სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ

  • Word
სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1462
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120.260.040.05.001.000.377
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1462
25/06/1998
პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
120.260.040.05.001.000.377
სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (21/06/2002 - 09/12/2004)

საქართველოს კანონი

სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ

ეს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინები

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამხედრო მოსამსახურე � საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, ან უცხო ქვეყნის მოქალაქე (�სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში ან სამხედრო ძალების რეზერვის პირველ თანრიგში;

ბ) სამხედრო მოსამსახურის სტატუსი � კანონით დადგენილი და სახელმწიფოს მიერ გარანტირებული უფლებების, თავისუფლებების, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის ერთობლიობა;

გ) სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები � საქართველოს სამხედრო ძალებისა და სამხედრო უწყებების სამხედრო მოსამსახურეები და პირველი თანრიგის რეზერვისტები: რიგითები (მატროსები), სერჟანტები, ზემდეგები (მიჩმანები), უმცროსი, უფროსი და უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრები.

საქართველოს 2002 წლის 21 ივნის ის კანონი № 1541 - სსმ I,� № 21 , 12 . 07 . 2002 წ., მუხ. 87

მუხლი 2. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი

1. სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფოს შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

2. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურს გადის �სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

3. სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მისი პირადობის, მოქალაქეობისა და სამართლებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთები.

4. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს სამხედრო ძალების წესდებებით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილობრივი შეზღუდვის კომპენსაცია, რაც სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობებთანაა დაკავშირებული, წარმოებს ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

6. საომარი ან საგანგებო მდგომარეობისა და მობილიზაციის დროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის თავისებურებები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

7. სამხედრო მოსამსახურეზე, სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებზე, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდება ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შეღავათები.

მუხლი 3. სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები

1. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე.

2. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი სხვა სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დაწესებულებაში სამხედრო სამსახურის გავლისას განისაზღვრება ამ კანონით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

3. ტყვედ ჩავარდნილ, აგრეთვე ნეიტრალურ სახელმწიფოში ინტერნირებულ სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, თუ ტყვეობა არ იყო ნებაყოფლობითი და ტყვედ ჩავარდნილმა არ ჩაიდინა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.

4. თუ სამხედრო სამსახურის გავლისას ჩადენილი დანაშაულისათვის სამხედრო მოსამსახურეს სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, მას შეუწყდება ამ კანონით დადგენილი შეღავათები.

მუხლი 4. სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები

1. სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეს ცხოვრების შესაფერისი პირობებით, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით.

2. ყველა სამხედრო მოსამსახურე, დაკავებული თანამდებობისა და სამხედრო წოდების მიუხედავად, თანასწორია კანონის წინაშე. სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივ განსხვავებას, სამხედრო სამსახურის გავლის პირობებსა და მატერიალური უზრუნველყოფის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

3. სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

4. სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

თავი II

სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების უფლებები და ამ უფლებების რეალიზაციის გარანტიები

მუხლი 5. სახელმწიფო და საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობა

1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობაში, სახელმწიფო ხელისუფლების, სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში.

2. სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზება და/ან მათში მონაწილეობა, სამეწარმეო საქმიანობა და სამსახური შეთავსებით, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა, თუ ეს ხელს არ უშლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

მუხლი 6. სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლება

სამხედრო მოსამსახურეს აქვს სიტყვის თავისუფლება, საკუთარი აზრისა და შეხედულების გამოთქმის უფლება, აგრეთვე ისეთი ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო, მათ შორის, სამსახურებრივ საიდუმლოს.

მუხლი 7. სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება

სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს აღიაროს ნებისმიერი რელიგია, აღასრულოს რელიგიური წეს-ჩვეულებები, თუ ეს ხელს არ უშლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და არ უქმნის პირობებს დამატებითი შეღავათებისათვის.

მუხლი 8. პიროვნების თავისუფლების, პატივისა და ღირსების დაცვა

სამხედრო მოსამსახურის პირადი თავისუფლება, მისი პატივი და ღირსება დაცულია კანონით.

მუხლი 9. გადაადგილების უფლება

1. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაადგილების უფლება აქვს შესაბამისი მეთაურის ნებართვით.

2. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს გამოიცვალოს სამხედრო სამსახურის ადგილი, თუ ის ან მისი ოჯახის წევრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საჭიროებს სამსახურის (საცხოვრებელი ადგილის) შეცვლას.

3. სამხედრო მოსამსახურე მივლინებაში იგზავნება სამხედრო ხელმძღვანელობის ნებართვით, შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე.

მუხლი 10. შრომის უფლების რეალიზაცია

1. სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას.

2. სახელმწიფოს მიერ სამხედრო მოსამსახურისათვის გარანტირებულია:

ა) სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული შედეგებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით სამხედრო თანამდებობის დაკავება და სამსახურებრივი დაწინაურება;

ბ) საკუთარი სურვილითა და სამხედრო სამსახურის ინტერესების გათვალისწინებით პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება;

გ) საშტატო განრიგისა და დაკავებული თანამდებობის მიხედვით სამხედრო წოდების მინიჭება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურისათვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების შეფერხება.

3. სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდი პირს ეთვლება შრომის საერთო სტაჟში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სპეციალობის მიხედვით ნამსახურობის სტაჟში.

მუხლი 11. სამუშაო დრო და დასვენების უფლება

1. სამხედრო მოსამსახურის ყოველკვირეული სამუშაო დროის საერთო ხანგრძლივობა, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შემთხვევების გარდა, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობას.

2. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო-სასწავლო დაწესებულების კურსანტს დასვენებისათვის ყოველკვირეულად ეძლევა ერთი დღე.

3. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა, საჭიროების შემთხვევაში ტარდება ყოველკვირეული სამსახურებრივი დროის საერთო ხანგრძლივობის შეუზღუდავად.

4. სამხედრო სამსახურის გავლისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური შვებულება:

ა) სამხედრო ძალებში 10 წელზე ნაკლები ნამსახურობისათვის � 30 დღე;

ბ) სამხედრო ძალებში 10 წელზე მეტი ნამსახურობისათვის � 45 დღე;

გ) საფრენოსნო სამუშაოზე ყოფნისას, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების გემებზე, სარაკეტო და სატორპედო კატარღაზე სამხედრო სამსახურისათვის, საქართველოს სასაზღვრო ძალებში, სპეციალური დანიშნულების რაზმებში, აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში საბრძოლო მორიგეობისათვის � 45 დღე.

5. ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღემდე ვადით. მოკლევადიანი შვებულება მორიგი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება.

6. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის გავლის მთელ პერიოდში ეძლევა ერთი ათდღიანი შვებულება. წახალისების სახით მას აგრეთვე შეიძლება მიეცეს შვებულება 10 დღემდე ვადით, საქართველოს სამხედრო ძალების სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული წესით.

7. სამხედრო-სასწავლო დაწესებულების კურსანტს სასწავლო გეგმით დადგენილ ვადებში ეძლევა საარდადეგებო შვებულება.

8. სამხედრო-სასწავლო დაწესებულების კურსდამთავრებულს, რომელსაც ოფიცრის პირველადი წოდება ენიჭება, დანიშნულების ადგილზე გაგზავნამდე ეძლევა 30-დღიანი შვებულება.

9. სამხედრო მოსამსახურე ქალს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისათვის შვებულება ეძლევა საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 12. მატერიალური უზრუნველყოფა

1. სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე.

2. სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება, ხოლო სამხედრო სწავლებებში მონაწილეობისას სამივლინებო ხარჯების გარდა მიეცემა ყოველდღიური ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.

4. ოფიცერს თანამდებობაზე ნამსახურევი კალენდარული წლების (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით ეძლევა თანამდებობრივ და სამხედრო წოდებების ფულად სარგოებზე პროცენტული დანამატები ნამსახურობისათვის შემდეგი ოდენობით:

1-დან 2 წლამდე � 5%;

2-დან 5 წლამდე � 10%;

5-დან 10 წლამდე � 20%;

10-დან 15 წლამდე � 25%;

15-დან 20 წლამდე � 30%;

20-დან 25 წლამდე � 35%;

25-დან 30 წლამდე � 40%;

30 წელზე მეტი � 45%.

5. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ზემდეგებს (მიჩმანებს) წელთა ნამსახურობის მიხედვით შეიძლება გაეზარდოთ თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი.

მუხლი 13. საკუთრების უფლება

1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს იყოს მესაკუთრე, ფლობდეს, სარგებლობდეს, განკარგავდეს თავის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამხედრო ნაწილებში სამხედრო მოსამსახურის ქონების შენახვის წესს განსაზღვრავს საჯარისო წესდება.

მუხლი 14. უფლება საცხოვრებელ ბინაზე

1. სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს სახელმწიფო. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურის დაწყებისთანავე დადგენილი ნორმებითა და წესით, შესაბამისი სამხედრო უწყებისათვის გადაცემული საბინაო ფონდიდან ეძლევა სამსახურებრივი დანიშნულების საცხოვრებელი ბინა.

2. სამხედრო მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს საცხოვრებელი ბინის მიღებამდე უფლება აქვთ გატარდნენ რეგისტრაციაში სამხედრო ნაწილის მისამართზე. ამ პირებს საცხოვრებელი ბინის მიღებამდე ეძლევათ დროებითი საცხოვრებელი სასამსახურო შენობები და/ან ოთახები საერთო საცხოვრებელში.

3. სამხედრო სამსახურში რეზერვიდან ორი წლით გაწვეულ ოფიცერს ეძლევა ოთახი საერთო საცხოვრებელში. თუ იგი ორი წლის შემდეგაც აგრძელებს სამხედრო სამსახურს, საცხოვრებელი ბინა მიეცემა სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

4. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს განათავსებენ ყაზარმაში შინაგანი სამსახურის წესდების მიხედვით.

მუხლი 15. ნამსახურევი წლების გაანგარიშება და მატერიალური უზრუნველყოფა

1. სამხედრო მოსამსახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლება ნამსახურობის სამ დღედ. პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში და იყო საბრძოლო მოქმედებებისათვის მზადყოფნაში ან უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს ან იმყოფებოდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვლება ორ დღედ.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს ყველა სახის ფულადი სარგოები დროის ამ პერიოდში უნაზღაურდებათ შესაბამისად სამმაგი და ორმაგი ოდენობით.

3. წელთა ნამსახურობის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამხედრო მოსამსახურეები ჯილდოვდებიან ორდენებითა და მედლებით.

4. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც უშუალო კონტაქტი აქვს ჯანმრთელობისათვის მავნე სითხეებთან, ქიმიურ, მომწამლავ, რადიაქტიურ და სხვა ნივთიერებებთან, ნამსახურობის ერთი დღე ეთვლება დღენახევრად და ყველა სახის ფულადი სარგოები უნაზღაურდება ერთნახევარი ოდენობით.

5. სხვა სახელმწიფოში მომსახურე საქართველოს სამხედრო მოსამსახურეს ფულადი სარგო ეძლევა ნაწილობრივ ამ ქვეყნის ეროვნული ვალუტით და ნაწილობრივ საქართველოს ეროვნული ვალუტით.

6. საქართველოს სასაზღვრო ძალებში, შინაგან ჯარებში, დახურულ სამხედრო გარნიზონებსა და ცალკეულ სამხედრო ნაწილებში, სამხედრო-საზღვაო, სამხედრო-საჰაერო, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და ზოგიერთი სხვა კატეგორიის სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში, სპეციალური დანიშნულების რაზმებში, აგრეთვე ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 2001 წლის 20 ივლის ის კანონი № 1036 - სსმ I,� № 24 , 01 . 08 . 2001 წ., მუხ. 105

მუხლი 16. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, სამედიცინო უზრუნველყოფა

1. სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილია სამხედრო სამსახურის გავლისათვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით, სამხედრო სამსახურისათვის დამახასიათებელი რისკფაქტორების შემცირების ღონისძიებათა სისტემით, რომელსაც ახორციელებს მეთაური (უფროსი) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ერთად.

2. სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა ევალება მეთაურს (უფროსს). მასვე ეკისრება სამხედრო სამსახურის გავლის, სამხედრო წვრთნის, საბრძოლო მომზადებისათვის მეცადინეობების ჩატარების, სამხედრო ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციის და სხვა სამუშაოთა შესრულებისას უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 5 წლის თანამდებობრივი და სამხედრო ან სპეციალური წოდების სარგოების ოდენობით.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ან ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 10 წლის თანამდებობრივი და სამხედრო ან სპეციალური წოდების სარგოების ოდენობით. ნეშტის გადასვენებასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

5. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო-სამედიცინო ქვედანაყოფებში, სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებებში სარგებლობს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მკურნალობის უფლებით.

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრ ის კანონი № 91 - სსმ I,� № 52(59) , 31 . 12 . 1999 წ., მუხ. 253

მუხლი 17. სამხედრო მოსამსახურის სახელმწიფო დაზღვევა. ზარალის ანაზღაურება

1. ყველა სამხედრო მოსამსახურე ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას, რომლის პირობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

2. დაზღვეული სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის, გარდაცვალების, დაინვალიდების ან დაჭრის შემთხვევაში გაიცემა ერთჯერადი სადაზღვევო თანხა, რომლის გაცემის წესსა და ოდენობას განსაზღვრავს შესაბამისი კანონმდებლობა.

3. ამ მუხლით დადგენილი გარანტიები ვრცელდება აგრეთვე სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შედეგად დათხოვნილ პირებზე, რომლებსაც აქვთ პოლკოვნიკის ან უმაღლესი სამხედრო წოდება, აგრეთვე მითითებული მიზეზებით სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გარანტიები ვრცელდება სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტებზეც.

მუხლი 18. განათლების მიღება. კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობა

1. სამხედრო მოსამსახურეს აქვს პროფესიული განათლების მიღების, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაში შესვლის, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე სწავლის უფლება.

2. სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის პირობების გათვალისწინებით უფლება აქვს ისწავლოს სამოქალაქო უმაღლეს, საშუალო და პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში. ამ კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება ყველა შეღავათი, რასაც ადგენს კანონმდებლობა იმ პირისათვის, რომელიც უთავსებს სამხედრო სამსახურს სასწავლო დაწესებულებაში სწავლას. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება ამ სასწავლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება.

3. უმაღლესი ან საშუალო-სპეციალური სამოქალაქო განათლების მქონე ოფიცერი და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მიღებული სპეციალობით გადის სამხედრო სამსახურს, თავისი განათლებით უთანაბრდება პირს, რომელმაც დაამთავრა უმაღლესი ან საშუალო სამხედრო სასწავლებელი.

4. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში და ისარგებლოს კულტურის დაწესებულებებით.

5. სამხედრო ხელმძღვანელობა ვალდებულია შეიმუშაოს და განახორციელოს ღონისძიებები სამხედრო მოსამსახურის პატრიოტული, ზნეობრივი და ესთეტიკური აღზრდისათვის, განუვითაროს გონივრული ინიციატივა, ჩაუნერგოს მას ეროვნული ტრადიციებისადმი, რელიგიისადმი, უფროსებისა და უმცროსებისადმი პატივისცემა.

6. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სამხედრო უწყებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯზე სარგებლობს ბიბლიოთეკებითა და სამკითხველოებით, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებით, სპორტული ნაგებობებითა და ინვენტარით, კინო- და ვიდეოფილმებით, აგრეთვე შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სპორტულ და თვითშემოქმედებით ღონისძიებებში.

მუხლი 19. შეღავათები ტრანსპორტით მგზავრობასა და კომუნალურ მომსახურებაზე

1. სამხედრო მოსამსახურეს მივლინებისას, ძირითადი და დამატებითი შვებულებების დროს სანატორიულ-სამკურნალო დაწესებულებამდე გასამგზავრებლად და უკან დასაბრუნებლად, აგრეთვე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისას არჩეულ საცხოვრებელ ადგილამდე მგზავრობისათვის, სხვა დასახლებულ პუნქტში გადაყვანისას აქვს ყველა სახის საგზაო ტრანსპორტით მგზავრობის უფლება (გარდა ტაქსისა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სამხედრო უწყებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯზე.

2. სამხედრო მოსამსახურეს აქვს საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით � ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, მეტროპოლიტენით და საგარეუბნო რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის უფლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სამხედრო უწყებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯზე.

3. სამხედრო მოსამსახურეები (გარდა ვადიანი სამხედრო მოსამსახურისა) და მათი ოჯახის წევრები იხდიან ბინის ქირის, ტელეფონის დადგმის და სააბონენტო გადასახადის (საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საუბრების გარდა), კოლექტიური ანტენის, რადიოქსელით სარგებლობის, გაზის, გათბობის, საბინაო-საყოფაცხოვრებო მომსახურების, ცივი და ცხელი წყლის და სხვა კომუნალური მომსახურების ღირებულების 50 პროცენტს, ხოლო დანარჩენი 50 პროცენტი ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სამხედრო უწყებისათვის გამოყოფილი თანხებით.

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრ ის კანონი № 91 - სსმ I,� № 52(59) , 31 . 12 . 1999 წ., მუხ. 253

მუხლი 20. წინადადებები, განცხადებები, საჩივრები

1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებში, აგრეთვე მეთაურისა და უფროსის სახელზე შეიტანოს წინადადებები, განცხადებები და საჩივრები.

2. სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია მეთაურის (უფროსის) მეშვეობით ან პირადად სასამართლოში გაასაჩივროს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების, სამხედრო უწყებების თანამდებობის პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები.

3. სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვა და მასზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხდება საჯარისო წესდებებით გათვალისწინებული წესით. საჩივრის განხილვაზე უარის თქმის ან საჩივრის განხილვის არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს მიმართოს ზემდგომ მეთაურს (უფროსს), პროკურატურას ან სასამართლოს.

4. აკრძალულია სამხედრო მოსამსახურის საჩივრის განხილვის შეჩერება, აგრეთვე საჩივრისათვის დასჯა ან დევნა.

5. სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც საჩივარი შეიტანა, არ თავისუფლდება ბრძანებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან. კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ბრძანების გამცემს.

მუხლი 21. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა

1. სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.

2. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში:

ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას;

ბ) ავადმყოფობის გამო;

გ) რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით;

დ) სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის;

ე) სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის;

ვ) ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ;

ზ) პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი;

თ) მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო;

ი) პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).

3. სამხედრო სამსახურიდან უსაფუძვლოდ და უკანონოდ დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა უნდა აღადგინოს იმავე თანამდებობაზე და იმ ნაწილში, რომელშიც გადიოდა სამსახურს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე, ხოლო უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრებს აღადგენს საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იძულებით გაცდენილი დრო მათ ჩაეთვლებათ ნამსახურობის წლებში. სამხედრო მოსამსახურეს საკუთარი უფლებების დასაცავად შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

თავი III

სამხედრო მოსამსახურის ვალდებულება და პასუხისმგებლობა სამართალდარღვევისათვის

მუხლი 22. სამხედრო მოსამსახურის ვალდებულება

საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ქვეყნის შიდა და საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შეიარაღებული თავდასხმისა და აგრესიის მოგერიება წარმოადგენს მხედრული მოვალეობის არსს, რომელიც სამხედრო მოსამსახურისაგან მოითხოვს:

ა) მტკიცედ დაიცვას სამხედრო ფიცისა და სამხედრო წესდებების მოთხოვნები, ერთგულად ემსახუროს საქართველოს, შეასრულოს მხედრული მოვალეობა;

ბ) აიმაღლოს სამხედრო, ტექნიკური და ზოგადი ცოდნის დონე;

გ) დაეუფლოს და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს მინდობილი იარაღი და საბრძოლო ტექნიკა;

დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ქონებას;

ე) გაუფრთხილდეს თავის სამხედრო წოდებას, პატივსა და ღირსებას;

ვ) მკაცრად დაიცვას მისთვის განდობილი სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლო;

ზ) დაემორჩილოს მეთაურს (უფროსს), ზუსტად და დროულად შეასრულოს მისი ბრძანებები და განკარგულებები.

