|
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შეეხება სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს;“. 2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. ეროვნული უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა 1. თუ უფლებამოსილ ორგანოს აქვს სერიოზული საფუძველი, რომ თანამშრომლობის თაობაზე საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შესრულება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, იგი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და საერთაშორისო სასამართლოსთან ითანამშრომლებს სტატუტის 72-ე მუხლის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება თხოვნის შესრულებასთან დაკავშირებული მოქმედებების შეჩერების თაობაზე. 3. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე არ დააკმაყოფილოს საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა თანამშრომლობის თაობაზე, თუ თხოვნის შესრულება ხელყოფს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.“. 3. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირს უფლება აქვს, უარი თქვას თავის ან იმ ახლობელთა წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რომელთა წრეც განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და საერთაშორისო სასამართლოს „პროცედურისა და მტკიცების წესების“ მიხედვით, ან, თუ ჩვენების მიცემაზე უარის თქმით სურს, სტატუტის 72-ე მუხლის შესაბამისად, არ გახმაურდეს მისთვის სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განდობილი ინფორმაცია. თუ პირი იყენებს აღნიშნულ უფლებას, უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ასეთ შემთხვევაში პირის დაკითხვის დასაშვებობის შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 4 მარტი 2015 წ. N3132-IIს |
დოკუმენტის კომენტარები