"განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
"განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1449
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 23-24, 30/06/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 430.000.000.05.001.000.372
  • Word
1449
12/06/1998
პარლამენტის უწყებანი, 23-24, 30/06/1998
430.000.000.05.001.000.372
"განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. განათლების შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-19 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. განათლების სფეროში სახელმწიფო ფინანსურ ნორმატივებს შეიმუშავებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს განათლების, ეკონომიკისა და შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან ერთად და ამტკიცებს მათთან შეთანხმებით.“;

ბ) მე-3 პუნქტი შესაბამისად ჩაითვალოს მე-4 პუნქტად.

2. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

3. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს განათლების, ფინანსთა და დარგობრივ სამინისტროებთან ერთად განათლების სფეროში შეიმუშავებს სახელმწიფო დაკვეთის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს”.

3. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. განათლების სფეროში სახელმწიფო ფინანსურ ნორმატივებს შეიმუშავებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს განათლების, ეკონომიკისა და შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან ერთად და ამტკიცებს მათთან შეთანხმებით.”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 12 ივნისი

№1449–IIს