დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7-28 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 06/04/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/04/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 410080000.35.101.016141 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (08/04/2015 - 29/12/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი, დანართის შესაბამისად. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქ.თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N 20-108 დადგენილება. |
3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (
ძაღლების,
კატების)
მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების
მართვის წესი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი (შემდგომში - წესი) ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (შემდგომში - ქალაქ თბილისი) ძაღლების და კატების (შემდგომში – ცხოველები) ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.
2. ამ წესის მიზანს წარმოადგენს ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა და ამასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრა-მართვა. 3. ამ წესის ამოცანებს შეადგენს ქალაქ თბილისში: ა) პატრონაჟის, ზედამხედველობისა და ცხოველების მოვლა-პატრონობის თვალსაზრისით მათი კლასიფიკაცია; ბ) ცხოველებთან მოპყრობის ჰუმანური მეთოდების დანერგვა; გ) ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლი, საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული ჰუმანური მეთოდების გათვალისწინებით; დ) საიმედო და უსაფრთხო ზოოანთროპონოზური, განსაკუთრებით რაბიოლოგიური და პარაზიტოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ე) ურბანულ გარემოში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მოწესრიგების ხელშეწყობა. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პატრონიანი ცხოველი – ცხოველი, რომელსაც ჰყავს პატრონი, კონკრეტული მომენტისათვის იმყოფება ცხოველის პატრონის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ და რეგისტრირებულია უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულების ან ცხოველთა თავშესაფრის მიერ; ბ) უმეთვალყურეო ცხოველი – ცხოველი, რომელზეც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ ხორციელდება კონტროლი ან მეთვალყურეობა და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ, ცხოველის პატრონის დადგენისა ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით ტარდება შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები, ამ წესით განსაზღვრულ ვადაში და პირობებით; გ) მიკედლებული ცხოველი – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველი, რომლის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს მიმკედლებელი ; დ) უპატრონო ცხოველი – ცხოველი, რომელზეც კონკრეტული მომენტისთვის არ ხორციელდება კონტროლი ან მეთვალყურეობა და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ არ დაუდგინდება პატრონი, ამ წესით განსაზღვრულ ვადაში და პირობებით; ე) ცხოველის პატრონი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს ცხოველი და უზრუნველყოფს მის რეგისტრაციას, მოვლა-პატრონობას, შენახვას, ვეტერინარულ მომსახურებას და სოციალური ქცევის კორექციას, ამ წესით დადგენილ შემთხვევებში და პირობებით; ვ) ცხოველის მიმკედლებელი – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან აქვს აღებული ვალდებულება ცხოველის ვეტერინარული მომსახურების განხორციელები სა და კვება-დაწყურვების უზრუნველყოფაზე, ასევე მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით დაინტერესებული პირისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემაზე ;
ზ) ცხოველის მომშენებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ეწევა ცხოველთა მოშენებას კომერციული ან არაკომერციული მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და ამ წესის პირობების გათვალისწინებით;
