დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2155 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/11/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 51, 06/12/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 160.000.000.05.001.002.017 |
საქართველოს კანონი
�ადვოკატთა შესახებ� �საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
��� მუხლი 1.
�ადვოკატთა შესახებ� საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 6.07.2001, მუხ. 78) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�2. ტესტირება ტარდება წელიწადში ორჯერ. ტესტირების ჩატარების წესს, პროგრამას ამტკიცებს და თარიღს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, ხოლო ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის დებულებას � საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება.�.
2. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის �გ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�გ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საკვალიფიკაციო კომისიის დებულებას;�.
3. 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის �ბ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ბ) კოორდინაცია გაუწიოს ადვოკატთა ტესტირების ჩატარებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დაამტკიცოს ადვოკატთა ტესტირების წესი, პროგრამა და განსაზღვროს ტესტირების ჩატარების თარიღი;�.
4. 42-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�3. დამფუძნებელი კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება იმ პირთა ნახევარზე მეტი, რომლებსაც უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ დამფუძნებელ კრებაში და რომლებმაც ადვოკატის ფიცი დადეს კანონით განსაზღვრული წესით. დამფუძნებელ კრებაზე გადაწყვეტილებები, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. დამსწრე წევრთა რაოდენობა დაითვლება ყოველი კენჭისყრის წინ.�;
ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�10. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კენჭისყრაში მონაწილე წევრთა მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ 35 ხმისა. თანაბარი რაოდენობის ხმათა მიმღებ კანდიდატებს შორის, თუ მათი რაოდენობა აღემატება ასარჩევ წევრთა რაოდენობას, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო კანონით გათვალისწინებული ორგანოს წევრთა რაოდენობა, კენჭი განმეორებით ეყრება უკეთესი შედეგის მქონე, მაგრამ 35 ხმაზე ნაკლების მიმღებ იმდენ კანდიდატს, რამდენი წევრიცაა ასარჩევი. თუ ასარჩევ კანდიდატთა რაოდენობაზე მეტ კანდიდატს აღმოაჩნდა თანაბარი საუკეთესო შედეგი ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ხმათა თანაბარი რაოდენობა დააგროვა, განმეორებით კენჭი ეყრება ყველა ზემოაღნიშნულ კანდიდატს. იმ შემთხვევაში, თუ ორი კენჭისყრის შედეგად კანდიდატებმა ვერ დააგროვეს ხმათა მინიმალური რაოდენობა კანონით გათვალისწინებული ორგანოს დარჩენილ წევრთა რაოდენობის შესავსებად, ტარდება ხელახალი არჩევნები.�.
��� მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
�მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 25 ნოემბერი.
№2155_ IIს
დოკუმენტის კომენტარები