„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 139
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.018524
139
30/03/2015
ვებგვერდი, 31/03/2015
470230000.10.003.018524
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №139

2015 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1.  დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) 22-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. №1.2 დანართით განსაზღვრული გაწეული გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების (გარდა, №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპიისა) და ასევე, №1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.ა.ბ“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული (სხვა გადაუდებელი მდგომარეობები) მომსახურების ღირებულებას განმახორციელებელი ანაზღაურებს ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ღირებულებისა.“;

ბ)  მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 71 პუნქტი:

„71. №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია) განსაზღვრული მომსახურების (მ.შ.  კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის საწოლებზე უწყვეტად 21 დღის შემდეგ დაყოვნება, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია და სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმა) ანაზღაურება ხდება ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ტარიფისა. განმახორციელებლის მიერ ტარიფის გამოთვლა ხდება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ, ბოლო 1 წლის განმავლობაში წარდგენილი ტარიფების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გასაშუალოებული სიდიდის შესაბამისად.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. №1.1 დანართის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით,  №1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით  და მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“, „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებითა  და  №1.4  დანართის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გაწეული მომსახურების ღირებულებას განმახორციელებელი ანაზღაურებს შემდეგი წესის შესაბამისად:

ა) დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების ყოველი ერთეულისათვის  მიმწოდებლების მიერ წარდგენილი ფასთა განაწილების ქვედა მეოთხედი განისაზღვრება, როგორც ტარიფის არეალი, რომლის ფარგლებშიც მოხდება ანაზღაურება, შესაბამისი პროცენტული თანაგადახდის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების ღირებულება გადააჭარბებს აღნიშნული ტარიფის არეალს, თანაგადახდის ოდენობის ათვლა მოხდება ტარიფის არეალის მაქსიმალური სიდიდიდან;

ბ) ქიმიო და ჰორმონული პრეპარატებით პაციენტთა უზრუნველყოფის შემთხვევაში, ტარიფის არეალს წარმოადგენს ფასთა განაწილების ქვედა ნახევარი, რომლის ფარგლებშიც მოხდება ანაზღაურება, შესაბამისი პროცენტული თანაგადახდის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების ღირებულება გადააჭარბებს აღნიშნული ტარიფის არეალს, თანაგადახდის ოდენობის ათვლა მოხდება მოცემული ტარიფის არეალის მაქსიმალური სიდიდიდან.“.

2. დადგენილების  №1.1 დანართის („სამედიცინო მომსახურების პირობები, ამ დადგენილების  დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“) პირველი პუნქტის:

ა)  „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება - ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე - 15 000 ლარი:

ბ.ა.ა) №1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია და გადაუდებელი მდგომარეობები;

ბ.ა.ბ)  სხვა გადაუდებელი მდგომარეობები.“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ა1“ ქვეპუნქტი:

„ბ.ა1) ამ პუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის თანაგადახდას,  მოსარგებლის მხრიდან. თანაგადახდას არ ითვალისწინებს  №1.2  დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია და გადაუდებელი მდგომარეობები, ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები;  №1.2 დანართით განსაზღვრული გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობები ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის  მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 5 საწოლ-დღისა;“.

3. დადგენილების  №1.2 დანართი („გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები“):

ა) პირველი პუნქტი (გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

          „1. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება:

 

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება

 

 დასახელება

 დაზუსტება

 ჩარევის დასახელება     (ჩვენების შესაბამისად)

 

 

 

 ტრავმა / ჭრილობა / უცხო სხეული / დამწვრობა, მოყინვა / ცხვირიდან სისხლდენა *

 

 I დონის  ტრავმატოლოგიური დახმარება

მოტეხილობა ცდომის გარეშე / ამოვარდნილობა / კუნთების და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები

მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევა, იმობილიზაცია / ჩაყენება

 

II დონის ტრავმატოლოგიური დახმარება

მოტეხილობა ცდომით / ამოვარდნილობა / კუნთების და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები

მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევა, რეპოზიცია ან ჩასწორება დახურული წესით, ფიქსაცია / იმობილიზაცია / ბლოკადები

 

III დონის ტრავმატოლოგიური დახმარება

მოტეხილობა ცდომით / ამოვარდნილობა / კუნთების და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები / თითის/თითების ტრავმული ამპუტაცია

მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევა, რეპოზიცია ან ჩასწორება დახურული წესით, ფიქსაცია / მ.შ. ჩხირებით / ტაკვის დამუშავება/ფორმირება

