საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

  • Word
საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 422
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018739
  • Word
422
06/03/2015
ვებგვერდი, 16/03/2015
000000000.00.003.018739
საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №422

2015 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვ­ნე­ლოვანი გავლენა მოახდინა საგარეო ფაქტორებმა და რეგიონში არსე­ბულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ, მათ შორის, მნიშვნე­ლოვნად შემცირდა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონო­მიკური ზრდის პროგნოზირებული მაჩვენებლები, რაც უარყოფით გავ­ლენას ახდენს საქართველოს ძირითად ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვე­ნებლებზე, ფისკალური მდგრადობისა და საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით, 2015-2016 წლებში:

1. დაევალოთ საქართველოს სამინისტროებს, სახელმწიფო მინისტ­რების აპარატებს და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ იმ მხარჯავ დაწესებულებებს, რომლებიც ექვემდებარებიან საქართ­ველოს მთავრობის კონტროლს:

ა) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თ­ვე­ლოს კანონით მათთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, ადმი­ნისტრაციული ხარჯებისა და ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შემ­ცი­რების შედეგად გამოთავისუფლებული რესურსის (დანართით გან­საზ­ღვრული პრინციპების შესაბამისად) და ამ რესურსის შესაძლო გამოყე­ნების მიზნობრიობის თაობაზე ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამი­ნის­ტ­როს წარუდგინონ არა უგვიანეს 2015 წლის 16 მარტისა;

ბ) მათ კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ(ებ)-ის/ა(ა)იპ(ებ)-ის კა­ნონ­მ­­დებ­ლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლების ფარგლებში დაგეგმილი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება და მათი შეზღუდვა არა უმეტეს 2014 წელს გაწე­ული საკასო ხარჯის ოდენობით;

გ) მათ კონტროლს დაქვემდებარებული, „საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარების შედე­გად გამოთავისუფლებული რესურსის, ასევე, თავისუფალი ნაშთის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენა არა უგვიანეს 2015 წლის 23 მარტისა.

2. ეთხოვოთ სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებს (გარდა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მხარჯავი დაწესებულებებისა), ასევე, ავტონომიურ რესპუბლიკებს და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება და საქართველოს ფინანსთა სამი­ნის­­ტროსათვის ინფორმაციის წარდგენა არა უგვიანეს 2015 წლის 23 მარტისა.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მხარჯავ დაწესებულებებს დაევალოთ, ხოლო, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მხარჯავ დაწესებულებებს/ორგანოებს ეთხოვოთ, ამ განკარგულებით გან­საზღვრული ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუ­დვის პრინციპები გაით­ვალისწინონ 2016 და 2017 წლების ბიუჯეტების დაგეგმვის დროს.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამ განკარგულების საფუძ­ველზე მიღებული ინფორმაციის გაანალიზების შემდგომ, არა უგვიანეს 2015 წლის 1 აპრილისა, უზრუნველყოს განახლებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.

5. 2016 და 2017 წლების სახელმწიფო ბიუჯეტების პროექტების შემუშავებისას, უზრუნველყოფილ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახ­დე­ლე­ბის არანაკლებ 20%-ის გათვალისწინება საინვეს­ტიციო/ინფრასტრუქ­ტურული პროექტების დასაფინანსებლად.

6. საბიუჯეტო წლის მანძილზე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლით განსაზღვრული წესით, წლიური ბიუჯეტის დაზუსტებისას, საინვესტიციო/კაპიტალური პროექტებისათვის დაგეგმილი გადასახდე­ლე­ბის გადატანა მიმდინარე დანიშნულების ხარჯებისათვის დასაშვებია მხო­ლოდ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.

პრემიერ-მინისტრი                                                    ირაკლი ღარიბაშვილი

 

დანართი

 

საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების ძირითადი პრინციპები

ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულმა მხარჯავმა დაწესებულებებმა, ამავე განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების გატარებისას, ძირითადად იხელმძღვანელონ შემდეგი პრინციპებით:

1. შრომის ანაზღაურების მუხლით 2015 წელს გაწეული ხარჯი თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის არ უნდა აღემატებოდეს 2014 წლის საკასო ხარჯს.

2. ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესისგან გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომის ანაზღაურების მუხლის ზრდა გამოწვეულია ორგანიზაციის ფუნქციებისა და კომპეტენციის ზრდიდან გამომდინარე გაზრდილი შრომის ანაზღ­ა­ურების ფონდით.

3. ამ დანართის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დებულებები ასევე გავრცელდეს შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე.

4. მაქსიმალურად შეიზღუდოს მივლინების ხარჯების დაფინანსება, აიკრძალოს სასწავლო მივლინების ხარჯების დაფინანსება, თუ მიმწვევი მხარის მიერ არ ფინანსდება სამივლინებო ხარჯების არანაკლებ 80%.

5. შეძლებისდაგვარად შეიზღუდოს ოფისის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები (მათ შორის, მიმდინარე რემონტის ხარჯები).

6. შემცირდეს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მოხმარებული საწვავის ხარჯები 2014 წლის საკასო ხარჯთან შედარებით არანაკლებ 30%-ით (გარდა იმ მანქანებისათვის საჭირო საწვავის ხარჯებისა, რომლებიც ემსახურებიან იმ ოპერატიული დანიშნულების ქვედანაყოფებს, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება ყოველდღიურად მუდმივ გადაადგილებას, პატრულირებას და ა.შ.).

7. შეიზღუდოს წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსება განსა­კუთრებული აუცილებლობის გარეშე და შემცირდეს 2014 წელს გაწეული საკასო ხარჯი არანაკლებ 20%-ის ფარგლებში.

8. მაქსიმალურად შეიზღუდოს რბილი ინვენტარის და უნიფორმის შეძენის და პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული, საოფისე ტექნიკის და ინვენტარის (მათ შორის, კომპიტერული ტექნიკა) და სატრანსპორტო საშუა­ლებების და ტექნიკის (გარდა სპეციალური დანიშნულების მანქანებისა და ტექნიკისა) შესყიდვის ხარჯები.

9. შემცირდეს ისეთი პროგრამების/ქვეპროგრამებისა და ღონისძი­ებების დაფინანსება, რომელთა გადავადების ან ნაწილობრივ გატარების შემთხვევაში, არ შეფერხდება შესაბამისი დარგის განვითარება.

10. აღნიშნული პრინციპების გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვე­ვაში, მხარჯვმა დაწესებულებამ, თითოეულ პროგრამულ კოდთან მიმარ­თებაში, დასაბუთება წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს.