„უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2358
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 27/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 440.030.000.05.001.002.044
  • Word
2358
20/12/2005
სსმ, 55, 27/12/2005
440.030.000.05.001.002.044
„უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 12.07.2002, მუხ. 80) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭო (შემდგომში სეს-ი).“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის მომზადება.

მუხლი 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ერთი თვის ვადაში გამოსცეს ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სწავლულ ექსპერტთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

მუხლი 4. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 28 ივნისის №317 ბრძანებულება „საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

მუხლი 5. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 დეკემბერი.

№2358რს