 

IV დონის ტრავმატოლოგიური დახმარება

სახის ძვლების მოტეხილობები

მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევა, რეპოზიცია

 

I დონის ქირურგიული დახმარება

ზედაპირული ტრავმა და მცირე ზომის ღია ჭრილობები

ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, შეხვევა, მედიკამენტები

 

II დონის ქირურგიული დახმარება

საშუალო ზომის ან ორი ან მეტი მცირე ზომის ჭრილობა

ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, გაკერვა, მედიკამენტები

 

III დონის ქირურგიული დახმარება

დიდი ზომის ჭრილობები ან კომბინირებული ჭრილობები და /ან მყესთა დაზიანება

ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, გაკერვა, მედიკამენტები

 

IV დონის ქირურგიული დახმარება

სახის არის ღია ჭრილობები (ძვლების დაზიანების გარეშე)

 

 

უცხო სხეული

ზედა სასუნთქ გზებში, ყურში სასმენ ხვრელში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში

 

 

თერმული, ქიმიური და ელექტროკონტაქტური დაზიანება (დამწვრობა, მოყინვა)

რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას

დაზიანებული უბნის ქირურგიული დამუშავება / ნეკროტომია, შეხვევა

 

ცხვირიდან სისხლდენა

 

ტამპონადა (გარდა, უკანა ტამპონადისა)

 

გადაუდებელი თერაპია - სტაბილიზაცია

 

გულის რითმის დარღვევები

მოციმციმე არითმიის პაროქსიზმი

 

 

გულის რითმის დარღვევები

წინაგულ-პარკუჭოვანი (ატრიო-ვენტრიკულური) და ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადა

 

 

გულის რითმის დარღვევები

პაროქსიზმული ტაქიკარდია

 

 

გულის რითმის დარღვევები

წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა

 

 

გულის რითმის დარღვევები

პარკუჭთა ციმციმი და თრთოლვა

 

 

გულის რითმის დარღვევები

სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი

 

 

ჰიპერტონული კრიზი

 

ეკგ, არტერიული წნევის სტაბილიზაცია

 

მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტი (კრუპი)

 

 

 

მწვავე ბრონქიტი

ბრონქოსპაზმი

ბრონქოსპაზმის კუპირება

 

მწვავე ეპიგლოტიტი

 

 

 

ალერგია ანაფილაქსიური მდგომარეობისა და ხორხის შეშუპების განვითარების ტენდენციით

 

 

 

თირკმლის, აბდომინური და ნაღვლკენჭოვანი კოლიკა

 

სისხლის ს/ა, შარდის ს/ა, ერთი სისტემის ექოსკოპია, ი/ვ ინფუზია, ტკივილის კუპირება

 

ტკივილი გულმკერდის და მუცლის არეში, დაუზუსტებელი

 

ტკივილის კუპირება, ბლოკადა

 

თავის ტკივილი

 

ტკივილის კუპირება

 

შარდის შეკავება

 

კათეტერიზაცია (შარდის გამოშვება), ი/ვ ინფუზია და შარდის ს/ა

 

ინტოქსიკაციები

 

დეზინტოქსიკაცია / ინფუზიური თერაპია, ლაბორატორიული კვლევები

 

*იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესყიდული სპეციფიკური შრატებით და ვაქცინებით (მათ შორის, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით) მომსახურება .“.

 

               

       

ბ) მე-2 პუნქტის (გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება):

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია:

 

დასახელება

განმარტება

1

I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა

ინტენსიური მკურნალობა/მოვლა პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ სტაბილური ჰემოდინამიკა და რესპირაცია, თუმცა ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას.

ეს პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, მათ შორის არიან პაციენტები, რომელთაც მოეხსნათ ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, მაგრამ მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია.

ამასთან, ამ სტანდარტის ფარგლებში, განხილულია მხოლოდ „I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის დაზუსტება“ - ფორმაში მოცემული ნოზოლოგიების ჩამონათვალი  და არ ითვალისწინებს პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნებას

2

 

II - III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა

 

ინტენსიური მკურნალობა/მოვლა პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ:

1. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა და საჭიროებენ ფარმაკოლოგიურ და ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ.,მართვითი სუნთქვა, ჰემოდინამიკის რეგულაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**)


2. ორი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, საჭიროებენ ორი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, ჰემოდინამიკის რეგულაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**) და/ან


3. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, საჭიროებენ ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, ჰემოდინამიკის რეგულაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**) და პარენტერალურ კვებას და/ან


4. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა და ნოზოკომიური ინფექცია, საჭიროებენ ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, ჰემოდინამიკის რეგულაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**).

3

თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია

თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს, უშუალოდ დიალიზის ერთი სეანსის ღირებულება

4

სისხლი და სისხლის კომპონენტები

სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმის ერთი ტრანსფუზიის სრული ღირებულება

** უშუალოდ დიალიზის სეანსის ღირებულება არ არის გათვალისწინებული (იხ. №3 პუნქტი)

I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის დაზუსტება

 

ICD 10 კოდი

ნოზოლოგიის დასახელება

დაზუსტება

 

E03.5

მიქსედემური კომა

 

 

E10.0
E11.0

ინსულინდამოკიდებული / ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, კომით

 

 

E10.1
E11.1

ინსულინდამოკიდებული / ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, კეტოაციდოზით

მძიმე დიაბეტური კეტოაციდოზი, ჰემოდინამიკური ან ნევროლოგიური დარღვევებით, რესპირატორული უკმარისობით ან მძიმე აციდოზით

 

E12.0

არასაკმარის კვებასთან დაკავშირებული შაქრიანი დიაბეტი, კომით

 

 

E13.0

შაქრიანი დიაბეტის სხვა დაზუსტებული ფორმები, კომით

 

 

E14.0

შაქრიანი დიაბეტი, დაუზუსტებელი, კომით

 

 

R40

ძილიანობა, სტუპორი და კომა

მხოლოდ ახლადაღმოცენებული

 

G04

ენცეფალიტი, მიელიტი და ენცეფალომიელიტი

 

 

G41

ეპილეფსიური სტატუსი

 

 

G92

ტოქსიკური ენცეფალოპათია

ჰემოდინამიკის არასტაბილურობა, ან მისი განვითარების მაღალი რისკი
ცნობიერების დარღვევა, გულყრა

 

G93.1

თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

ცნობიერების დარღვევით

 

I61

ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა

ცნობიერების დარღვევით / ღეროს ჰერნიაციის მაღალი რისკი ან მწვავე ინსულტი ცნობიერების შეცვლის გარეშე

 

I63

თავის ტვინის ინფარქტი

 

 

S06

ინტრაკრანიალური ტრავმა

 

 

K72.0

ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა

პორტოსისტემური ენცეფალოპათია,
ფულმინანტური უკმარისობა

 

R57

შოკი

 

 

T78.2

ანაფილაქსიური შოკი, დაუზუსტებელი

 

 

T79.4

ტრავმული შოკი

 

 

T80.5

შრატისმიერი ანაფილაქსიური შოკი

 

 

T81.1

შოკი პროცედურის განმავლობაში ან მის შემდეგ, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

 

 

A48.3

ტოქსიკური შოკის სინდრომი

 

 

S27.7

გულმკერდის ღრუს ორგანოთა მრავლობითი ტრავმა

 

 

S36.7

მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი ტრავმა

 

 

T07

მრავლობითი ტრავმები, დაუზუსტებელი

 

 

T29.0

სხვადასხვა მიდამოს თერმული დამწვრობა, დაუზუსტებელი ხარისხის

გართულებული შოკით

 

T75.4

ელექტრული დენის ზემოქმედება

 

 

A41

სეპტიცემია

 

 

D62

მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია

 

 

D65

დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედება [დეფიბრინაციული სინდრომი]

 

 

R65

სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომი

 

 

K65.0

მწვავე პერიტონიტი

 

 

D59.3

ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი

მიმდინარე ჰემოლიზი, თირკმლის ფუნქციის დარღვევით

 

K91.2

პოსტოპერაციული მალაბსორბცია, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

 

 

J46

ასთმური სტატუსი (status asthmaticus)

 

 

J80

მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი

 

 

J81

ფილტვის შეშუპება

 

 

J96.0

სუნთქვის მწვავე უკმარისობა

 

 

R09.2

სუნთქვის შეჩერება

 

 

A05.1

ბოტულიზმი

 

 

I26

ფილტვის (არტერიის) (ვენის) ემბოლია

მწვავე ფილტვისმიერი გულის დროს

 

A34

სამეანო ტეტანუსი

 

 

A35

ტეტანუსის სხვა ფორმები

 

 

R56.8

დაუდგენელი და სხვა კონვულსიები

სერიული გულყრები

 

O15

ეკლამპსია

 

 

N17

თირკმელების მწვავე უკმარისობა

ურემიული ენცეფალოპათია, ჰიპერკალემია, აციდოზი, ჰემოსტაზის დარღვევა

 

N19

თირკმელების უკმარისობა, დაუზუსტებელი

ურემია

 

I46

გულის გაჩერება

 

 

I50

გულის უკმარისობა (მწვავე)

 

 

E27.2

ადისონური კრიზი

 

 

Е05.5

თიროიდული კრიზი ან შეტევა

 

 

G00

ბაქტერიული მენინგიტი, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

კრიტიკული მდგომარეობა - ცნობიერების დარღვევით, რესპირატორული უკმარისობით ან  მენინგიტი შეცვლილი ცნობიერებით, რესპირატორული დარღვევების გარეშე

 

I20.0

არასტაბილური სტენოკარდია

 

 

I21

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი

 

 

I44

წინაგულ-პარკუჭოვანი (ატრიო-ვენტრიკულური) და ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადა

მხოლოდ გულის გაჩერების, ასისტოლიის და ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი პაუზების დროს ან მკვეთრი, ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდიის დროს

 

I47

პაროქსიზმული ტაქიკარდია

ჰემოდინამიკის მძიმე დარღვევით

 

I48

წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა

ჰემოდინამიკის მძიმე დარღვევით

 

I49.0

პარკუჭთა ციმციმი და თრთოლვა

ჰემოდინამიკის დარღვევა

 

I49.5

სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი

მხოლოდ გულის გაჩერების, ასისტოლიის და ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი პაუზების დროს ან მკვეთრი, ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდია

 

J05.0

მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტი (კრუპი)

მძიმე სუნთქვის უკმარისობა, ცენტრალური ციანოზი, სატურაციის დაქვეითება ან სუნთქვის უკმარისობა, სტრიდორი მოსვენებულ მდგომარეობაში

 

J05.1

მწვავე ეპიგლოტიტი

მძიმე სუნთქვის უკმარისობა და ინტოქსიკაცია, ცენტრალური ციანოზი, სატურაციის დაქვეითება ან სუნთქვის უკმარისობა, სტრიდორი მოსვენებულ მდგომარეობაში, მკვეთრი სალივაცია

 

RO4.2

ჰემოპტიზისი [სისხლის ამოხველება]

მასიური

 

N00

მწვავე ნეფრიტული სინდრომი

რენული ენცეფალოპათია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა
ან არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება, ოლიგურია,მაკროჰემატურია

 

N01

სწრაფადპროგრესირებადი ნეფრიტული სინდრომი

რენული ენცეფალოპათია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, თირკმლის ფუნქციის პროგრესირებადი დაქვეითება (ანურია)
ან არტერიული ჰიპერტენზია,მასიური შეშუპება,ოლიგურია,თირკმლის ფუნქციის პროგრესირებადი დაქვეითება,ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც მოითხოვს იმუნოსუპრესიული თერაპიის დაუყოვნებლივ დაწყებას

 

N04

ნეფროზული სინდრომი

ანასარკით გამოწვეული ჰიპოვოლემიური შოკი, თრომბოემბოლიური გართულებები
ან მასიური შეშუპება, ოლიგურია, თირკმლის პრერენული უკმარისობა

 

N18.5

თირკმელების ქრონიკული დაავადება, სტადია 5

კარდიული ასთმა, სიცოცხლისთვის საშიში ჰიპერკალემია და აციდოზი ან ურემიული ენცეფალოპათია, ჰიპერკალემია, აციდოზი, ჰემოსტაზის დარღვევა

 

N23

თირკმლის ჭვალი, დაუზუსტებელი

ძლიერი ტკივილი, ჰემატურია

 

T37-T64, W57, W59

სამკურნალწამლო საშუალებებით, მედიკამენტებით და ბიოლოგიური ნივთიერებებით მოწამვლა / უპირატესად არასამედიცინო დანიშნულების სუბსტანციების ტოქსიკური ეფექტები / კბენა ან დანესტრვა არაშხამიანი მწერის და სხვა არაშხამიანი ფეხსახსრიანების მიერ / სხვა ქვეწარმავლების მიერ მიყენებული კბენა ან დარტყმა

ჰემოდინამიკის არასტაბილურობა, ან მისი განვითარების მაღალი რისკი, ცნობიერების დარღვევა და აირგამტარი გზების დაუცველობა / გულყრა

 

R10

მუცლისა და მენჯის ტკივილი

ძლიერი ტკივილი, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას

 

D50-D64

ალიმენტური, ჰემოლიზური, აპლაზიური და სხვა ანემიები (ღრმა ანემიები)

 

 

D69

პურპურა და სხვა ჰემორაგიული მდგომარეობები

ჰემორაგიული დიათეზი, ღრმა თრომბოციტოპენია

 

D70

აგრანულოციტოზი

ღრმა ლეიკოპენია, ნეიტროპენია

 

G93.6

ცერებრული შეშუპება

                                                                           .“.

           

                                                 

ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტით (გადაუდებელი მდგომარეობები) განსაზღვრული ცხრილის:

ბ.ბ.ა)  6.1. პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„6.1.

K12.2

პირის ღრუს ფლეგმონა და აბსცესი

EDSA00

ქვედა ყბის გაკვეთა

ჩირქგროვის გახსნა, დრენირება, საჭიროების შემთხვევაში, კბილის ექსტრაქცია.“;

 

ბ.ბ.ბ)  7.4.  და 7.5. პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„7.4.

K25 / K26 / K27 / K92.2

კუჭის წყლული / თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული / პეპტიკური წყლული დაუზუსტებელი / გასტროინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი

JDS

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ქირურგია

გართულებული სისხლდენით, დეკომპენსირებული პილოროსტენოზით/  პერფორაციით

 

პერფორირებული წყლულის გაკერვა, სისხლდენი წყლულის ამოკერვა ჰემოსტაზი

7.5.

K25 / K26 / K27 / K92.2

კუჭის წყლული / თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული / პეპტიკური წყლული დაუზუსტებელი / გასტროინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი

JDS

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ქირურგია

გართულებული სისხლდენით, დეკომპენსირებული პილოროსტენოზით/ პერფორაციით

 

კუჭის რეზექცია ან ორგანოს დამზოგველი ოპერაცია (JDSH63-ვაგოტომია პილოროპლასტიკა) ვაგოტომია/JDSG-პილოროპლასტიკა/

თორმეტგოჯა ნაწლავის პლასტიკური ოპერაციები.“;

                                  

 

ბ.ბ.გ)  9.7.  და  9.8.  პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„9.7.

K42.1

ჭიპის თიაქარი განგრენით

JASF

JFSA

ჭიპის თიაქრის აღდგენითი ოპერაციები

 

ლოკალური ოპერაციები ნაწლავებზე (ჩვენების შესაბამისად)

 

9.8.

K43.1

მუცლის წინა კედლის თიაქარი განგრენით

JASG

JFSA

სხვა სახის თიაქრების და მუცლის კედლის აღდგენითი ოპერაციები

 

ლოკალური ოპერაციები ნაწლავებზე (ჩვენების შესაბამისად)

                                         

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                  .“;                                  

 

ბ.ბ.დ)  10.3. პუნქტის  შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 10.4. პუნქტი:

 

„10.4.

K35.2

მწვავე აპენდიციტი გენერალიზებული პერიტონიტით

JESA10

JASK

აპენდექტომია დრენირებასთან ერთად/პერიტონეუმის ღრუს დრენირება და გამორეცხვა

                                

 

 

 

 

                                   .“;      

 

ბ.ბ.ე)  11.7. პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„11.7.

K80.0 / K81.0

ნაღვლის ბუშტის ქვები მწვავე ქოლეცისტიტით (გაჟონვით გავრცელებული პერიტონიტი (ნაღვლოვანი)) / მწვავე ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის აბსცესი, განგრენული, ჩირქოვანი ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის ემპიემა)

JKSA20

ქოლეცისტექტომია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                              .“;

 

ბ.ბ.ვ)  14.14.  და  14.15.  პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„14.14.

N47

გრძელი ჩუჩა, ფიმოზი და პარაფიმოზი

KGSA10

ჩუჩის ჩაჭრა

პარაფიმოზი

14.15.

N47

გრძელი ჩუჩა, ფიმოზი და პარაფიმოზი

KGSH10

ასოზე რეკონსტრუქციული ოპერაცია

პარაფიმოზი.“;                    

 

ბ.ბ.ზ)  მე-15 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„15.

გინეკოლოგია

 

15.1.

O00

საშვილოსნოს გარეშე (ექსტოპიური) ორსულობა

LBSC

ფალოპის მილის შემანარჩუნებელი ოპერაცია მილოვანი გარე ორსულობის გამო

 

15.2.

O00

საშვილოსნოს გარეშე (ექსტოპიური) ორსულობა

LBSD

ფალოპის მილის ნაწილობრივი ამოკვეთა

 

15.3.

O00

საშვილოსნოს გარეშე (ექსტოპიური) ორსულობა

LBSE

ფალოპის მილის ტოტალური ამოკვეთა

 

15.4.

N83.2

საკვერცხის სხვა და დაუზუსტებელი კისტები

LASC/LASD/ LASE/LASF

საკვერცხის დაზიანებული უბნის ამოკვეთა ან დაშლა/ საკვერცხის ნაწილობრივი ამოკვეთა/საკვერცხის სრული ამოკვეთა/საკვერცხის და ფალოპის მილის ამოკვეთა

საკვერცხის კისტის აპოპლექსია

15.5.

N83.5

საკვერცხის, საკვერცხის ფეხის და ფალოპუსის მილის შემოგრეხა

LASC/LASD/ LASE/LASF/ LBSD/LBSE

საკვერცხის დაზიანებული უბნის ამოკვეთა ან დაშლა/ საკვერცხის ნაწილობრივი ამოკვეთა/საკვერცხის სრული ამოკვეთა/საკვერცხის და ფალოპის მილის ამოკვეთა/ფალოპის მილის ნაწილობრივი ამოკვეთა/ფალოპის მილის ტოტალური ამოკვეთა                

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                              .“;        

             

 

ბ.ბ.თ)  17.2.  და  17.3.  პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„17.2.

S06.1

თავის ტვინის ტრავმული შეშუპება

AASD

ოპერაციები თავის ტრავმის გამო (დეკომპრესიული კრანიოტომია)

 

17.3.

S06.3

თავის ტვინის კეროვანი ტრავმა

AASD

ოპერაციები თავის ტრავმის გამო (დეკომპრესიული კრანიოტომია)

 

 

 

 

 

                                   .“;

 

ბ.ბ.ი) 17.6. პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„17.6.

S06.6

ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა

AASD

ოპერაციები თავის ტრავმის გამო (დეკომპრესიული კრანიოტომია)

 

 

 

 

 

                                  .“;

 

ბ.ბ.კ)  17.8. პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„17.8.

S06.7

ქალასშიდა ტრავმა გახანგრძლივებული კომით

AASD

ოპერაციები თავის ტრავმის გამო (დეკომპრესიული კრანიოტომია)

 

 

 

 

 

 

                             .“.

                                

 

4. დადგენილების  №1.3 დანართი („სამედიცინო მომსახურების პირობები, ამ დადგენილების  დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“):

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება:

გ.ა.ა) №1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია და გადაუდებელი მდგომარეობები;

გ.ა.ბ) სხვა გადაუდებელი მდგომარეობები, მათ შორის, ინფექციურ დაავადებებთან და ინკურაბელური პაციენტების პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია.“;

ა.ბ)  „გ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ.ა1“ ქვეპუნქტი:

„გ.ა1) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება ანაზღაურდება სრულად. ამასთან, გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობები ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის  მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 5 საწოლ-დღისა;“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება:

გ.ა.ა) №1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია და გადაუდებელი მდგომარეობები;

გ.ა.ბ) სხვა გადაუდებელი მდგომარეობები, მათ შორის, ინფექციურ დაავადებებთან და ინკურაბელური პაციენტების პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია.“;

ბ.ბ) „გ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ.ა1“ ქვეპუნქტი:

„გ.ა1) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას, მოსარგებლის მხრიდან, გარდა,  ამ დადგენილების  №1 დანართის მე-2  მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს. თანაგადახდას არ ითვალისწინებს კრიტიკული მდგომარეობები, ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები, ასევე, ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის, ასევე, თანაგადახდას არ ექვემდებარება ასაკით პენსიონერი ვეტერანის ან მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება. გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობები ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის  მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 5 საწოლ-დღისა;“.

5. დადგენილების  №1.4 დანართი („სამედიცინო  მომსახურების  პირობები, ამ დადგენილების  დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“):  

ა)  პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება:

ბ.ა.ა) №1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია და გადაუდებელი მდგომარეობები;

ბ.ა.ბ) სხვა გადაუდებელი მდგომარეობები.“;

ა.ბ)  „ბ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ბ.ა1“ ქვეპუნქტი:

„ბ.ა1) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება  ანაზღაურდება სრულად; ამასთან,  №1.2 დანართით განსაზღვრული გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობები ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის  მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 5 საწოლ-დღისა.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი