„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10626
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 02/04/2015
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2015
ძალაში შესვლის თარიღი 02/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016325
  • Word
10626
02/04/2015
ვებგვერდი, 15/04/2015
000000000.00.00.016325
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №10626

2015 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8):

ა.ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

 „ს) საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საკითხების შეფასების (ტრანსფერფრაიზინგის) განყოფილება;“;

ა.ბ)მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საკითხების შეფასების (ტრანსფერფრაიზინგის) განყოფილების ფუნქციებია:

ა) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგადასახადო შემოწმებების ჩატარება და მიმდინარე საგადასახადო შემოწმებებში ჩართვა, საწარმოებს შორის განხორციელებული კონტროლირებული ოპერაციების შეფასების კუთხით, თუ ოპერაციის ერთ-ერთი მხარე:

 ა.ა) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნის რეზიდენტია;

 ა.ბ) იკვეთება ურთიერთდამოკიდებულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVII თავის მოთხოვნათა შესაბამისად.

ბ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შემოწმების მასალების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასკვნების მომზადება (მათ შორის, საგადასახადო დავებთან დაკავშირებით, ხარისხის კონტროლის შედეგებზე მომზადებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით), შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის, შემცირების ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოსთვის მასალების წარდგენა;

გ) საგადასახადო შემოწმების აქტების/ოქმების პროექტების შედგენა და განხილვა. სათანადო დანართებთან ერთად, მათი შესაბამისი სამმართველოსათვის გადაგზავნა ან/და გადასახადის გადამხდელისათვის გადაცემა;

დ) შესაბამისი საფუძვლების არსებობის პირობებში (აქტის/ოქმის პროექტებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოს ან/და შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილებები) სათანადო დასკვნების ან/და საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის უზრუნველყოფა;

ე) შემოწმების მასალებიდან გამომდინარე, შემხვედრი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ დეპარტამენტის უფროსისათვის წინადადებების წარდგენა ან/და შესაბამისი სამმართველოსთვის სათანადო მასალების მიწოდების უზრუნველყოფა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენის და აუდიტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის უზრუნველყოფა;

ზ) დანაშაულის ნიშნების არსებობისას საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემის მიზნით, შემოწმების მასალების მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის და კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმების უზრუნველსაყოფად, შესაბამის საგამოძიებო, მაკონტროლებელ და სხვა ორგანოებთან თანამშრომლობა;

თ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ქვეყნებიდან ინფორმაციის გამოთხოვის წინადადებების წარდგენა აუდიტის დეპარტამენტის უფროსისათვის;

ი) საგადასახადო კანონმდებლობაში ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

კ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

5. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების საკითხების შეფასების (ტრანსფერფრაიზინგის) განყოფილება ასევე უფლებამოსილია, განახორციელოს საგადასახადო შემოწმება იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.“

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9) :

ბ.ა) მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ1“ ქვეპუნქტი:

„ძ1) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე და უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე (შემდგომში საქონელი) საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით, უბნის ოფიცერთა სამმართველოს მიერ შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასების გამოთვლა, საქონლის მწარმოებელი/იმპორტიორის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასთან შედარება და საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის წარსადგენად შესაბამისი ინფორმაციის მომზადება.“

ბ.ბ) მე-13 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე და უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე (შემდგომში საქონელი) საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით, საქონლის მწარმოებელი/იმპორტიორის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით გათვალისწინებულ თითოეული დასახელების/ქვედასახელების საქონელზე საცალო სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი                              გიორგი თაბუაშვილი