დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 129 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 04/05/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 15/05/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010040000.22.033.016754 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, №172, 31.12.2010) დამტკიცებული წესის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13 ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში (საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების გარეშე) საგადასახადო ორგანო ვალდებულია, სატრანსპორტო საშუალების გაფორმებისას ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში მითითებული, დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღი შეცვალოს საბაჟო დეკლარაციის ან სატრანსპორტო საშუალების წარდგენის თარიღით, ხოლო გრაფაში – „გამოცხადების ვადის გაგრძელება“ მიუთითოს: ცვლილების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს კოდი, მომსახურების გაწევისათვის (საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებისათვის) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები (ნომერი და თარიღი) და სხვა დამატებითი ინფორმაცია.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 15 მაისიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები