შპს "აჭარისწყალი ჯორჯიას" სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს "აჭარისწყალი ჯორჯიას" სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 592
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018888
  • Word
592
19/03/2015
ვებგვერდი, 03/04/2015
000000000.00.003.018888
შპს "აჭარისწყალი ჯორჯიას" სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №592

2015 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, „შუახევი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მოიპოვოს 83360 (ოთხმოცდასამი ათას სამას სამოცი) მ3 საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

ა) შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევის მიმდებარე ტერიტორია (მდ. აჭარისწყალი) - 8950 (რვა ათას ცხრაას ორმოცდაათი) მ3 ქვიშა-ხრეში:

 

N

X

Y

1

264098

4612680

2

264150

4612680

3

264192

4612668

4

264243

4612625

5

264256

4612596

6

264260

4612535

7

264247

4612489

8

264231

4612446

9

264203

4612489

10

264185

4612541

11

264164

4612599

12

264133

4612638

S = 1.61 ჰა

WGS 1984;

 

ბ) ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დანდალოს მიმდებარე ტერიტორია (მდ. აჭარისწყალი) – 18 000 (თვრამეტი ათასი) მ3 ქვიშა-ხრეში:

 

N

X

Y

1

259947

4614594

2

260007

4614612

3

260056

4614620

4

260114

4614616

5

260155

4614586

6

260137

4614567

7

260106

4614565

8

260079

4614555

9

260044

4614555

10

260007

4614565

11

259980

4614571

S = 0,91 ჰა

WGS 1984;

 

გ) ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დანდალოს მიმდებარე ტერიტორია (მდ. აჭარისწყალი) 56 410 (ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხას ათი) მ3 ქვიშა-ხრეში:

 

N

X

Y

1

260419

4614526

2

260492

4614527

3

260568

4614511

4

260627

4614475

5

260664

4614420

6

260699

4614335

7

260728

4614245

8

260687

4614278

9

260606

4614363

10

260537

4614413

11

260515

4614423

12

260485

4614457

13

260441

4614483

S = 2.75 ჰა

WGS 1984.

 

2. შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ვალდებულია:

       ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს, მხოლოდ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხების გადახდა:

გ.ა) შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევის მიმდებარე ტერიტორიაზე 8950 (რვა ათას ცხრაას ორმოცდაათი) მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისათვის - 1557 (ათას ხუთას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი;

გ.ბ) ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დანდალოს მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭარისწყალი) – 18 000 (თვრამეტი ათასი) მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 3130 (სამი ათას ას ოცდაათი) ლარი;

გ.გ) ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დანდალოს მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭარისწყალი) 56 410 (ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხას ათი) მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 9810 (ცხრა ათას რვაას ათი) ლარი.

 3. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითმა ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

 4. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი