ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3126-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.017637
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3126-IIს
04/03/2015
ვებგვერდი, 23/03/2015
130000000.05.001.017637
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (31/10/2018 - 22/12/2018)

 

საქართველოს კანონი

 

 

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

 მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

 ეს კანონი განსაზღვრავს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებს, ამ პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესს და მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებების უფლებამოსილებებს.

 

 მუხლი 2. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ცნება

 ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების უზრუნველსაყოფად განხორციელებული საქმიანობა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის შიგნით და მისი ფარგლების გარეთ არსებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენას, იდენტიფიცირებას, შეფასებას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას.

 

 მუხლი 3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროები

 ამ კანონის მიზნებისთვის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებია:

 ა) სახელმწიფო თავდაცვა;

 ბ) საგარეო უსაფრთხოება;

 გ) შიდა უსაფრთხოება;

 დ) სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება;

 ე) ეკოლოგიური და ენერგეტიკული უსაფრთხოება;

 ვ) ინფორმაციული უსაფრთხოება;

 ზ) მართლწესრიგი.

 

 მუხლი 4. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ღირებულებები

 ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს:

 ა) სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა;

 ბ) თავისუფლება;

 გ) დემოკრატია და კანონის უზენაესობა;

 დ) უსაფრთხოება;

 ე) კეთილდღეობა;

 ვ) მშვიდობა.

 

 მუხლი 5. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პრინციპები

 ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პრინციპებია:

 ა) კანონიერება;

 ბ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განუხრელი დაცვა და პატივისცემა;

 გ) ერთიანი სამთავრობო მიდგომა;

 დ) უწყვეტობა;

 ე) გეგმურობა;

 ვ) საჯაროობა და სამოქალაქო ჩართულობა.

 

თავი II

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროები

 

 მუხლი 6. სახელმწიფო თავდაცვა

 სახელმწიფო თავდაცვის სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

 ა) სამხედრო საფრთხეების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;

 ბ) შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სამხედრო ძალებით უზრუნველყოფა;

 გ) სამხედრო ძალების განვითარება, მომზადება და საბრძოლო მზადყოფნა;

 დ) ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების თავდაცვით მიზნებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;

 ე) ქვეყნის ეკონომიკის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანოების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობის საომარი მდგომარეობისთვის მომზადება და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება;

 ვ) თავდაცვითი მიზნებისთვის მატერიალური რეზერვების შექმნა;

 ზ) სამხედრო განათლების სისტემის, მეცნიერებისა და მრეწველობის განვითარება;

 თ) უსაფრთხოებისა და სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.

 

 მუხლი 7. საგარეო უსაფრთხოება

 საგარეო უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

 ა) საგარეო საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;

 ბ) სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განხორციელება;

 გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და დეოკუპაციის პოლიტიკის საერთაშორისო დონეზე განხორციელება;

 დ) ქვეყნის ფარგლების გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;

 ე) ქართული დიასპორების ინტერესების დაცვა და მათი საქმიანობის მხარდაჭერა;

 ვ) სადაზვერვო და საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება;

 ზ) საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა განვითარება.

 

 მუხლი 8. შიდა უსაფრთხოება

 შიდა უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

 ა) შიდა საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;

 ბ) საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა;

 გ) ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფა;

 დ) უცხო ქვეყნების ორგანიზაციების, პირთა ჯგუფებისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სხვა საქმიანობის ნეიტრალიზაცია;

 ე) ექსტრემისტულ-ტერორისტული იდეოლოგიისა და საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა;

 ვ) ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული და რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველყოფა;

 ზ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა;

 თ) მიგრაციული და რეპატრიაციული პროცესების საერთაშორისო დონეზე აღიარებული ნორმების შესაბამისად მართვა;

 ი) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა;

 კ) შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა განვითარება.

 

 მუხლი 9. სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება

 სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

 ა) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

 ბ) სოციალურ-ეკონომიკური საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;

 გ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის ნეიტრალიზაცია;

 დ) სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებთან და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;

 ე) სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტების უსაფრთხოების ასპექტების შეფასება და შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება;

 ვ) საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებთან და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;

 ზ) დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

 თ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებთან და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;

 ი) სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

 კ) პანდემიებისგან, ეპიდემიებისგან, ეპიზოოტიებისგან და სხვა ბიოლოგიური საფრთხეებისგან დაცვის უზრუნველყოფა.

 

 მუხლი 10. ეკოლოგიური და ენერგეტიკული უსაფრთხოება

 ეკოლოგიური და ენერგეტიკული უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

 ა) ეკოლოგიური და ენერგეტიკული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;

 ბ) ბუნებრივი რესურსების გამოყენების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებთან და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;

 გ) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დასაცავად შესაბამისი მექანიზმების შემუშავება;

 დ) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შემცირება და ლიკვიდაცია;

 ე) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების შესაძლებლობათა განვითარება და მათი საქმიანობის კოორდინაცია;

 ვ) სახიფათო ნარჩენების მართვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

 ზ) ენერგეტიკული პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განხორციელება.

 

 მუხლი 11. ინფორმაციული უსაფრთხოება

 ინფორმაციული უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

 ა) საქართველოს საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;

 ბ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დაცვის უზრუნველყოფა;

 გ) კიბერსივრცეში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ქმედებების ნეიტრალიზაცია;

 დ) კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა განვითარება;

 ე) კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ინსტიტუციური კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება;

 ვ) ელექტრონული მმართველობის სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

 ზ) კიბერსაკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შესაბამისი საგანმანათლებლო ბაზის ჩამოყალიბება და განვითარება;

 თ) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი ელექტრონული მოპყრობის საშუალებათა ფიზიკური, ტექნიკური და პროგრამული დაცვის უზრუნველყოფა.

 

 მუხლი 12. მართლწესრიგი

 მართლწესრიგის სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

 ა) კანონის უზენაესობის განმტკიცება;

 ბ) კრიმინოგენული ვითარების გასაუმჯობესებლად შესაბამისი მექანიზმების შემუშავება;

 გ) ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულებთან ბრძოლა;

 დ) სამართალდამცავი სტრუქტურების შესაძლებლობათა განვითარება;

 ე) სამართალდაცვით და სისხლის სამართლის სფეროებში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.

 

 მუხლი 13. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვა საკითხები

 ამ კანონის მე-6−მე-12 მუხლებით გათვალისწინებული მიმართულებების გარდა, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მოიცავს სხვა საკითხებსაც, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს აღნიშნულ მიმართულებებთან. 

 

თავი III

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესი

 

 მუხლი 14. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის ორგანიზება

 1. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების მეშვეობით.

 2. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია ხორციელდება ამ კანონის II თავში მითითებული მიმართულებების გათვალისწინებით.

 

 მუხლი 15. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტები

 1. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეებია:

 ა) ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;

 ბ) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი;

 გ) უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები.

 2. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს და ადგენს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ყველა ეროვნული და უწყებრივი დონის დოკუმენტი. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობა. მას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

3. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ასახავს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებითი საშიშროების შემცველ სამხედრო, საგარეო-პოლიტიკურ, შინაპოლიტიკურ, ტრანსნაციონალურ, სოციალურ-ეკონომიკურ, ბუნებრივ და ტექნოგენურ საფრთხეებსა და გამოწვევებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის იმ ნაწილს, რომელშიც ხდება ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური) საფრთხეების შეფასება, შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამზადებს და აქვეყნებს ამ დოკუმენტის არასაიდუმლო, ადაპტირებულ ნაწილს ბუნებრივი საფრთხეების შესახებ.

4. ამ კანონის მიზნებისთვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია არის სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც იქმნება ამ კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში და რომელშიც აღწერილია ამ სფეროში ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას (გარდა საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიისა) აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი უწყებები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას მიეკუთვნება აგრეთვე საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია, რომლის რეგულირების სფერო და შემუშავებისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონით.  

5. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს და სახელმწიფო რწმუნებულებს ევალებათ უწყებრივი სამოქმედო გეგმების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავება. უწყებრივი სამოქმედო გეგმებით განისაზღვრება უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მექანიზმები.  

 6. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უწყებრივ სამოქმედო გეგმებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი სამოქმედო გეგმების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა.

საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2609 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3456 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3580 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

 მუხლი 16. უწყებრივი დონის დოკუმენტები

 1. უწყებრივ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება შესაბამის უწყებათა მიერ შემუშავებული კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების მეშვეობით.

 2. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეებია:

 ა) უწყებრივი კონცეფცია;

 ბ) უწყებრივი სტრატეგია;

 გ) დოქტრინა;

 დ) პროგრამა.

3. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების სახეები განისაზღვრება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

4. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის სფეროში უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტებისა და ორგანიზაციული დოკუმენტების რეგულირების სფერო და მათი მიღების წესი განისაზღვრება „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3456 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის  კანონი №3580 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

 

 მუხლი 17. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები

1. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები იქმნება ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად და მტკიცდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.  

 2. ამ კანონის მიზნებისთვის:

ა) უწყებრივი კონცეფცია არის ამ კანონის მე-7−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ სფეროზე ან/და მიმართულებაზე შესაბამისი უწყების შეხედულებების, მისი ღირებულებების, მიდგომების, იდეების, განზრახვებისა და ზოგადი პრინციპების დეკლარირება, რომლებიც სათანადო გარემოებებსა და მოთხოვნებს ესადაგება. უწყებრივ კონცეფციას მიეკუთვნება აგრეთვე შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ხედვა ამ უწყების მიზნების, ამოცანების, საქმიანობის სპეციფიკისა და განვითარების შესახებ;

 ბ) უწყებრივი სტრატეგია არის შესაბამისი უწყების მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად აღწერილია ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების მიერ იდენტიფიცირებული ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. უწყებრივ სტრატეგიას აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები;

გ) დოქტრინა არის ამ კანონის მე-7−მე-13 მუხლებით გათვალისწინებული სფეროს ან/და მიმართულების შესახებ ეროვნულ დონეზე დეკლარირებული უმთავრესი პრინციპების შესაბამისად უწყების მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც ადგენს ამ უწყებაში არსებული რესურსების კონკრეტული ამოცანის (ამოცანების) შესასრულებლად ეფექტიანი გამოყენების წესს;

დ) პროგრამა განსაზღვრავს სპეციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ამ კანონის მე-7−მე-13 მუხლებით გათვალისწინებული სფეროებიდან ან/და მიმართულებებიდან გამომდინარე, და მათი განხორციელების საშუალებებს. პროგრამა არ ადგენს აღნიშნულ ღონისძიებათა განხორციელების გეგმებს.

 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უწყებრივი დონის კონცეპტუალურ დოკუმენტებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა.

საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3456 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3580 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

 

 მუხლი 18. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები

1. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები მტკიცდება/მიიღება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, რომლებიც გამოიცემა/მიიღება ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.  

 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უწყებრივი დონის ორგანიზაციულ დოკუმენტებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა.

საქართველოს 2018 წლის 20   სექტემბრის  კანონი №3456  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

 

 მუხლი 19. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესი და მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებები

 1. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესი ხორციელდება ერთიანი სამთავრობო მიდგომის პრინციპის შესაბამისად.

 2. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შესამუშავებლად იქმნება მუდმივმოქმედი ან დროებითი უწყებათაშორისი კომისიები ან/და სამუშაო ჯგუფები, რომელთა სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.

3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი ორგანოა საქართველოს მთავრობა.  

4. (ამოღებულია - 31.10.2018, №3580). 

 5. (ამოღებულია - 07.12.2017, №1622).

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3580 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

 

თავი IV. (ამოღებულია)

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

მუხლი 20. (ამოღებულია)

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

 მუხლი 21. (ამოღებულია).

საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3962 – ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

მუხლი 22. (ამოღებულია)

საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3962 – ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

მუხლი 23. (ამოღებულია)

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

მუხლი 24. (ამოღებულია)

აქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4354 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №133 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

მუხლი 25. (ამოღებულია)

საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4354 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №133 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

 მუხლი 26. (ამოღებულია)

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

თავი V

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

 

 მუხლი 27. გარდამავალი დებულებანი

 1. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღების, მისთვის სამხედრო წოდების მინიჭების და მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.

 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში დაამტკიცოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღების, მისთვის სამხედრო წოდების მინიჭების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები.

 

 მუხლი 28. დასკვნითი დებულებანი

 1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №38 დადგენილება „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“.

 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 მარტი 2015 წ.

N3126-IIს

14. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3505-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 13. 29/11/2022 - საქართველოს კანონი - 2122-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 06/12/2022 12. 07/09/2022 - საქართველოს კანონი - 1725-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 21/09/2022 11. 02/11/2021 - საქართველოს კანონი - 978-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/11/2021 10. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6917-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 9. 02/04/2019 - საქართველოს კანონი - 4397-IIს - ვებგვერდი, 08/04/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4087-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 7. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3580-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 6. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3456-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 5. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2609-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 4. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1622-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 3. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 133-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 2. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4354-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 1. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3962-რს - ვებგვერდი, 15/07/2015