მუხლი 23. პასუხისმგებლობა სამხედრო მოსამსახურის ხელყოფისა და შეურაცხყოფისათვის

1. სამხედრო მოსამსახურეს იცავს სახელმწიფო. მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება დაცულია კანონით.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, მისი ფიზიკური შეურაცხყოფა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობა, მუქარა ან მისი სიცოცხლის ხელყოფა, აგრეთვე სხვა მოქმედებები, რომლებიც ხელს უშლიან სამხედრო მოსამსახურეს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

მუხლი 24. სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობა სამართალდარღვევისათვის

1. სამხედრო მოსამსახურეს ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით ეკისრება დისციპლინური, ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

2. გადაცდომისათვის, რომელიც დაკავშირებულია სამხედრო დისციპლინისა და მხედრული ღირსების შელახვასთან, სამხედრო მოსამსახურე პასუხს აგებს საერთო-საჯარისო წესდების საფუძველზე.

3. სამხედრო მეთაურს (უფროსს) უფლება არა აქვს გასცეს ისეთი ბრძანება ან განკარგულება, რომელსაც კავშირი არა აქვს სამხედრო სამსახურთან ან კანონსაწინააღმდეგოა.

თავი IV

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 25. გარდამავალი დებულება

ამ კანონის მე-12, მე-17 და მე-19 მუხლები, აგრეთვე მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 1999 წლის 1 იანვრიდან.

მუხლი 26. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 25 ივნისი

№1462�IIს

შეტანილი ცვლილებები:

���� 1. საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I,� №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.253

���� 2. საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1036 - სსმ I,� №24, 01.08.2001 წ., მუხ.105

���� 3. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1541 - სსმ I,� №21, 12.07.2002 წ., მუხ.87

 

29. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3500-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 28. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2561-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 27. 15/12/2022 - საქართველოს კანონი - 2395-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2022 26. 24/05/2022 - საქართველოს კანონი - 1579-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 06/06/2022 25. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6983-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 24. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4331-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 23. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3583-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 22. 06/04/2017 - საქართველოს კანონი - 618-IIს - ვებგვერდი, 13/04/2017 21. 16/04/2014 - საქართველოს კანონი - 2239-IIს - ვებგვერდი, 28/04/2014 20. 07/03/2014 - საქართველოს კანონი - 2101-IIს - ვებგვერდი, 19/03/2014 19. 11/12/2013 - საქართველოს კანონი - 1734-Iს - ვებგვერდი, 25/12/2013 18. 27/09/2013 - საქართველოს კანონი - 1391-რს - ვებგვერდი, 09/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 25/07/2013 - საქართველოს კანონი - 865-რს - ვებგვერდი, 19/08/2013 16. 05/04/2013 - საქართველოს კანონი - 525-IIს - ვებგვერდი, 24/04/2013 15. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6301-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 14. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 5012-რს - ვებგვერდი, 110715014, 15/07/2011 13. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 3019 - სსმ, 23, 04/05/2010 12. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 3016 - სსმ, 23, 04/05/2010 11. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1699 - სსმ, 29, 12/10/2009 10. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 787 - სსმ, 40, 29/12/2008 9. 26/09/2008 - საქართველოს კანონი - 304 - სსმ, 21, 06/10/2010 8. 11/05/2007 - საქართველოს კანონი - 4745 - სსმ, 18, 22/05/2007 7. 27/12/2006 - საქართველოს კანონი - 4192 - სსმ, 49, 29/12/2006 6. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2474 - სსმ, 56, 28/12/2005 5. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1337 - სსმ, 22, 18/05/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 09/12/2004 - საქართველოს კანონი - 644 - სსმ, 38, 24/12/2004 3. 21/06/2002 - საქართველოს კანონი - 1541 - სსმ, 21, 12/07/2002 2. 20/07/2001 - საქართველოს კანონი - 1036 - სსმ, 24, 01/08/2001 1. 24/12/1999 - საქართველოს კანონი - 91 - სსმ, 52(59), 31/12/1999