„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3488-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.017709
3488-IIს
29/04/2015
ვებგვერდი, 14/05/2015
360160000.05.001.017709
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 26.12.2007, მუხ. 404) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქმიანობის განმახორციელებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი (რომელიც არ არის იურიდიული პირი), რომელიც ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად მიმართავს შესაბამის ორგანოს;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტები:

„ზ) მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) მიერ გამოცემული ბრძანება, რომელიც საქმიანობის განმახორციელებელს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლებას ანიჭებს;

თ) არატექნიკური რეზიუმე – გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოკლე აღწერა გრაფიკული და სხვა საილუსტრაციო მასალის თანდართვით;

ი) ეკოლოგიური აუდიტი − მიმდინარე საქმიანობის განხორციელების პროცესში ამ საქმიანობის ტექნიკური, ეკოლოგიური და სოციალური მაჩვენებლების კომპლექსური ანალიზი, რომელიც მოიცავს მთელ საწარმოო-ტექნოლოგიურ ციკლს და ტარდება გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების საშუალებების დადგენისა და საქმიანობის მოქმედ გარემოსდაცვით ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. ეკოლოგიური აუდიტის ჩატარების შედეგად დგება ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში;

კ) საცავი − სხვადასხვა მოყვანილობისა და ფორმის რკინაბეტონის, ხის, ლითონის ან სხვა მყარი ნაკეთობის სათავსი ან ნაგებობა, რომელიც დაცულია გარეშე პირთა შეღწევისაგან, გამოიყენება სხვადასხვა ნივთიერების განსათავსებლად და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ლ) ექსპერტი − ეკოლოგიური ექსპერტიზის ან/და შეთანხმების პროცედურაში მონაწილე სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი ან/და „დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის სამართლებრივი აქტის შესაბამისად რეგისტრირებული დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და გამოცდილება დაკისრებული საექსპერტო მოვალეობის შესასრულებლად.“.

2. მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამინისტროსათვის წარდგენილ დოკუმენტაციაზე სამინისტრო გასცემს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მშენებლობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებისა და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცემა მშენებლობის ნებართვის გაცემის მე-2 სტადიაზე. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მშენებლობის ნებართვის ნაწილია (ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობა მშენებლობის ნებართვის პირობაა) და მშენებლობის ნებართვის მაძიებლისათვის ან მფლობელისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულება სავალდებულოა როგორც მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის პერიოდში.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მისამართს, სადაც საზოგადოების წარმომადგენლებს შეეძლებათ დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მათ შორის, გზშ-ის ანგარიშის, ტექნიკური რეზიუმეს და არატექნიკური რეზიუმეს დოკუმენტური და ელექტრონული ვერსიების) გაცნობა;“;

ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბეჭდვით ორგანოში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინოს გზშ-ის ანგარიშის, დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით მომზადებული ტექნიკური რეზიუმეს და არატექნიკური რეზიუმეს დოკუმენტური და ელექტრონული ვერსიები;“.

4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ტექნიკური რეზიუმე და არატექნიკური რეზიუმე;“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 9მუხლი:

„მუხლი 91. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი

1. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობები (გარდა საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ განსაზღვრული, არსებულ ნაგავსაყრელებთან დაკავშირებული საქმიანობებისა), რომელთა განხორციელებაც დაწყებულია 2015 წლის 1 ივნისამდე და რომლებსაც არ აქვს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, საჭიროებს ამ მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად სამინისტროს მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ სათანადო გადაწყვეტილების მიღებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად განცხადებით მიმართოს სამინისტროს და წარადგინოს ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში, აგრეთვე მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი. განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას წარდგენილი დოკუმენტაციის კონფიდენციალური ნაწილის შესახებ. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს ტექნოლოგიური ციკლის სრული სქემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმიანობა კომერციულ ან/და სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს.

3. ეკოლოგიური აუდიტის ჩატარებისათვის საჭირო ხარჯებს საქმიანობის განმახორციელებელი გაიღებს.

4. სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოფს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე მის განთავსებას საზოგადოების ჩართულობისა და შესაბამისი წინადადებების მიღების მიზნით.  

5. სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში იხილავს საზოგადოების წარმომადგენლების მიერ წერილობით წარდგენილ შენიშვნებსა და მოსაზრებებს, ხოლო დოკუმენტაციის ვებგვერდზე განთავსებიდან მე-40 დღეს აწყობს საჯარო განხილვას.

6. სამინისტრო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ატარებს ექსპერტიზას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის უზრუნველსაყოფად მინისტრის ბრძანებით იქმნება საექსპერტო კომისია, რომლის შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ ექსპერტები. „დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის სამართლებრივი აქტის შესაბამისად რეგისტრირებულ დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 

8. სამინისტრო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფს დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლების მიერ წარდგენილი არგუმენტირებული წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებას.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია სათანადო დასაბუთებული გადაწყვეტილება აცნობოს შესაბამის დაინტერესებულ პირს.

10. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ამ საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის ვადებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ადგენს სამინისტრო.

11. სამინისტრო შესაბამისი განცხადების რეგისტრაციიდან არანაკლებ 50 და არაუმეტეს 60 დღის ვადაში, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იღებს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით.

12. საქმიანობის განმახორციელებელი, რომელიც მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად მიმართავს სამინისტროს და ვერ აკმაყოფილებს მოქმედ გარემოსდაცვით ნორმებს, ვალდებულია უზრუნველყოს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში შესრულება.

13. საქმიანობის განმახორციელებელი მის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სრულად შესრულების შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს ნებართვის მისაღებად. სამინისტრო ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, გარდა ამავე კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით დადგენილი მოთხოვნებისა.

14. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება საქმიანობის განმახორციელებელს არ ათავისუფლებს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე და მიღების შემდეგ მისი საქმიანობის განხორციელების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.“.

6. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სხვა პირისათვის გადაცემა

 1. ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მფლობელი უფლებამოსილია ნებართვა/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა სხვა პირს გადასცეს.

2. ნებართვის, ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გადაცემისას ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მფლობელი და ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიმღები ვალდებული არიან, მიმართონ სამინისტროს ერთობლივი განცხადებით, რომელშიც აღინიშნება გადასაცემი ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის რეკვიზიტები. განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მფლობელისა და ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიმღების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერები – კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები − ფიზიკური პირისათვის. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას თან უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

ბ) ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გადაცემის შესახებ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება;

გ) სანებართვო მოწმობის დედანი – ნებართვის გადაცემის შემთხვევაში.

3. ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მფლობელი და ნებართვის/ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიმღები ვალდებული არიან, ნებართვის/ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გადაცემის შესახებ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისათვის შესაბამის ორგანოს წარუდგინონ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და სამინისტროს მიერ გაცემული, ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ძალაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. სამინისტრო ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გადაცემის შესახებ განცხადებას იხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გადაცემის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილებას ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით. ნებართვის გადაცემის შესახებ მინისტრის ბრძანების საფუძველზე უწყებრივ სანებართვო რეესტრში შესაბამისი ცვლილება შეიტანება.

5. ნებართვის გასხვისების შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სამინისტრო გასცემს ახალ სანებართვო მოწმობას.

6. ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სხვა პირისათვის გადაცემა დასაშვებია ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის ან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ერთ-ერთი მხარე ვალდებულია მიმართოს სამინისტროს განცხადებით, რომლის საფუძველზედაც სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გადაცემის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.   

7. ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიმღები ვალდებულია შესაბამისი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების ამოქმედების მომენტიდან.

8. ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიმღები ვალდებულია შეასრულოს ნებართვით/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობები. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევაა.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 20მუხლი:

„მუხლი 201. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა

1. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმებას. ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ სამინისტრო განსაზღვრავს გონივრულ ვადას მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის, აგრეთვე იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებლისთვის დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. საქმიანობის განმახორციელებელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება გონივრული ვადა და შესაბამისი პირობები მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის.­

3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, თუ საქმიანობის განმახორციელებელი მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილ პირობებს არ შეასრულებს, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება.

4. თუ, ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, საქმიანობის განმახორციელებელი არ შეასრულებს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილ პირობებს, სამინისტრო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს.“.

8. 22-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის 9მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად სამინისტროს განცხადებით მიმართოს 2017 წლის 1 ივნისამდე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. 2015 წლის 1 ივნისამდე გამოიცეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების შესახებ“.“.     

მუხლი 2 

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 აპრილი 2015 წ.

N3488-IIს