დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3537-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/05/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 140100000.05.001.017743 |
|
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ცნობების შეგროვება – ოპერატიული მუშაკის ან გამომძიებლის მიერ კრიმინალისტიკური, ოპერატიულ-სამძებრო ან ინფორმაციის შენახვის სხვა წყაროდან იმ ფაქტობრივი მონაცემების ოფიციალურად მოპოვება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესასრულებლად;“. 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა.“. 3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება არის ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესრულებას.“. 4. მე-8 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) პატიმრობის კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის წერილობითი ბრძანება.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება მათი დაწყების საფუძვლის აღმოფხვრამდე, მაგრამ ამ ღონისძიებების განხორციელების ხანგრძლივობა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.“. 5. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შესრულდა ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანა; ბ) დადგინდა გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანის შესრულება ობიექტურად შეუძლებელია;“. 6. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს, საგამოძიებო დეპარტამენტს, პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების სამსახურებს;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან. |
ქუთაისი, 1 მაისი 2015 წ. N3537-IIს |
დოკუმენტის კომენტარები