დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 170 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 20/04/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.018557 |
|
ფუნდამენტური ანტიკორუფციული რეფორმების შედეგად, დღეს საქართველო, ევროპის ქვეყნებს შორის, კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ხოლო, ანტიკორუფციული პოლიტიკის თვალსაჩინო წარმატება არაერთი საერთაშორისო კვლევით არის დადასტურებული.
საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეიძლება იყოს ერთჯერადი რეფორმა ან დროში შეზღუდული პროცესი და საჭიროებს მუდმივ და განგრძობად ძალისხმევას კეთილსინდისიერი და ანგარიშვალდებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისთვის. მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ, კიდევ უფრო თანამედროვე ეტაპზე გადავიდა - ისევე, როგორც ევროპის სხვა დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის, საქართველოსთვისაც მთავარი ორიენტირია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი დონის მიღწევა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა ჩართულობის კიდევ მეტად გაზრდა, კორუფციის პრევენციის მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა და სახელმწიფო მმართველობაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით გამოყენება. ამასთან, საქართველოს მთავრობის ხედვით, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა კორუფციის პრევენციისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში იდენტიფიცირებული გამოწვევების ეფექტიანი გადაჭრისა და კორუფციული რისკების შემცირებისაკენ უნდა იყოს მიმართული. ამიტომაც, ახალ გამოწვევებთან ბრძოლის, მიღწეული შედეგების გაღრმავების, არსებული მექანიზმების შემდგომი დახვეწისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბების გაფართოების მიზნით, 2013 წლის 25 იანვარს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, 2010 წელს დამტკიცებული საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებისა და 2010-2013 წლების სამოქმედო გეგმის ვადის ამოწურვის შემდგომ, ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ, 2015-2016 წლებისათვის. განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2015 წლის 4 თებერვლის სხდომაზე დამტკიცდა, ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს (OECD, GRECO, UNODC), ასევე, წინა სტრატეგიული დოკუმენტების შესრულების შეფასებასა და არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების ანალიზს. იგი ასახავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევებისა და რისკების ანალიზსა და შეფასებას თითოეულ რელევანტურ სფეროში და 13 ძირითადი პრიორიტეტის ფარგლებში, მათი გადაჭრის ეფექტიან საშუალებებს გვთავაზობს. ყოველივე ამის გათვალისწინებით: |
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები