„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 171
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.018558
171
20/04/2015
ვებგვერდი, 23/04/2015
010220030.10.003.018558
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №171

2015 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

 

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010220030.10.003.017563)  შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (შემდგოში - ანტიკორუფციული საბჭო) შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი - საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;

დ) საგადასახადო ომბუდსმენი;

ე) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;

ვ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;

ზ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

თ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

ი) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;

კ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;

ლ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

მ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ნ) საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;

ო) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

პ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

ჟ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

რ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;

ს) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ტ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

უ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი;

ფ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი;

ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე;

ღ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე;

ყ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის უფროსი;

შ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი;

ჩ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე; 

ც) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე;

ძ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი;

წ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი;

ჭ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს მდივანი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულების  მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 3. ანტიკორუფციული საბჭოს ამოცანები

ანტიკორუფციული საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა;

ბ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება და შესრულების მონიტორინგი და შეფასება;

გ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება;

დ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;

ე) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა, მათი იმპლემენტაციის შესახებ, სახელმწიფო ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფა და ინფორმაციის მიწოდება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი