„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12656
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 21/04/2015
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016327
  • Word
12656
21/04/2015
ვებგვერდი, 24/04/2015
000000000.00.00.016327
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის

ბრძანება №12656

2015 წლის 21 აპრილი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა) მე-7 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კინოლოგიის სამმართველო;“;

ა.ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“:

გ.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განყოფილება.“;

ბ) მე-9 მუხლის:

ბ.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:

„ქ1) აუდიო-ვიდეოკონტროლის საშუალებების მეშვეობით მიღებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისას, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად მისი გაცემის უზრუნველყოფა;“;

ბ.გ) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1“ ქვეპუნქტი:

„შ1) საგადასახადო ორგანოებში არსებული ვიდეოკამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;“;

გ) მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო ორგანოში არსებული ან/და დადგენილი წესით მოთხოვნილი ან/და მიღებული (მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ფარგლებში) ინფორმაციის ანალიზი;“;

დ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის:

დ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კონვენციებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული, ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის და მგზავრთა გადაყვანის ნებართვების/ავტორიზაციების საბაჟო გამშვებ პუნქტებში და გაფორმების ადგილებზე გამოყენებისა და აღრიცხვიანობის კონტროლის ორგანიზება;“;

დ.ბ) „ნ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ2“ – „ნ4“ ქვეპუნქტები:

„ნ2) საბაჟო კონტროლის ზონებში და სხვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში არსებული რენტგენო-სკანერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

3) „საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ევროპა-კავკასია-აზია დერეფნის განვითარებისათვის“ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მესამე ქვეყანაში ტვირთის არგატანის შესახებ საჭირო საგარანტიო წერილების შედგენა-გაგზავნა;

4) საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო პორტატული ხელსაწყოების გამოყენების ორგანიზება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;“;

ე) მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 15. კინოლოგიის სამმართველო

კინოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) დეპარტამენტის უზრუნველყოფა კინოლოგიური მომსახურებით;

ბ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობის ორგანიზება, სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების წვრთნისა და ვეტერინარიის სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის, ინფორმაციის გაცვლისა და უცხოელ სპეციალისტთა მოწვევის მიზნით;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის მომზადება;

ე) საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტების მოწვევის თაობაზე წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ვ) სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების მოვლა-პატრონობა და რეგულარული წვრთნა, მათი სათანადო საკვებით, მედიკამენტებით, მოვლისა და დამუშავების საშუალებებით დროული უზრუნველყოფა;

ზ) სამუშაო ადგილებში სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლებთან მოქცევისა და მოვლის წესების მონიტორინგი;

თ) ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ზოგიერთი ნარკოტიკული ნივთიერებების, აგრეთვე, შესაძლებლობის ფარგლებში, ფეთქებად და სხვა საგანთა აღმოსაჩენად შესაბამისი კინოლოგიური მომსახურება;

ი) კინოლოგიური მომსახურების პროცედურების ანალიზი და საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება;

კ) კინოლოგიური მომსახურების გაწევისას მიღებული ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და სტატისტიკის წარმოების ორგანიზება;

ლ) კინოლოგიური საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგრეთვე წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა დამატებითი ზომების მიღების თაობაზე;

მ) ძაღლის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ თანამშრომელთა სათანადო გადამზადება და მათი საქმიანობის მონიტორინგი;

ნ) კინოლოგიური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ადგილზე ვიდეო-ინფორმაციის ანალიზის ან ვიზუალური დაკვირვების პერიოდულად განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში სათანადო მითითებების გაცემა ან თანამშრომელთა და სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების დამატებითი წვრთნის საჭიროების შესახებ წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის მომზადება;

ო) სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების ვეტერინარული მომსახურების უზრუნველყოფა;

პ) პერიოდულად სამსახურებრივი დანიშნულების ახალი ძაღლების გაწვრთნა და საჭიროების შემთხვევაში ძაღლების მოშენება, ლეკვების შერჩევა და მათი გაწვრთნა სამსახურებრივი დანიშნულების მიზნით;

ჟ) სპეციალური თვისებების დაკარგვის, ავადმყოფობის ან ასაკის გამო უნარდაქვეითებული სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების გარდაცვალებამდე მათი უზრუნველყოფა საკვებით, მედიკამენტებითა და ვეტერინარული მომსახურებით, მათ შორის, სხვა პირისათვის დროებით მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში სათანადო მედიკამენტებითა და ვეტერინარული მომსახურებით უზრუნველყოფა;

რ) ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი აქტებით გათვალისწინებული სხვა მოვალეობებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება;

ს) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“;

ვ) მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განყოფილება ახორციელებს:

ა) ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას და საბაჟო კონტროლს;

ბ) ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთას, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევების აღრიცხვას;

დ) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის სხვა დავალებების და მითითებების შესრულებას.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 მაისიდან.

შემოსავლების სამსახურის უფროსის                      გ. თაბუაშვილი