დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 132 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 25/03/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 330110000.10.003.018517 |
|
„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში (სსმ, 25/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კომისიამ უზრუნველყოს ამ დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული არაგეოგრაფიული ზონის კოდების (NDC) - 200-299 რეზერვიდან მოკლე ნომრის - 2-0-1-5, ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით, უსასყიდლოდ, დროებით, 2015 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 20 აგვისტომდე, ა(ა)იპ - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტისთვის მინიჭება, საინფორმაციო ცენტრის ცხელი ხაზის ფუნქციონირებისთვის. აღნიშნული ნომრის აკრეფა განხორციელდეს დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ბ“ და „ვ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყოველგვარი პრეფიქსის გარეშე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები