„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „All Seasons“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ივლისის №10/07/05 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „All Seasons“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 648
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018994
  • Word
648
26/03/2015
ვებგვერდი, 20/04/2015
000000000.00.003.018994
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „All Seasons“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ივლისის №10/07/05 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „All Seasons“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №648

2015 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „All Seasons“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ივლისის №10/07/05 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „All Seasons“-ის საქმიანობის ხელშესაწყობადრიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის 1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „All Seasons“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ივლისის 10/07/05 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:

) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „All Seasons“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ივლისის 10/07/05 განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე სასტუმროს მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა, ამ პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან, თოთხმეტი თვის ვადაში;

 ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასტუმროს მშენებლობისა და ექსპლუატაციაში შეყვანის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „All Seasons“-ს (ს/კ: №404903510) შორის, 2012 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 2 700 000 (ორი მილიონ შვიდასი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება, აქედან არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება, ამ პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან, თოთხმეტი თვის განმავლობაში.

 2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „All Seasons“ (ს/კ: №404903510) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „All Seasons“-ს შორის, 2012 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან (გარდა 132 500 (ას ოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარისა), იმ პირობით, რომ შეასრულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისიწინებულ საპრივატიზებო პირობებს.

 3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულებისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შპს „All Seasons“-მა (ს/კ: №404903510) წარმოადგინოს 135 000 (ას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც უნდა აღემატებოდეს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების ვადას 4 (ოთხი) თვით.

 4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი