დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/04/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.132.016256 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და რეგლამენტის 67-ე მუხლს (ბიუჯეტის შესრულების ანგარიში) დაემატოს შემდეგი შინაარსის 5-7 პუნქტები:
„5. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან. 6. საკრებულო ბიუჯეტის კვარტალური ანგარიშის წარდგენიდან ერთი კალენდარული თვის ვადაში ისმენს ანგარიშს ბიუჯეტის კვარტალური შესრულების შესახებ, რომელსაც წარადგენს ქ. ბათუმის მერი ან მის მიერ დანიშნული პირი. ამასთან, საკრებულომ თანამოხსენების სახით შეიძლება მოისმინოს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის დასკვნა. 7. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო-ეკონომიკური ორგანო ყოველი თვის დასრულებიდან 15 დღის ვადაში აგზავნის ანგარიშს საკრებულოში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით. ანგარიშს განიხილავს და შესაბამის დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებს წარუდგენს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია. საკრებულოს თავმჯდომარე კომისიის დასკვნიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას საკითხის სხდომაზე მოსმენასთან დაკავშირებით.“. |
2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები