„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3417-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.017702
3417-IIს
01/04/2015
ვებგვერდი, 14/04/2015
470000000.05.001.017702
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე-3 მუხლის:

  ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ი) განსაკუთრებით საშიში ინფექციები – მაღალი პათოგენობის მქონე ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას;‘‘;

  ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

  „ი1) განსაკუთრებით საშიში პათოგენები – იმ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევი, მაღალი გადამდებლობის მქონე ბიოლოგიური აგენტები და ტოქსინები, რომლებსაც შეუძლიათ მძიმე ზიანი მიაყენონ საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას;‘‘;

  გ) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ ქვეპუნქტი:

  „ჩ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) – გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კვლევის, ეპიდზედამხედველობისა და ეპიდემიოლოგიური კონტროლის, ადამიანის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ღონისძიებათა დაგეგმვისა და მართვის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეროვნული რეკომენდაცია, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო.“.

  2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ზოონოზური დაავადებისაგან მოსახლეობის დასაცავად დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ინფორმირების წესი განისაზღვრება ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესით.“.

  3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლისათვის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების კოორდინაციის წესები განისაზღვრება ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესით.“.

  4. მე-16 მუხლის:

  ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. სამინისტრო ადგენს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხას და, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფს მის გადახედვას.‘‘;

  ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა ამტკიცებს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებსა და ნორმებს, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდებს.

  5. განსაკუთრებით საშიშ პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებთან მომუშავე ლაბორატორიებისათვის სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებსა და ნორმებს, პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობის პრინციპებს შეიმუშავებს სამინისტრო და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.“.

  5. მე-17–მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 17. განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების შეზღუდვები

  1. განსაკუთრებით საშიშ პათოგენებთან მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზიის მფლობელ იურიდიულ პირებს.

  2. საქართველოს მთავრობა ადგენს იმ ფიზიკური პირების სიას, რომლებსაც ნასამართლობის ან ტერორიზმში ბრალდებულად ყოფნის გამო ეკრძალებათ განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობა, გამოყენება, გადაცემა, გადატანა და განადგურება.

  3. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს დამატებით ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზიის გაცემის დამატებითი პირობებია.

  4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით იქმნება განსაკუთრებით საშიში პათოგენების ეროვნული საცავი.

  5. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა ამტკიცებს განსაკუთრებით საშიში პათოგენების გადაცემისა და გადატანის წესებს. ამ წესების შესრულება სავალდებულოა ნებისმიერი პირისათვის, რომელიც მონაწილეობს განსაკუთრებით საშიში პათოგენების გადაცემაში ან/და გადატანაში.

  6. განსაკუთრებით საშიში პათოგენები შეიძლება გადაეცეს მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებას. განსაკუთრებით საშიში პათოგენების ყველა სავარაუდო გადატანის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებას და ისინი უნდა გადაადგილდეს დადგენილი წესით.

 

  მუხლი 18. განსაკუთრებით საშიში პათოგენების განადგურება

  1. განსაკუთრებით საშიში პათოგენები უნდა განადგურდეს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

  2. სათანადო კვალიფიციური პერსონალი ვალდებულია აწარმოოს განადგურებული განსაკუთრებით საშიში პათოგენების სახეობებისა და რაოდენობის აღრიცხვა.

  3. განსაკუთრებით საშიში პათოგენების იდენტიფიცირების შემთხვევაში შესაბამისმა ლაბორატორიამ ეს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს იმ იურიდიულ პირს, სადაც განთავსებულია განსაკუთრებით საშიში პათოგენების ეროვნული საცავი, და ეს პათოგენები უნდა გადაიტანოს ეროვნულ საცავში ან გაანადგუროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

  მუხლი 19. განსაკუთრებით საშიში პათოგენების იმპორტი და ექსპორტი

  1. განსაკუთრებით საშიში პათოგენების იმპორტისა და ექსპორტის წესებს იღებს საქართველოს მთავრობა. ეს წესები უზრუნველყოფს განსაკუთრებით საშიში პათოგენების მხოლოდ სამშვიდობო მიზნებისათვის გამოყენებას.

  2. განსაკუთრებით საშიში პათოგენების იმპორტსა და ექსპორტს ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით.‘‘.

  6. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 21. ინფექციურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემა

  1. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის შექმნას.

  2. ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

  3. ინფექციურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემა ეფუძნება განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიან ლაბორატორიულ სისტემას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა დონის ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორიების ქსელს.

  4. ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორიები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის საერთაშორისო ნორმებს.“.

  7. 31-ე მუხლის:

  ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

  „თ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცება.“;

  ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ე) განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებისა და ნორმების, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;‘‘.

  8. 32-ე მუხლის:

  ა) „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) უზრუნველყოფს ინფექციურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის ფუნქციონირებას;

  ბ) ამტკიცებს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებსა და ნორმებს, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდებს;

  გ) ადგენს იმ ფიზიკური პირების სიას, რომლებსაც ნასამართლობის ან ტერორიზმში ბრალდებულად ყოფნის გამო ეკრძალებათ განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობა, გამოყენება, გადაცემა, გადატანა და განადგურება;‘‘;

  ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

  „გ1) ამტკიცებს ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესს;“.

  9. 45-ე მუხლის:

  ა) პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

  ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

  „11. საქართველოს მთავრობამ მიიღოს განსაკუთრებით საშიში პათოგენების იმპორტისა და ექსპორტის წესები.“;

  გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

  „3. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცება.“.

 

  მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული წესის დამტკიცებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს აღნიშნული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები.

 

  მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 აპრილი 2015 წ.

N3417-IIს