„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3436-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 280080020.05.001.017701
3436-IIს
02/04/2015
ვებგვერდი, 08/04/2015
280080020.05.001.017701
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 448) დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:

„მუხლი 261. ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის ლეგალიზაცია

1. 2015 წლის 1 აპრილამდე ზედმეტად  გაცემული საარსებო შემწეობა  ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

2. შეწყდეს სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული საარსებო შემწეობის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

2 აპრილი 2015 წ.

N3436-IIს