ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.174.016067
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/03/2015 - 04/01/2016)

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2015 წლის 6 მარტი

ქ. გორი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
დადგინდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესები დანართი 1-ის (თან ერთვის 22(ოცდაორი) ფურცლად) შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე



დანართი 1
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების

მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და

ავტომანქანების პარკირების წესები


მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. წინამდებარე წესი არეგულირებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესებს.

2.  წინამდებარე წესი არეგულირებს ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა ტერიტორიებზე პარკირების ორგანიზების უფლების მესამე პირისათვის გადაცემის წესებს.

3. თუ ტერიტორია, რომელიც არ წარმოადგენს ქუჩას ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს და იგი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სახელზე ან/და კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, განსაზღვრული იქნა პარკირების ადგილებისათვის, აღნიშნული მიწის  ნაკვეთის სარგებლობისა და განკარგვის მიმართ  გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტების და წინამდებარე წესის მოთხოვნები.

4. წინამდებარე წესი არ არეგულირებს:

ა) ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებით ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ბ) ავტოსადგურების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

გ) ავტომანქანების პარკირებისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობებში ავტომანქანების პარკირების წესებს;

დ) ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესებს;

ე) ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე პარკირების ორგანიზების უფლების სხვა პირისათვის გადაცემის საკითხებს;

ვ) ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების სადგურებში (მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები) ავტომანქანების პარკირების წესებს;

ზ) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პარკირებაზე, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო საქმიანობისათვის, მათ შორის, მიწის სამუშაოებისათვის (ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა), თუ სატრანსპორტო საშუალების პარკირება ხდება სამშენებლო მოედანზე ან/და ასეთი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან/და მფლობელი მომსახურების გაწევისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზნით არ ახდენს იმ ტერიტორიაზე პარკირებას, რომელიც არ იმყოფება მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში.


მუხლი 2. ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის ამოცანები
წინამდებარე წესის ამოცანებია:

ა) ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ავტომანქანების პარკირების ორგანიზებულობის უზრუნველყოფა;

ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

დ) ქვეითად მოსიარულეთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა;

ე) მგზავრთა გადაყვანის მიზნით ტექნიკურად გამართული ავტომანქანების გამოყენების უზრუნველყოფა;

ვ) პარკირების სფეროს განვითარება;

ზ) ავტომანქანების პარკირების ორგანიზებულობით:

ზ.ა) ავტომანქანის პარკირებისას ან/და მოძრაობისას დაბრკოლებების გამორიცხვა;

ზ.ბ) ორმაგი პარკირების გამორიცხვა;

თ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღება.


მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესის მიზნებისათვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტომანქანა – ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება;

ბ) სატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, თუ მისი წამყვანი წინამდებარე წესის შესაბამისად, არ წარმოადგენს ქვეითს;

გ) ტაქსი – შესაბამისი საცნობარო ნიშნის მქონე მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც გამოიყენება გზაზე მგზავრთა არაერთჯერადად გადაყვანისათვის, მაგრამ აღნიშნული საქმიანობა არ წარმოადგენს რეგულარულ გადაყვანას;

დ) პარკირება – ავტომანქანის მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა (დგომა) თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან ავტომანქანის დატვირთვა-გადმოტვირთვას;

ე) პარკირების ადგილები – ავტომანქანების დგომისათვის განკუთვნილი ადგილები;

ვ) პარკირების საერთო ადგილები – პარკირების ადგილები, სადაც პარკირების უფლება აქვს ყველა იმ ავტომანქანას, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებული არ არის პარკირების სპეციალური ადგილ­ების განსაზღვრა, თუ პარკირების კონკრეტულ ადგილზე ან ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს პარკირების საერთო ადგილები, ზოგადად აკრძალული არ არის კონკრეტული სახეობის ავტომანქანის შესვლა, მოძრაობა, დგომა ან გაჩერება;

ზ) პარკირების სპეციალური ადგილები – პარკირების ადგილები, რომლებიც წინამდებარე წესის შესაბამისად, განისაზღვრება მომსახურების სფეროს ან/და სხვა ნიშნის მიხედვით დაჯგუფებული ავტომანქანების პარკირებისათვის;

თ) საზოგადოებრივი სივრცე – განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები, რომლებიც ავტომანქანის მოძრაობისას ხელმისაწვდომია ადამიანებისათვის;

ი) გზა – საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის მოწყობილი მიწის ზოლი ან ხელოვნური ნაგებობის ზედაპირი, რომელიც არსებობისას მოიცავს ავტომანქანების მოძრაობისათვის განკუთვნილ ერთ ან რამდენიმე სავალ ნაწილს (ქუჩას), ტროტუარებს, გვერდულებს და გამყოფ ზოლებს;

კ) ქუჩა – გზის ელემენტი, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში გადაადგილებისათვის განკუთვნილი საზოგადოებრივი სივრცის ავტომანქანების მოძრაობისათვის განკუთვნილი ნაწილი;

ლ) ტროტუარი – გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;

მ) საგზაო მოძრაობა – გზაზე ადამიანისა და ტვირთის ავტომანქანით ან მის გარეშე გადაადგილებისათვის არსებული ურთიერთობები;

ნ) საგზაო მოძრაობის მონაწილე – პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მოძრაობის პროცესში როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი;

ო) ქვეითი – პირი, რომელიც გზაზეა, მაგრამ არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ან არ ასრულებს რამე საგზაო სამუშაოს. ქვეითად ითვლება ასევე პირი ინვალიდის ეტლით ძრავის გარეშე, ასევე ველოსიპედის, მოპედის, მოტოციკლის, საჭაპანე ოთხთვალის (მარხილის) ურიკის, საბავშვო ან ინვალიდის ეტლის წამყვანი;

პ) ავტოსაგზაო შემთხვევა – გზაზე ავტომანქანის მოძრაობისას ან/და მისი მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაზიანდა ავტომანქანა;

ჟ) სამშენებლო მოედანი – მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისა და მისი მომსახურებისათვის;

რ) პარკირების ორგანიზება – ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ან მესამე პირის მიერ წინამდებარე წესის შესაბამისად, ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება;

ს) პარკირების ორგანიზების უფლება – ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ან მესამე პირის მიერ წინამდებარე წესის შესაბამისად, ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება;

ტ) მესამე პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტი, რომელსაც წინამდებარე წესის შესაბამისად, გადაცემული (მინიჭებული) აქვს პარკირების ორგანიზების უფლება;

უ) სპეციალურად დაცული სადგომი – საჯარო სადგომი, სადაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებულ შემთხვევებში ხდება ავტომანქანის გადაყვანა.


მუხლი 4. საერთო მოთხოვნები ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის მიმართ
1. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება ავტომანქანების ყველა სახეობის პარკირების ადგილების მიმართ, თუ ამავე მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. პარკირებისათვის განსაზღვრული ადგილები სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერების განთავსების ადგილიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ ორი მეტრით, ხოლო გზაჯვარედინებზე ქუჩების გადაკვეთის დაწყების ადგილიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 3-4 მეტრით.

3. აკრძალულია პარკირებისათვის გამოყენებულ იქნეს:

ა) ის ადგილები, რომლებიც განკუთვნილია ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელებისათვის;

ბ) მონიშნული საველოსიპედო ბილიკები;

გ) ავტობუსების, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანების მარშრუტზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის და მათი სვლაგეზის მიმართულებით მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის (ტვირთის დატვირთ­ვა-გადმოტვირთვისათვის) განკუთვნილი ადგილები;

დ) ქუჩა მთლიანად ან ნაწილობრივ, რომელზეც შესვლა ან მოძრაობა აკრძალულია.

4. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები:

ა) ქალაქის განვითარების ინტერესები;

ბ) მოსახლეობის სიმჭიდროვე;

გ) სატრანსპორტო ნაკადი;

დ) ქუჩების გამტარუნარიანობა;

ე) საგზაო მოძრაობის წესები;

ვ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;

ზ) საქალაქო და საქალაქთაშორისო (სარაიონოთაშორისო) სამგზავრო ტრანსპორტის ერთიანი სამარშრუტო სქემა;

თ) ეკოლოგიური მდგომარეობა;

ი) საზოგადოების სხვა ინტერესები.

5. პარკირების სპეციალურ ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანების პარკირება, რისთვისაც განკუთვნილია პარკირების აღნიშნული ადგილები, თუ ამავე წესით, სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ან სხვა პირს, რომელიც მართავს შესაბამისი საცნობი ნიშნის მატარებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, პარკირების უფლება აქვს სპეციალური პარკირების ადგილებზე, თუ უახლოესი 100 მეტრის რადიუსში არ არის განსაზღვრული პარკირების საერთო ადგილები და ავტომანქანის პარკირება გამოწვეულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჩასხდომისათვის ან გადმოსხდომისათვის.

7. ადგილები, სადაც პარკირება ფასიანია ან აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და შესაბამისი საგზაო მონიშვნით.

8. ფასიანი პარკირების ადგილები, შესაბამისი საგზაო ნიშნების ან/და საგზაო მონიშვნის გარდა აღჭურვილი უნდა იყოს პარკირების პირობების ამსახველი საინფორმაციო დაფით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოწყობილობებითა და საშუალებებით.

9. პარკირების საერთო ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირების შემთხვევაში, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, ავტომანქანა ექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა ამ პუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი სივრცეები აღჭურვილი არ არის შესაბამისი საცნობარო ნიშნით.

10. ქუჩის გარდა სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის, ტროტუარზე ავტომანქანის პარკირებისას, სადაც განთავსებული არ არის პარკირების საცნობარო ნიშანი ან/და მონიშვნის ნიშანი, ავტომანქანა ექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა ამ პუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი სივრცეები აღჭურვილი არ არის „ექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას“-საცნობარო ნიშნით.

11. ავტომანქანის ქუჩის იმ ადგილებზე პარკირებისას, სადაც დგომა ან გაჩერება აკრძალულია, ავტომანქანა შეიძლება დაექვემდებაროს საჯარიმო სადგომზე გადაყვანას. ამ მიზნით სავალდებულოა, ტერიტორია, სადაც ავტომანქანის დგომა ან გაჩერება აკრძალულია, „დგომა აკრძალულია“ ან „გაჩერება აკრძალულია“-საცნობარო ნიშანთან ან/და მონიშვნის ნიშანთან ერთად, აღჭურვილი იყოს „ექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას“-საცნობარო ნიშნით.

12. ქუჩებში განსაზღვრული პარკირების ადგილები მონიშვნის ხაზით გამიჯნული უნდა იყოს ტერიტორიის სხვა ნაწილისაგან.

13. აკრძალულია პარკირების ადგილზე ავტომანქანის პარკირება მონიშვნის ხაზის დარღვევით – მონიშვნის ხაზს გარეთ.

14. სავალდებულოა პარკირების საერთო ადგილებზე მინიმუმ ერთი ადგილი გათვალისწინებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის პარკირებისათვის. ამ მიზნით გამოყოფილი ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საცნობარო ნიშნით.

15. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანის პარკირება, რომელსაც აქვს შესაბამისი საცნობი ნიშანი.

16. იმ ავტომანქანების, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრულია აღნიშნული ავტომანქანების პარკირებისათვის, პარკირება დასაშვებია, თუ ავტომანქანის მფლობელის მიერ პარკირების დაწყებისა და დასრულების დროს არ ხდება შესაბამისი მომსახურების გაწევა და თუ პარკირების კონკრეტულ ადგილზე ზოგადად არ არის აკრძალული კონკრეტული სახეობის ავტომანქანის დგომა ან გაჩერება.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტის მიზნებისათვის, ავტომანქანის მფლობელი ვალდებულია ავტომანქანაზე განთავსებული არ ჰქონდეს ის საცნობარო ნიშანი, რომლის ავტომანქანაზე განთავსებაც სავალდებულოა იმ მომსახურების გაწევის დროს, რომლისთვისაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა. სხვა შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.

18. პარკირების ადგილების განსაზღვრა ან/და პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა არ ზღუდავს ან/და არ კრძალავს, პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, გამოყენებულ იქნეს კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლისა და კანალიზაციის) სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები. ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია–რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. თუ აღნიშნული სამუშაოებისათვის საჭირო ადგილებს მოიცავს მესამე პირისათვის გადაცემული პარკირების ორგანიზების უფლება, ასეთი გადაწყვეტილება შესაბამის ნაწილში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია. შესაბამისად, გამოიყენება წინამდებარე წესის მე-10 მუხლის ნორმები.


მუხლი 5. პარკირების სახეობები
1. წინამდებარე წესის მიზნებისათვის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების ადგილები იყოფა ორ ძირითად სახეობად: პარკირების საერთო ადგილები და პარკირების სპეციალური ადგილები.

2. პარკირების სპეციალური ადგილები თავის მხრივ იყოფა შემდეგ ქვესახეობებად:

ა) ტაქსების პარკირების ადგილები;

ბ) იმ ავტომანქანების პარკირების ადგილები, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში.

3. წინამდებარე წესის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომანქანების პარკირების მომწესრიგებელი ნორმები ვრცელდება ასევე ყველა იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პარკირებაზეც, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო საქმიანობისათვის, მათ შორის, მიწის სამუშაოებისათვის (ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა), თუ ასეთი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი მომსახურების გაწევისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზნით ახდენს იმ ტერიტორიაზე პარკირებას, რომელიც არ იმყოფება მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში.

4. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია განსაზღვროს პარკირების სპეციალური ადგილების სხვა ქვესახეობები. პარკირების სპეციალური ადგილების ქვესახეობის განსაზღვრასთან ერთად, სავალდებულოა განისაზღვროს პარკირების აღნიშნული ადგილებით სარგებლობის წესებიც.


მუხლი 6. პარკირების ორგანიზება
1. პარკირების ორგანიზებას ახორციელებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია ან მესამე პირი წინა­მდებარე წესის შესაბამისად.

2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:

ა) პარკირების საერთო და სპეციალური ადგილების განსაზღვრას, პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დადგენას (მართობული დგომა, 90-გრადუსიანი დგომა ან/და 45-გრადუსიანი დგომა; 0 -გრადუსიანი დგომა);

ბ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქანების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივი შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას;

გ) პარკირების სპეციალურ ადგილებზე ცალკეული ავტომანქანის პარკირებისათვის გარკვეული მოთხოვნების შემუშავებას და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად  წარდგენას;

დ) პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასურის განსაზღვრას და საკრებულოსთვის  დასამტკიცებლად წარდგენას;

ე) სპეციალურად დაცული სადგომის (საჯარიმო სადგომების) მოწყობა-ორგანიზებას, თუ პარკირების ორგანიზების უფლება გადაცემული არა აქვს მესამე პირს;

ვ) პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში, ავტომანქანის სპეციალურად დაცულ სადგომზე (საჯარიმო სადგომზე) გადაყვანის უზრუნველყოფას, თუ პარკირების ორგანიზების უფლება გადაცემული არა აქვს მესამე პირს;

ზ) პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, ასევე მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებზე (ხელშეკრულებებზე) ხელის მოწერას;

თ) კონტროლის განხორციელებას ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო პირობების განხორციელებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარისათვის ხელშეკრულებიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრთხილებებისა და სხვა შეტყობინებების გაგზავნას, ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარისათვის დამატებითი ვადების დაწესებას, ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და მისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხის განხილვას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ და შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემას, პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებას;

ი) პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლიანი ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, განკარგვაზე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადაწყვეტილების მიღებას ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით;

კ) პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლიანი ფორმით, აუქციონის წესით, განკარგვაზე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადაწყვეტილების მიღებას, სააუქციონო პირობების შემუშავების თაობაზე სამართლებრივი აქტის გამოცემას;

ლ) პარკირების ორგანიზების უფლების წინამდებარე წესით, გათვალისწინებული პირებისათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას;

მ) პარკირების ადგილების შესაბამისი საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას, პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნ­ველყოფას, თუ არ ხდება პარკირების ორგანიზების უფლების მესამე პირისათვის გადაცემა;

ნ) საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას.

3. პარკირების ადგილების უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილების მიმართ, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, მესამე პირის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:

ა) პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;

ბ) პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;

გ) პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;

დ) პარკირების ორგანიზების უფლების მინიჭების აქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;

ე) წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას.

4. პარკირების ადგილების სასყიდლით გადაცემისას, პარკირების ადგილების მიმართ, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, მესამე პირის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:

ა) პარკირების ადგილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფას;

ბ) პარკირების ადგილების საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;

გ) პარკირების ადგილებზე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფას;

დ) პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დაცვაზე კონტროლის დაწესებას;

ე) პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დაწესებას და საფასურის ოდენობის განსაზღვრას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ზედა ზღვრის ფარგლებში;

ვ) სპეციალურად დაცული სადგომის (საჯარიმო სადგომების) მოწყობა–ორგანიზებას;

ზ) პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში, ავტომანქანის სპეციალურად დაცულ სადგომზე (საჯარიმო სადგომზე) გადაყვანის უზრუნველყოფას;

თ) პარკირების ორგანიზების უფლების მინიჭების აქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას;

ი) წინამდებარე წესის მოთხოვნების სრულად შესრულებას;

კ) სხვა პირებისათვის პარკირების ადგილების ორგანიზების უფლების გადაცემას.

5. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია პარკირების ორგანიზება მთლიანად ან ნაწილობრივ განახორცი­ელოს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით.


მუხლი 7. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასური და მისი განსაზღვრის წესი
1. წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილებით ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილით სარგებლობისათვის შეიძლება დაწესდეს საფასური, თუ პარკირების ორგანიზების უფლება უსასყიდლოდ არ არის გადაცეული მესამე პირზე წინამდებარე წესის შესაბამისად.

2. წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილების ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილის ორგანიზების უფლება ექვემდებარება ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისათვის გადაცემას სასყიდლით ან უსასყიდლოდ.

3. პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლით გადაცემისას, გადაცემის საფასურის წლიური მინიმალ­ური ოდენობის განსაზღვრის მიზნით დგინდება პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის  საფასური.

4. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასურს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე განსა­ზღვრავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

5. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასური დგინდება პარკირების ადგილებისათვის განსაზღვრული ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისათვის.

6. პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლით გადაცემისას, გადაცემის საფასურის წლიური ოდენობა არ შეიძლება იყოს პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიულ საფასურზე ნაკლები.

7. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის საფასური დგინდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის  წესის(ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად.

8. ამ მუხლის შესაბამისად, პარკირების საფასური შეიძლება დაწესდეს პარკირების ადგილზე ავტომანქანის ერთეული დგომისათვის ან/და დაწესდეს პარკირების წლიური საფასური.

9. პარკირების საფასური გადახდილი უნდა იქნეს პარკირების დაწყებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში ითვლება, რომ პარკირება მოხდა საფასურის გადახდის გარეშე, რასაც უკავშირდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შედეგები.


მუხლი 8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა
1. წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე სახეობის პარკირების ადგილების ან/და ერთი სახეობის (ქვესახეობის) პარკირების ყველა ან ზოგიერთი ადგილის ორგანიზების უფლება ექვემდებარება ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისათვის გადაცემას.

2. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა შეიძლება მოხდეს პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით, ხოლო პარკირების ორგანიზების უფლება პირდაპირი განკარგვის წესით, შეიძლება გაიცეს როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლოდ.

