დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01–N51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 08/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016165 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01-N51 ერთობლივი ბრძანებით (სსმ. III, 03.02.2010, N13 მუხ.151) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) დისკონტის თანხა – სხვაობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ნომინალურ ღირებულებასა და შესყიდვის ფასს შორის, რომელიც ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებია;“. 2. მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) პრემიის თანხა - სხვაობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ნომინალურ ღირებულებასა და შესყიდვის ფასს შორის, რომელიც ნომინალურ ღირებულებაზე მეტია.“. 3. მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვას ახორციელებს ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამისი სახაზინო კოდის შემცირების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის ფარგლებში. ხოლო, დისკონტის და კუპონის გადახდას ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან.“. 4. მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 71 პუნქტი: „71. სახაზინო ობლიგაციების პრემიის ამორტიზაცია ხდება ეტაპობრივად თანაბარი ოდენობებით, კუპონის გადახდასთან ერთად, ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამისი სახაზინო კოდისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ერთდროულად შემცირების გზით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები