„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.174.016073
31
03/04/2015
ვებგვერდი, 14/04/2015
210020010.35.174.016073
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2015 წლის 3 აპრილი

ქ. გორი

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტის, საქრათველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო    ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის  №18 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 05/03/2015  210020010.35.174.016060) დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8.  დასუფთავების მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან:

ა) პირველი ჯგუფის ინვალიდები და მათი ოჯახის წევრები („ოჯახის წევრში“ იგულისხმება პირის მეუღლე, შვილი და გერი) ;

 ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა და უგზოუკვლოდ   დაკარგულთა ოჯახის წევრები („ოჯახის წევრში“ იგულისხმება პირის მეუღლე, შვილი და გერი, მშობლები);

გ) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 35 000 და ნაკლები ქულის  მქონე ოჯახები ;

დ) მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი) ოჯახები („ოჯახის წევრში“ იგულისხმება პირის მეუღლე, შვილი და გერი) ;

ე) მიუსაფარ მოხუცთა  და ბავშვთა სახლები.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე