დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3420-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/04/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/04/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 040150000.05.001.017703 |
|
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) 201 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ სუბიექტის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, მარეგისტრირებელი ორგანო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სუბიექტის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაციის შესახებ.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სუბიექტის ამ მუხლის მე-6 და 61 პუნქტებით დადგენილი წესით რეგისტრაციის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ განსაზღვრული ფორმით ამზადებს სუბიექტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან. |
ქუთაისი, 1 აპრილი 2015 წ. N3420-IIს |
დოკუმენტის კომენტარები