დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3551-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/05/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010100000.05.001.017737 |
|
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 2000 წელი, მუხ. 49) X თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი X. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის უფლებები მუხლი 45 1. სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის უზრუნველყოფილია სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით. 2. პირს უფლება აქვს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე მოითხოვოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევის, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო მომსახურების გაწევა. მუხლი 46 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირი სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით. მუხლი 47 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას შეუძლია ამ დაწესებულებაში მოთავსებულ პირს შეუზღუდოს სამედიცინო მომსახურების გამწევის არჩევის უფლება. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან. |
ქუთაისი, 1 მაისი 2015 წ. N3551-IIს |
დოკუმენტის კომენტარები