თ) ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა: კვება ცხოველისთვის დადგენილი რაციონით და დაწყურვება, საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით, რეგულარული გასეირნება, ვეტერინარული ზედამხედველობის უზრუნველყოფა და მომსახურება – დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა , ლაბორატორიული კვლევა და ცხოველის აღზრდა – ჯიშის, წარმომავლობის, ბუნებრივი და ფსიქოლოგიური მონაცემების შესაბამისად, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობების უზრუნველყოფა ; ი) ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობები - შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული ცხოველის პატრონის ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღება, ცხოველის პატრონის საცხოვრებელი პირობების მკვეთრი გაუარესება, რაც შეუძლებელს ხდის შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით ცხოველისთვის საცხოვრებელი ფართობის გამოყოფას, ხანგრძლივი პერიოდით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება, ცხოველისგან ცხოველის პატრონის ხანგრძლივი პერიოდით იძულებითი მოცილება; კ) ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების ქმედითი ღონისძიებები - ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და ვადებში, 10 დღის პერიოდით, ცხოველის ფოტოსურათების და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის (სახეობა, სქესი, ასაკი, ჯიში, გაწეული ვეტერინარული მომსახურება, მონაცემები ცხოველის პატრონისა და ცხოველის მოვლა-პატრონობის პირობების შესახებ და სხვა) განთავსების უზრუნველყოფა უფლებამოსილი ორგანოს და სხვა, შესაბამისი კატეგორიის ცხოველთა შესახებ არსებულ ელექტრონულ ვებ-გვერდებზე, ფორუმებზე; ლ) ვეტერინარული მომსახურება – ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა, ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სხვა მომსახურება; მ) ვეტერინარული დაწესებულება - მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ მომსახურებას; ნ) კინოლოგიური დაწესებულება - მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს კინოლოგიურ მომსახურებას; ო ) ფელინოლოგიური დაწესებულება - მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ფელინოლოგიურ მომსახურებას; პ) ცხოველის უმტკივნეულო მოკვდინება (ევთანაზია) - უფლებამოსილი პირის (ექიმი-ვეტერინარის) მიერ ცხოველის სიცოცხლის შეწყვეტა, რაც თავისი შინაარსით გულისხმობს ცხოველების ჰუმანურად მოკვდინებას, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებსა და მეთოდებით; ჟ)ცხოველთა კლასიფიკაცია – ამ წესით დადგენილი ცხოველთა ჯგუფების სისტემა, მათი სტატუსის განსაზღვრის , მათზე ზედამხედველობისა და მოვლა-პატრონობის განხორციელების მიზნებ ისთვის; რ)ცხოველის რეგისტრაცია – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულების ან ცხოველთა თავშესაფრის მიერ ცხოველის რეგისტრაცია (აღრიცხვა), ამ წესით დადგენილი ცხოველთა კლასიფიკაციის შესაბამისად; ს)სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი ნორმები; ტ)ცხოველთა თავშესაფარი – საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით შექმნილი დაწესებულება, რომელშიც განთავსებულია ან შესაძლებელია განთავსდეს 10 ცხოველზე მეტი და რომელთა ნაშიერის ასაკი არ აღემატება 6 თვეს, კომპეტენციის და დანიშნულების გათვალისწინებით შეყვანილი ცხოველების სამართლებრივი სტატუსის, ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენისა და მათ მიმართ შემდგომი პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით; უ)უფლებამოსილი ორგანო - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, რომლის კომპეტენციას წარმოადგენს ქალაქ თბილისში ცხოველების მონიტორინგი და პოპულაციების მართვა-კონტროლის ორგანიზება, კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად; ფ)ცხოველების პოპულაციების მართვა - საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, სახეობების მიხედვით, ურბანულ გარემოში ბინადარ ცხოველთა დატვირთვის ნორმების (1000 მოსახლეზე შეფარდებით ან ერთი კვადრატული კილომეტრის ფართობზე ბინადარი უპატრონო ცხოველების (სახეობების მიხედვით) ოპტიმალური ოდენობა), რიცხოვნობის დადგენისა და რაოდენობის ოპტიმიზაციის ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ამ წესის ამოცანების უზრუნველსაყოფად; ქ) საბმელი - ცხოველის გადაადგილების კონტროლის საშუალება, რომელიც ზღუდავს პატრონისგან ცხოველის დაცილების შესაძლებლობას;
ღ) მოკლე საბმელი - ცხოველის გადაადგილების კონტროლის საშუალება, რომელიც 50 სანტიმეტრის რადიუსით ზღუდავს პატრონისგან ცხოველის დაცილების შესაძლებლობას.
|
მუხლი 3.
ცხოველთა კლასიფიკაცია |
1. ურბანულ გარემოში ბინადარ ცხოველებს ენიჭებათ ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი:
ა) პატრონიანი; ბ) მიკედლებული; გ) უმეთვალყურეო; დ) უპატრონო. 2. პატრონიანის სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელიც ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის პირობების გათვალისწინებით, მესაკუთრის (მფლობელის) განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდება ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულების მიერ. 3. მიკედლებულის სტატუსი ენიჭება ცხოველს, შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ამგვარად რეგისტრაციის მომენტიდან. 4. უმეთვალყურეოდ ითვლება ცხოველი, რომლის მიმართ ტარდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები, ასევე პატრონის მიერ მეთვალყურეობის გარეშე განზრახ მიტოვებული ცხოველი. 5. უპატრონოს სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელსაც არ ყავს ან არ უდგინდება პატრონი ან მიმკედლებელი; 6. პატრონიანისა თუ უპატრონოს სტატუსი უდგინდება უმეთვალყურეო ცხოველს, მისთვის პატრონის დასადგენად ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით გასატარებელი შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. |
მუხლი 4.
ცხოველის პატრონი |
1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს შეიძინოს, აიყვანოს (თავშესაფრიდან ან ქუჩიდან), იჩუქოს ან მიიღოს მემკვიდრეობით/ანდერძით ცხოველი.
2. პატრონს უფლება აქვს მოაშენოს ცხოველები არაკომერციული ან კომერციული მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და ამ წესის პირობების გათვალისწინებით. 3. რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს ცხოველის პატრონის საკუთრებას. 4. ცხოველის პატრონის სტატუსი არ ენიჭება 16 წლამდე ასაკის პირს, მისი მშობლების ან მეურვის წერილობითი თანხმობის გარეშე. |
მუხლი 5.
ცხოველების რეგისტრაცია და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება |
1. ცხოველის რეგისტრაციას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულებები ან ცხოველთა თავშესაფრები, ცხოველის პატრონის ან მიმკედლებლის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე.
2. პატრონი ან მიმკედლებელი ვალდებულია მოახდინოს ცხოველის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში. 3. პირველად რეგისტრაციას ექვემდებარება: ა) ერთი თვის ასაკს მიღწეული ცხოველი; ბ) ერთ თვეზე მეტი ასაკის არარეგისტრირებული ცხოველი. 4. რეგისტრაციას, ცხოველისა და მასზე პატრონობის ფაქტის დადგენის მიზნით, ექვემდებარება ცხოველის პატრონის საკუთრებაში ან ფაქტიურ მფლობელობაში არსებული არარეგისტრირებული ცხოველი, ამ წესის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში. 5. რეგისტრაციას, ცხოველისთვის მიკედლებულის სტატუსის მინიჭების მიზნით, შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს მხოლოდ უფლებამოსილი ორგანო. 6. რეგისტრაციას, ცხოველის მიკედლების ფაქტის დადგენის მიზნით, ექვემდებარება მიმკედლებლის ფაქტიური მეთვალყურეობის ქვეშ არსებული არარეგისტრირებული ცხოველი, ამ წესის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში. 7. საკონტროლო რეგისტრაციას ყოველწლიურად (ბოლო საკონტროლო რეგისტრაციის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში) ექვემდებარება საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული ან მიკედლებული ყველა რეგისტრირებული ცხოველი. 8. რეგისტრაციისას გაიცემა ამ წესის დანართი №1-ით დადგენილი სარეგისტრაციო მოწმობა, ხოლო ცხოველს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი პირადი ნომერი. ცხოველის პატრონის საცხოვრებელი ან/და ცხოველის ბინადრობის ადგილის, საკონტაქტო ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლისას, რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში. 9. ცხოველთა ერთიან აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნას, შევსებასა და ექსპლუატაციას უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო, ცხოველთა მონიტორინგისა და მათი პოპულაციების მართვის მიზნებში. 10. ცხოველის რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველთა ახალი სარეგისტრაციო (პირველადი რეგისტრაცია, რეგისტრაცია ცხოველზე პატრონობის ფაქტის დადგენის მიზნით, ნაყარის მიღებისა და ნაყარის გასხვისების ფაქტის რეგისტრაცია, საკონტროლო რეგისტრაცია და სხვა, ამ წესით გათვალისწინებული სარეგისტრაციო მონაცემები) და ჩატარებული ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია) შესახებ მონაცემების უსასყიდლოდ, ამ წესის დანართი #2-ის მიხედვით წარდგენა უფლებამოსილ ორგანოში, ყოველთვიურად ან დაუყოვნებლივ, მოთხოვნის შემთხვევაში. აღნიშნული მონაცემების წარდგენა ხორციელდება ელექტრონული სახით, უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე (e-mail). 11. ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი ყველა ორგანო და პირი ვალდებულია ცხოველების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ელექტრონული ფორმით აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს, ცხოველების სარეგისტრაციო საქმიანობის დაწყების შესახებ. უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირების ვალდებულება ასევე წარმოიშობა სარეგისტრაციო საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, ამ საქმიანობის შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში. 12. ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანოს/პირის მიერ უფლებამოსილ ორგანოში ელექტრონული ფორმით წარსადგენი ინფორმაცია მოიცავს: ა) ორგანოს/პირის სრულ დასახელებას და საიდენტიფიკაციო მონაცემებს (ფიზიკური პირის შემთხვევაში - სახელს, გვარს, პირად ნომერს); ბ) ორგანოს/პირის რეგისტრაციის და საქმიანობის განხორციელების ფაქტიურ მისამართს; გ) ორგანოს, იურიდიული პირის ხელმძღვანელის და უფლებამოსილ ორგანოში სარეგისტრაციო მონაცემების წარდგენაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემებს (სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი). |
მუხლი 6.
ცხოველის შენახვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული პატრონის ვალდებულებები
|
1. ცხოველის პატრონი პასუხისმგებელია ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობაზე და მის კეთილდღეობაზე, ასევე სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ საკუთარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე.
2. ცხოველის პატრონი ვალდებულია აანაზღაუროს მის საკუთრებაში/მფლობელობაში მყოფი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის შენახვა და მოვლა-პატრონობა, კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიური და ეტოლოგიური თავისებურებების შესაბამისად. კერძოდ: ა) ცხოველის სათანადო კვება და დაწყურვება; ბ) ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება; გ) ცხოველის გასეირნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა; დ) ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა. 4. ძაღლის პატრონი ვალდებულია გააკეთოს გამაფრთხილებელი წარწერა ან აღნიშვნა ცხოველის საცხოვრებელ ტერიტორიაზე. 5. დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ ან მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება. ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების დადგომის შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ან მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია ცხოველი ჩააბაროს ცხოველთა თავშესაფარში, შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, ცხოველთა თავშესაფარში ცხოველის ჩაბარებამდე, პატრონი ან მისი წარმომადგენილი ვალდებულია ქმედითი ღონისძიებები გაატაროს ცხოველისთვის ახალი პატრონის მოძიების მიზნით. 6. ცხოველის პატრონი ვალდებულია 10 დღის ვადაში უზრუნველყოს ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი დაწესებულების ინფორმირება, თავისი ან/და ცხოველის საცხოვრებელი ადგილის, საკონტაქტო ან ცხოველის რეგისტრაციისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა მონაცემების შეცვლისას, სარეგისტრაციო მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით. 7. ცხოველის პატრონი ვალდებულია 10 დღის ვადაში უზრუნველყოს ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი დაწესებულების ინფორმირება, საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული ცხოველის ნაყარის და მისი გასხვისების (გაჩუქება, გაყიდვა, გაცვლა) თითოეული ფაქტის შესახებ, ნაყარის შემდგომი რეგისტრაციის წინაპირობების შექმნისა და ამ წესის სხვა მიზნების უზრუნველსაყოფად. 8. ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული მეტისის (ნარევი) ჯიშის ცხოველის გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა (სტერილიზაცია/კასტრაცია), ქირურგიული ან სხვა, ცხოველისათვის უვნებელი, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდით. 9. აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა. 10. აკრძალულია ცხოველების შეყვანა სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, იმ საზოგადოებრივი კვების ობიექტებსა და დაწესებულებებში, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი; 11. დასაშვებია ცხოველის გვამის: ა) დამარხვა, საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე; ბ) კრემაცია; გ) მოთავსება ბიოთერმულ ორმოში. 12. ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან „საჭდით“ (ბირკით) და ყელსაბამით. იდენტიფიკატორი უნდა იძლეოდეს ცხოველის პირადი ნომრის და იდენტიფიკაციის განმახორციელებლის დადგენის შესაძლებლობას. ამასთან, პირი, რომელიც ახდენს ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსებას, ვალდებულია აწარმოოს მის მიერ იდენტიფიცირებული ცხოველების რეესტრი, რომელსაც, მასში ახალი მონაცემების შეყვანიდან 10 დღის ვადაში ან მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ წარადგენს უფლებამოსილ ორგანოში, ამ წესის დანართი # 3-ის მიხედვით. აღნიშნული მონაცემების წარდგენა ხორციელდება ელექტრონული სახით, უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე (e-mail). 13. ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა და გადაყვანა 07:00 – 23:00 საათების პერიოდში ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით. იგივე კატეგორიის ცხოველების გასეირნება და გადაყვანა იგივე კატეგორიის ადგილებში 23:00 – 07:00 საათების პერიოდში ნებადართულია ალიკაპით, საბმელის გარეშეც. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით. 14. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თანმყოლი, შეზღუდული უნარების კომპენსირებისთვის სპეციალურად გაწვრთნილი და აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ძაღლების პატრონებს (მფლობელებს, მსგავსი ძაღლების დახმარებით მოსარგებლე პირებს), აქვთ ზემოხსენებულ ცხოველებთან დაუბრკოლებლად გადაადგილების უფლება საზოგადოებრივი ტრანსპორტით და დანიშნულების ადგილებში (სავაჭრო ობიექტები, საბანკო დაწესებულებები და სხვა). 15. ცხოველის პატრონი ვალდებულია ყოველწლიურად უზრუნველყოს ცხოველის ვეტერინარული შემოწმება, იმუნიზაცია (მათ შორის ანტირაბიული) და საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება. 16. ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება, ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში. 17. ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ვალდებულია 24 საათის განმავლობაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს შეტყობინება დაკარგვის ფაქტის შესახებ და წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია (ცხოველის, მისი დაკარგვის დროის, ადგილის, გარემოებების შესახებ და სხვა). 18. ცხოველის პატრონი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას ან უფლებამოსილ ორგანოს, საკუთრებაში (მფლობელობაში) მყოფი ცხოველის მიერ ადამიანის ან/და ცხოველის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის ფაქტის შესახებ და წარადგინოს ცხოველი ვეტერინარულ დაწესებულებაში ან უფლებამოსილ ორგანოში, ცხოველზე ვეტერინარული ზედამხედველობის დაწესების მიზნით, ასევე წარმოადგინოს ცხოველის ვეტერინარული პასპორტი და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ცხოველის ვეტერინარული ზედამხედველობის ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს ცხოველის პატრონი. 19. ცხოველის დაავადების შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ვეტერინარულ დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, ადამიანისა ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადების დადგენის შემთხვევაში, ვალდებულია უზრუნველყოს: ა) ამ წესის პირობებით დადგენილი ცხოველის ევთანაზია და მისი შემდგომი დამარხვა/კრემაცია/მოთავსება ბიოთერმულ ორმოში; ბ) ცხოველის პატრონის მოთხოვნის და მკურნალობის საფასურის უზრუნველყოფის შესაძლებლობის შემთხვევაში, ცხოველის შესაბამისი მკურნალობა. 20. ცხოველის კვლევის, მკურნალობის, ევთანაზიის და დამარხვის/კრემაციის/ბიოთერმულ ორმოში მოთავსების ხარჯებს ანაზღაურებს ცხოველის პატრონი. 21. ცხოველის პატრონი ვალდებულია საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს. 22. ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების დადგომისა და ცხოველის პატრონის მიმართვის შემთხვევაში, ცხოველის გადაყვანას თავშესაფარში და შემდგომი პროცედურების ჩატარებას უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო. 23. ამ მუხლის მე-19 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის პროცესის სათანადოდ და სრულად ჩატარების და მკურნალობის პროცესში ადამიანებისა და სხვა ცხოველებისათვის საშიში დაავადების გავრცელების პრევენციის ღონისძიებების გატარების ვალდებულება, კომპეტენციის ფარგლებში აკისრია როგორც ცხოველის პატრონს, ისე შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას. 24. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-19 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის პროცესში ცხოველის პატრონი დაარღვევს დანიშნული მკურნალობის მეთოდიკას, პროცედურებს და ვადებს, ცხოველის პატრონს ეკისრება პასუხისმგებლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 25. ადამიანისა ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადების დადგენის შემთხვევაში, ასევე ევთანაზიის თუ ამ მუხლის მე-19 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის ყოველი ფაქტის შესახებ, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს დაუყოვნებლივი ინფორმირება. 26. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-19 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის პროცესში ცხოველის პატრონი დაარღვევს დანიშნული მკურნალობის მეთოდიკას, პროცედურებს და ვადებს, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით, ცხოველის პატრონის მიმართ შესაბამისი ზომების გატარების მიზნით. ინფორმირების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვეტერინარულ დაწესებულებას ეკისრება პასუხისმგებლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 7.
ცხოველთა თავშესაფარი |
1. ცხოველთა თავშესაფარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალური სტანდარტებს:
ა)გააჩნდეს ცხოველების: ა.ა) ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბეწვის, ნაცხის, ფეკალის და სისხლის კვლევას ან ლაბორატორიული კვლევის უზრუნველყოფის ქმედითი შესაძლებლობა; ა.ბ) ვეტერინარული სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფრის დანიშნულებით განსაზღვრული აუცილებელი ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარებას; ა.გ) საკარანტინო სივრცე (ვოლიერები), რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფარში შემოყვანილი ცხოველის იზოლაციას სხვა ცხოველებისგან, ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენამდე ან დაავადებული ცხოველის განკურნებამდე, თავშესაფრიდან გაყვანამდე, ევთანაზიამდე; ა.დ) განთავსების ვოლიერები; ა.ე) გასეირნების უზრუნველყოფის სივრცე. ბ) უზრუნველყოფილი იყოს წყლით, ელექტროენერგიით, კანალიზაციით, ვენტილაციით, სახანძრო სიგნალიზაციით; გ) უზრუნველყოს ცხოველების ყოფა-ცხოვრების მინიმალური პირობები - სათანადო კვება, დაწყურვება, სისუფთავე, დათბუნება, განათება; დ) ცხოველის განთავსების ვოლიერის სივრცე უნდა აძლევდეს ცხოველს მინიმალური გადაადგილების, საკვების მიღებისა და გადამუშავების შესაძლებლობას. ვოლიერის ფართი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3 კვადრატულ მეტრს, სიმაღლე - მინიმუმ 150 სანტიმეტრს; ე) აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო და საწარმოო ნორმებს და წესებს, სხვა მოთხოვნებს: საპროექტო-სამშენებლო, სანიტარიულ-ჰიგიენური, სახანძრო უსაფრთხოების, შრომის უსაფრთხოების და ა.შ. 2. ამ წესის ამოქმედებამდე მოქმედი ცხოველთა თავშესაფარი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებულ მინიმალურ სტანდარტებს, ამ წესის ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ექვემდებარება სავალდებულო შესაბამისობაში მოყვანას, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მინიმალური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. ცხოველთა თავშესაფარი, რომელიც ამ წესის ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არ უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მინიმალურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, დაექვემდებარება დახურვას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა ამ წესის ამოქმედებისთანავე. 4. ცხოველთა თავშესაფარი, მინიმუმ 300 მეტრით უნდა იყოს დაშორებული საცხოვრებელი ტერიტორიიდან, საწარმო ობიექტებისგან და დაწესებულებებისგან. ამ წესის ამოქმედებამდე მოქმედი ცხოველთა თავშესაფარი, რომლის დაშორების მანძილი საცხოვრებელი ტერიტორიიდან, საწარმო ობიექტებისგან და დაწესებულებებისგან 300 მეტრზე ნაკლებია, გააგრძელებს ფუნქციონალურ საქმიანობას, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილ სხვა ნორმებს. 5. ცხოველთა თავშესაფარი ვალდებულია უფლებამოსილ ორგანოში უსასყიდლოდ, ყოველთვიურად ან დაუყოვნებლივ მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ამ წესის დანართი №4-ით დადგენილი, ცხოველთა თავშესაფარში ცხოველთა ბრუნვის ამსახველი სტატისტიკური მონაცემების წარდგენა. აღნიშნული მონაცემების წარდგენა ხორციელდება ელექტრონული სახით, უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე. თავშესაფარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, ამ წესის და საკუთარი დებულების საფუძველზე. |
მუხლი 8.
უპატრონო ცხოველების პოპულაციის მართვა და კონტროლი |
1. ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო და მიკედლებული ცხოველების პოპულაციების მართვა და კონტროლი, მათზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება და ამ წესით განსაზღვრული სხვა მიზნების უზრუნველყოფა უფლებამოსილი ორგანოს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება.
2. ცხოველების პოპულაციების მართვის ძირითადი და პრიორიტეტული მეთოდია ცხოველების შობადობის შემცირების უზრუნველყოფა. 3. ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო ცხოველების შობადობის და რაოდენობის შესამცირებლად გამოიყენება სტერილიზაცია/კასტრაციის პროცედურები და მსოფლიოში აპრობირებული, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული სხვა ჰუმანური მეთოდები. 4. ცხოველების დაჭერა დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდებით. 5. ცხოველებისგან ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებისა და ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლის მიზნით, ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მოახდინოს ცხოველების დაჭერა, იზოლაცია და მათზე ვეტერინარიული ზედამხედველობის განხორციელება, შემდგომი პროცედურების უზრუნველსაყოფად. 6. ცხოველებისგან ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, სავალდებულო დაჭერას, შემდგომი პროცედურების უზრუნველსაყოფად ექვემდებარება: ა) ადამიანისა ან/და ცხოველების სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის მატარებელი, აგრესიის აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები; ბ) ადამიანის ან/და ცხოველების სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისათვის საფრთხის მატარებელი, საშიში დაავადებების აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები; გ) უმეთვალყურეო ცხოველები, რომლებმაც მოახდინეს ადამიანის ან ცხოველის დაკბენა/დაკაწვრა/დადორბვლა; დ) სავარაუდოდ დაკარგული ან უპატრონოდ/მეთვალყურეობის გარეშე მიტოვებული ცხოველები, რომელთა ჯიშის გარეგანი მახასიათებლები ან/და იდენტიფიკაციის ვიზუალური ნიშნები ან/და ქცევითი თავისებურებები მიუთითებენ, რომ ცხოველს შესაძლოა ყავს პატრონი. 7. ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლის ამოცანების უზრუნველსაყოფად, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია თანმიმდევრობით მოახდინოს: ა) ცხოველების დაჭერა; ბ) ცხოველების იზოლაცია; გ) ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობის (კლინიკური და ლაბორატორიული კვლევით) და ქცევითი თავისებურებების (დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით) დადგენა; დ) ჯანმრთელი და არააგრესიული ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია; ე) ცხოველების პოსტოპერაციული რეაბილიტაცია; ვ) ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია; ზ) ცხოველების იდენტიფიკაცია; თ) ცხოველების მიკედლება ან ბინადრობის პირვანდელ თუ სხვა, მიზანშეწონილ არეალში დაბრუნება. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ღონისძიებები იგეგმება და ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილ ორგანოს გააჩნია ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესაძლებლობა. 9. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მაქსიმალურად იზრუნოს და ქმედითი ღონისძიებები გაატაროს ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლის ამოცანების უზრუნველსაყოფად არსებული რესურსების გაზრდის მიზნით. 10. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველთა პოპულაციების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების საფუძველზე დოკუმენტურად დადგინდება, რომ უპატრონო ცხოველების რაოდენობა აღწევს ისეთ ზღვარს, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას და წარმოშობს მომეტებულ რისკებს, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები, რომლებიც მოახდენენ უპატრონო ცხოველების პოპულაციების ოპტიმიზაციას, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. 11. უფლებამოსილი ორგანო, კომპეტენციის ფარგლებში, არსებული რესურსების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ატარებს ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ფიზიკურად ჯანმრთელი და არააგრესიული უპატრონო ცხოველების სხვა კატეგორიაში გადასაყვანად, მათთვის ახალი პატრონის მოძიების ან მიკედლების უზრუნველსაყოფად. 12. ცხოველთა თავშესაფრიდან, ახალი პატრონისა თუ მიმკედლებელისათვის გადასაცემი, ასევე ბინადრობის პირვანდელ არეალში დასაბრუნებელი ცხოველები ექვემდებარებიან სავალდებულო ქირურგიულ ან მედიკამენტურ სტერილიზაციას, დადგენილი მეთოდიკითა და საშუალებებით. გამონაკლისი დაიშვება თავშესაფრიდან ახალი პატრონისა თუ მიმკედლებელისათვის გადასაცემ ცხოველებზე, ცხოველის გადაცემის მომენტიდან 2 თვის ვადაში სტერილიზაციის/კასტრაციის ოპერაციის ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ პატრონის ან მიმკედლებელის მიერ წერილობით აღებული ვალდებულების ან ახალი პატრონის სურვილისა და ცხოველის ჯიშის დოკუმენტალურად დადასტურების შემთხვევაში. |
მუხლი 9.
ცხოველების ევთანაზია და მოკვდინება |
1. ცხოველების ევთანაზია დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური ტკივილის და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების გარეშე ან მინიმალურად მიყენებით, სპეციალური მედიკამენტების გამოყენებით, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და მოთხოვნების შესაბამისად.
2. ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია: ა) იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შემდგარი კომისია (ფორმდება კომისიის აქტი) დაუდგენს: ა.ა)აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი); ა.ბ) ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიშ დაავადებას; ბ) ძლიერ ტრავმებს ან/და დაზიანებებებს, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან; გ) III – IV სტადიის ონკოლოგიურ დაავადებებს; დ) დამბლას, პარეზს და სხვა განუკურნებელ დაავადებებს; ე) შეუქცევად დაუძლურებას, მათ შორის სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად; ვ) ფიზიოლოგიურ ნაკლს (ახალშობილებში). 3. ევთანაზიის პროცედურის დასრულების შემდეგ, ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, რის შემდგომაც დასაშვებია ცხოველის ლეშის დამარხვა, კრემაცია, ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, პათანატომიური გამოკვლევა. 4. დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით: ა) დახრჩობა; ბ) გაგუდვა; გ) მოწამვლა; დ) ელექტრომუხტის გამოყენება; ე) მექანიკური დაზიანების მიყენება; ვ) იძულებითი შიმშილი, წყურვილი; ზ) პნევმატური იარაღის გამოყენება; თ) სხვა არაჰუმანური მეთოდები. |
დოკუმენტის კომენტარები