დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3348-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/03/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010170000.05.001.017699 |
|
„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.016513) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ოჯახის წევრი – ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მეუღლე, 18 წლამდე შვილი, მხარდაჭერის მიმღები სრულწლოვანი შვილი, მხარდაჭერის მიმღები ან ხანდაზმული (საპენსიო ასაკის) მშობელი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი ან მხარდაჭერის მიმღები სხვა პირი;“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 351 მუხლი: „მუხლი 351. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში ამ კანონის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლებიან აგრეთვე 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი სრულწლოვანი შვილი და მშობელი, სანამ მათი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. |
ქუთაისი, 20 მარტი 2015 წ. N3348-IIს |
დოკუმენტის კომენტარები