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „45. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწეროს საგადასახადო დავალიანება, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით აღიარებულად არ ითვლება, აღნიშნული დავალიანების თანხის დარიცხვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელისათვის არ ყოფილა წარდგენილი საგადასახადო ორგანოს შეტყობინება/საგადასახადო მოთხოვნა და გასულია მისი წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.“; გ) 61-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „61. გადასახადის გადაუხდელ თანხას 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საურავი დაერიცხება 0,06 პროცენტის ოდენობით, ხოლო ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული საურავი − 0,05 პროცენტი − გადასახადის გადაუხდელ თანხას დაერიცხება 2015 წლის 1 ივლისიდან. ამ შემთხვევაში გადასახადის გადაუხდელობისათვის საურავის ოდენობის განსაზღვრისას ამ კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილების დებულებები არ გამოიყენება.“; დ) 81-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 82-ე–85-ე ნაწილები: „82. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2015 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი თავისუფლდება აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის, სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევისათვის ამ კოდექსის 272-ე მუხლითა და 289-ე მუხლის პირველი, მე-17 და მე-18 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წარდგენასა და გაფორმებას. 83. ამ მუხლის 82-ე ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის გამოყენებული საგადასახადო სანქციები ამავე მუხლის 82-ე ნაწილის ამოქმედებამდე აღსრულდა. 84. 2015 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდებზე ჩათვლის დოკუმენტად განიხილება უკუდაბეგვრისას ან საქონლის დროებითი შემოტანისას ბიუჯეტში დღგ-ის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 85. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2016 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესის დასადგენად ბრძანების გამოცემა.“.
მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6, მე-8, მე-12, მე-14–მე-17, მე-20, 21-ე, 24-ე ნაწილებისა და 27-ე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 და მე-8 ნაწილები ამოქმედდეს 2015 წლის 1 დეკემბრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-12, მე-14–მე-17, მე-20, 21-ე, 24-ე ნაწილები და 27-ე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან. 4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 ნაწილი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობის იურიდიულ პირებზე გამქირავებელი პირების ნაწილში) ამოქმედდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესის დასადგენად ბრძანების გამოცემისთანავე. 5. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 ნაწილის (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობის იურიდიულ პირებზე გამქირავებელი პირების შემთხვევისა) და მე-18 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 6. ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 7. ამ კანონის პირველი მუხლის მე-19 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
ქუთაისი, 1 მაისი 2015 წ. N3581-IIს |
დოკუმენტის კომენტარები