3.  პარკირების ორგანიზების უფლება უსასყიდლოდ გადაეცემათ:

ა) სახელმწიფო და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ორგანოებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;

ბ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;

გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;

დ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ან/და იურიდიულ პირებს, რომლის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის სახელმწიფო  მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;

ე) დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებს და მისიებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე.

4. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.

5. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნასთან ერთად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას წარმოუდგენენ პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზურ პროექტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების ადგილების კეთილმოწყობისა და პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა), თუ პარკირების ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, უკვე დადგენილი არ არის აღნიშნული წესები ან/და მიზანშეწონილია ავტომანქანების დგომის უკვე დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესების დადგენა.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან პარკირე­ბისათვის გადაცემული ადგილების, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად, კეთილმოწყობა განახორციელონ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ან მერიის შესაბამისი სამსახურის უფროსის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებირივი აქტით დაწესებულ ვადაში.

7. დაუშვებელია უსასყიდლოდ გადაცემულ იქნეს პარკირების სპეციალური ადგილების ორგანიზების უფლება.

8. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილებით სარგებლობის­ათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია რაიმე სახის საფასურის დაწესება.

9. პარკირების ორგანიზების უფლების უსასყიდლოდ გადაცემისას, პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია გამოყენებულ იქნეს პარკირების სპეციალურ ადგილებად.

10. პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემა შესაძლებელია ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისათვის.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის მოთხოვნასთან ერთად, წარმოადგინონ პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების ადგილების კეთილმოწყობისა და პარკირების ადგილებზე ავტომან­ქან­ების დგომის წესებს (მართობული დგომა, 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა). თუ პარკირების ადგილ­ებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, უკვე დადგენილი არ არის აღნიშნული წესები ან/და მიზანშეწონილია ავტომანქანების დგომის უკვე დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესების დადგენა.

12. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან პარკირებისათვის გადაცემული ადგილების ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად, კეთილმოწყობა განახორციელონ პარკირების ორგანი­ზების უფლების მიმნიჭებელი აქტით დაწესებულ ვადაში.

13. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, დააწესონ საფასური, ან/და პარკირების ადგილები (გარდა საერთო პარკირების ადგილებისა) გამოიყენონ მხოლოდ სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობისათვის ან დააწესონ მისით სარგებლობის სხვა შეზღუდვები და აკრძალვები.

14. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემისას, საერთო პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია გამოყენებულ იქნეს პარკირების სპეციალურ ადგილებად.

15. პარკირების ორგანიზების უფლების სასყიდლით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.


მუხლი 9. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით გადაცემა
1. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.

2. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემა შეიძლება მოიცავდეს სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მხოლოდ ერთმანეთთან უწყვეტად დაკავშირებული პარკირების ადგილებს, ან/და ერთ ლოტში გაერთიანებით პარკირების ადგილებს, რომლებიც სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით ერთმანეთ­თან უწყვეტად არ არიან დაკავშირებული, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. მხოლოდ პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრის მიზნით, პარკირების ორგანიზების უფლება, აუქციონის წესით, შეიძლება გაიცეს იმდაგვარად, რომ პარკირების ორგანიზების უფლება არ მოიცავდეს სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მხოლოდ ერთმანეთთან უწყვეტად დაკავშირებული პარკირების ადგილებს, ან/და ერთ ლოტში გაერთიანებით პარკირების კონკრეტულ ადგილებს, არამედ პირს უფლება ექნება პარკირების ორგანიზებ­ის უფლება განახორციელოს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში.

4. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, უფლების აუქციონის, პარკირების საერთო ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, დადგენილი უნდა იყოს ავტომანქანის დგომის წესები (მართობული დგომა, 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა), გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემისა.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემისას, პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა და აღნიშნულ ადგილებზე ავტომანქანის დგომის წესები (მართობული დგომა, 0-გრადუსიანი დგომა; 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა) დგინდება პირის, რომელსაც გადაეცა პარკირების ორგანიზების უფლება, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისადმი წარდგენილი წინადადებების საფუძველზე. აღნიშნულის შესაბამისად, პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება ერთდროულად ან ეტაპობრივად, შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.

6. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, უფლების აუქციონის, პარკირების სპეციალური ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, წინამდებარე წესის შესაბამისად, დადგენილი უნდა იყოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა აღნიშნულ ადგილზე პარკირებისათვის.

7. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, უფლების აუქციონის, თუ პარკირების ადგილები, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, საჭიროებს კეთილმოწყობას, საცნობარო ნიშნებით აღჭურვასა და სხვა ღონისძიებების განხორციელებას, ისინი უნდა მიეთითოს სააუქციონო პირობებად.

8. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება დაწესდეს სხვა სააუქციონო პირობებიც, მათ შორის პარკირების საფასურის გადახდის წესების დადგენა, პარკირების ადგილზე ავტომანქანის ერთეული დგომისათვის პარკირების საფასურის მაქსიმუმის განსაზღვრა ან/და პარკირების წლიური საფასურის მაქსიმუმის განსაზღვრა.

9. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას გამოიყენება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში განკარგვისას კანონმდებლობით დადგენილი წესები.


მუხლი 10. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემისა და აუქციონის წესით  გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტა
1. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით და აუქციონის წესით, გადაცემისას მხარეებს შორის ფორმდება პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე წერილობითი ხელშეკრულება.

2. პარკირების ორგანიზების უფლების, პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემისას ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს წარმოადგენს პარკირების ორგანიზების უფლების, პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემის თაობაზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი თანამდებობის პირის ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი.

3. პარკირების ორგანიზების უფლების, აუქციონის წესით, გადაცემისას ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს წარმოადგენს აუქციონის შედეგების ოქმი, რომლის საფუძველზეც გამოიცემა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

4. პარკირების ორგანიზების უფლების, გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მხარეთა უფლება-მოვალეობებს და სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისას პირგასამტეხლოს ოდენობას.

5. პარკირების ორგანიზების უფლების, პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემის თაობაზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობები და პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემაზე აუქციონის გამოცხადების თაობაზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი სააუქ­ციო­ნო პირობები წარმოადგენს სახელშეკრულებო პირობებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი გათვალისწინებული არ არის ხელშეკრულებით.

6. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველია:

ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად სახელშეკრულებო პირობების განმეორებით დარღვევა;

ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;

გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;

დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც ადგილს, რომელსაც მოიცავს გადაცემული პარკირების ორგანიზების უფლება, აღარ განსაზღვრავს პარკირების ადგილად (მხოლოდ ამ პარკირების ადგილის ნაწილში). ამ შემთხვევაში, იმ პარკირების ადგილის ფართობის შესაბამისად, რომელიც აღარ არის განსაზღვრული პარკირების ადგილად, შემცირდება ხელშეკრულებით განსაზღვრული ორგანიზების უფლების საფასური;

ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

7. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხების, წყლის, კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშე­ნებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოები­ს წარმოება. აგრეთვე, სტიქიური მოველენების, მიტინგების, მანიფესტაციებისა და სხვა შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელი ხდება მოცემულ ადგილებზე ორგანიზების უფლების განხორციელება. აღნიშნულ შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედება შეჩერდება სამუშოებისა და სხვა შემაფერხებელი გარემოებების დასრულებამდე მხოლოდ ამ პარკირების ადგილის ნაწილში და შესაბამისად, ხელშეკრულების შეჩერების განმავლობაში, ორგანიზების უფლების მქონე პირს აღნიშნულ ადგილებზე არ მოეთხოვება ორგანიზების უფლების საფასურის გადახდა.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით ხელშეკრულების ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს არ დაუბრუნდება უკვე გადახდილი საფასური და არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით ხელშეკრულების ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს უფლება აქვს წაიღოს პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.

10. ამ მუხლის მე-6 პუნქტით, გარდა „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხელშეკრულების ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს უფლება არა აქვს წაიღოს პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. ამასთან, მას არ აუნაზღაურდება პარკირების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.

11. პარკირების ორგანიზების უფლების, პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით გადაცემისას და აუქციონის წესით გადაცემისას გარიგების გაფორმებასთან და შეწყვე­ტასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.


მუხლი 11. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
1. პარკირების საერთო ადგილებისათვის ძირითადად განისაზღვრება ქუჩები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები, თუ წინამდებარე წესით, სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. პარკირების საერთო ადგილებად დასაშვებია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქუჩის განსაზღვრა, თუ რომელიმე ქუჩაზე ან ქუჩის რომელიმე მონაკვეთში განთავსებული არ არის „დგომა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ ან „შესვლა აკრძალულია“-საცნობარო ნიშანი.

3. აკრძალულია საერთო პარკირების ადგილებად ტროტუარების განსაზღვრა.

4. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების პარკირების ადგილებად განსაზღვრისას აკრძალულია ქუჩის ერთსა და იმავე მონაკვეთში უშუალოდ მოპირდაპირე ორივე მხარის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქუჩას გააჩნია გზაგამყოფი და გზაგამყოფის თითოეულ მხარეს ავტომანქანების მოძრაობა არის ცალმხრივი ან/და როცა აღნიშნულ ნაწილში ქუჩის სიგანე არის 18 მეტრზე მეტი.

5. აკრძალულია საერთო პარკირების ადგილებად ქუჩების გარდა სხვა საზო­გადოებრივი სივრცეების განსაზღვრა, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული არ არის პარკირების დაშვების საცნობარო ნიშანი.

6. აკრძალულია პარკირების საერთო ადგილებად განსაზღვრულ იქნეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების, სხვა თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ორგანოების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადგილსამყოფელი შენობა-ნაგებობების ძირითადი შესასვლელების უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიების პარკირების საერთო ადგილებად გამოყენება. ასეთი ადგილები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი ორგანოს (დაწესებულების) მიერ მხოლოდ სამსახურებრივი ავტომანქანების პარკირებისათვის. შესაბამისად, გამოიყენება წინამდებარე წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.

7. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია, მათ შორის, შეუძლია განსაზღვროს პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესები (მართობული დგომა, 90-გრადუსიანი დგომა ან/და 45 გრადუსიანი დგომა).

8. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქანების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია.


მუხლი 12. პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საერთო წესები
1. პარკირების საერთო ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანების პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებული არ არის პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა.

2. პარკირების საერთო ადგილზე ავტომანქანის დგომა არ ჩაითვლება ავტომანქანის პარკირების წესების დარღვევად, თუ ავტომანქანის დგომა ხდება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის საჭირო დროით.

3. წინამდებარე წესის მე-16 მუხლის მე-5, მე-7 და მე-9 პუნქტების შესაბამისად, ტაქსად გამოყენებული ავტომანქანების პარკირების საერთო ადგილზე დგომა არ ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.

4. წინამდებარე წესის მე-19 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, პარკირების საერთო ადგილზე იმ ავტომანქანების დგომა, რომლებიც ახორციელებენ ტვირთის სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაზიდვა-გადატანას, არ ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.

5. იმ ავტომანქანების, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების საერთო ადგილებზე პარკირება დასაშვებია, თუ ავტომანქანის მფლობელის მიერ პარკირების დაწყებისა და დასრულების დროს არ ხდება მესამე პირისათვის მომსახურების გაწევა, თუ პარკირების კონკრეტულ ადგილზე ზოგადად არ არის აკრძალული კონკრეტული სახეობის ავტომანქანის დგომა ან გაჩერება.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის, ავტომანქანის მფლობელი ვალდებულია ავტომანქანაზე განთავსებული არ ჰქონდეს ის საცნობარო ნიშანი, რომლის ავტომანქანაზე განთავსებაც სავალდებულოა იმ მომსახურების გაწევის დროს, რომლისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა. სხვა შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.

7. ამ მუხლის მოთხოვნები  ვრცელდება  ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, სხვა ტერიტორიებზე პარკირების საერთო ადგილებზე.


მუხლი 13. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
1. ტაქსების პარკირების ადგილებისათვის შეიძლება განსაზღვრულ იქნეს ქუჩები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე ნებისმიერი ის მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სახელზე ან/და ექვემდებარება საჯარო რეესტრში თვითმართველი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას.

2. ტაქსების პარკირების ადგილებად დასაშვებია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქუჩის მთლიანად ან ნაწილობრივ განსაზღვრა, თუ რომელიმე ადგილზე განთავსებული არ არის „დგომა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ ან „შესვლა აკრძალულია“-საცნობარო ნიშანი.

3. აკრძალულია ტაქსების პარკირების ადგილებად ტროტუარების განსაზღვრა.

4. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების ტაქსების პარკირების ადგილებად განსაზღვრისას აკრძალულია ქუჩის ერთსა და იმავე მონაკვეთში უშუალოდ მოპირდაპირე ორივე მხარის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქუჩას გააჩნია გზაგამყოფი და გზაგამყოფის ქუჩის თითოეულ მხარეს ავტომანქანების მოძრაობა არის ცალმხრივი.

5. აკრძალულია ტაქსების პარკირების ადგილებად განსაზღვრულ იქნეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების, სახელმწიფო და სხვა თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ორგანოების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადგილსამყოფელი შენობა-ნაგებობების ძირითადი შესასვლელების უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიები.

6. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე, იღებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

7. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია დააწესოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა (დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობა) ტაქსების პარკირების ადგილებზე პარკირებისათვის (ავტომანქანის მარკა, ტექნიკური მდგომარეობა, გამოშვების წლის მინიმუმის განსაზღვრა, ფერი, მუდმივი საცნობარო ნიშანი, საცნობარო ნიშანი, რომლიც გამოიყენება ავტომანქანის მიერ უშუალოდ მომსახურების გაწევის დროს, მძღოლის უნიფორმა და სხვა).


მუხლი 14. ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი
1. ავტომანქანის მიერ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა ტაქსების პარკირების ადგილებზე, ტაქსების პარკირების ადგილებზე პარკირების მიზნით, წარდგენილი დოკუმენტებისა და ავტომანქანის შემოწმების (დათვალიერების) საფუძველზე იღებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია. გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე წერილის სახით. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ უნდა ადგენდეს, რომ ავტომანქანა აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც დაწესებულია ტაქსების პარკირების ადგილებზე ავტომანქანის პარკირების მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლე­ბელია მოწვეული იქნენ დარგის სპეციალისტები, კონსულტანტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები. ამავე მიზნით შესაძლებელია შეიქმნას შესაბამისი კომისია.

3. ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს ექვსი თვის განმავლობაში, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება ძალადაკარგულად, რაც არ საჭიროებს ცალკე (დამატებითი) გადაწყვეტილების მიღებას.

4. დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების ვადაში ავტომანქანის ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობისას, ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება ძალადაკარგულად, რაც არ საჭიროებს ცალკე (დამატებითი) გადაწყვეტილების მიღებას.

5. ტაქსების პარკირების ადგილისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარულად გამოცხადების შემთხვევაში დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბა­მისობის თაობაზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, მიიღება ახალი გადაწყვეტილება.

6. ტაქსების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილზე ავტომანქანის პარკირებისას ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

7. ტაქსების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილზე ავტომანქანის პარკირების მიზნით, ტაქსების პარკირების ადგილისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის შემოწმების მოთხოვნით დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. განცხადებასთან ერთად დაინტერესებული პირი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს: პირადობის მოწმობის ასლს, მართვის მოწმობის ასლს, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობის ასლს, ავტომანქანის საკუთრების ან სარგებლობის დამდგენ დოკუმენტს და სხვა აუცილებელ დოკუმენტებს.

8. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია წარმოდგენილ განცხადებას იხილავს, ავტომანქანის შემოწმებას ახდენს და დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის ან შეუსაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს განცხადების რეგისტრაციიდან ორი თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილება ითვლება მიღებულად. შესაბამისად, ამ პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას უფლება არა აქვს მიიღოს დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შეუსაბამობის თაობაზე გადაწყვეტილება.

9. ამ მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.


მუხლი 15. ტაქსების პარკირების ადგილების სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
1. ტაქსების პარკირების ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებიც ეწევიან მგზავრთა გადაყვანას, მაგრამ მათი საქმიანობა არ წარმოადგენს ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებს.

2. ტაქსების პარკირების მიზნით გამოყოფილ ადგილზე პარკირების უფლება აქვს მხოლოდ იმ ავტომანქანას, რომელიც აკმაყოფილებს ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებს.

3. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის მგზავრების გადაყვანასთან ერთად, იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც თან აქვს მგზავრს, არ ცვლის ავტომანქანის მომსახურების სფეროს.

4. აკრძალულია ტაქსად გამოყენებული ავტომანქანის პარკირება იმ ადგილებზე, რომლებიც განკუთვნილი არ არის ტაქსების პარკირებისათვის.

5. ავტომანქანის პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის ტაქსების პარკირებისათვის, იმ დროით დგომა, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა ჩასხდომა-გადასხდომისათვის, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტომანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდებულებისაგან.

6. ტაქსში მგზავრთა ჩასხდომა-გადასხდომისათვის საჭირო დროის განმავლობაში ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია იმყოფებოდეს საჭესთან, ჩართული ჰქონდეს ძრავი და ავარიული მაშუქი. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.

7. მგზავრის სვლაგეზის მიმართულებით მოძრაობის დროს ტაქსის დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის ტაქსების პარკირებისათვის, დასაშვებია მგზავრის საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ არაუმეტეს 15 წუთისა, რაც არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტომანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდებულებისაგან.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია იმყოფებოდეს საჭესთან, ჩართული ჰქონდეს ძრავი და ავარიული მაშუქი. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.

9. ავტომანქანის გაფუჭების შემთხვევაში, რაც გამორიცხავს მის დამოუკიდებლად გადაადგილებას, მისი შეკეთებისათვის საჭირო დროით ტაქსის დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის ტაქსების პარკირებისათვის, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. თუ ავტომანქანის შეკეთება მძღოლის მიერ დამოუკიდებლად შეუძლებელია და საამისოდ საჭიროა მესამე პირთა მიერ მომსახურების (სასყიდლიანი ან უსასყიდლო) გაწევა, ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაიყვანოს ავტომანქანა ტაქსების პარკირების ადგილზე ან სხვა ადგილზე, სადაც ავტომანქანის პარკირება არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას ან/და ავტომანქანის პარკირება განახორციელოს იმდაგვარად, რაც არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას.

10. ამ მუხლის მოთხოვნები  ვრცელდება ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, სხვა ტერიტორიებზე განსაზღვრული ტაქსების პარკირების ადგილებზე,


მუხლი 16. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილების განსაზღვრა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
1. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილებისათვის შეიძლება განსაზღვრულ იქნეს ნებისმიერი საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე ის მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სახელზე ან/და ექვემდებარება საჯარო რეესტრში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, თუ წინამდებარე მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული პარკირების ადგილებად ქუჩებისა და ტროტუარების განსაზღვრა.

3. საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე ამ მუხლით გათვალისწინებული ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე იღებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია დააწესოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა (დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობა) ამ მუხლით გათვალისწინებულ პარკირების ადგილებზე პარკირებისათვის (ავტომანქანის მარკა) ტექნიკური მდგომარეობა, გამოშვების წლის მინიმუმის განსაზღვრა, ფერი, მუდმივი საცნობარო ნიშანი, საცნობარო ნიშანი, რომლიც გამოიყენება ავტომანქანის მიერ უშუალოდ მომსახურების გაწევის დროს, მძღოლის უნიფორმა და სხვა).

5. ამ მუხლით გათვალისწინებული პარკირების ადგილებზე, თუ პარკირების ორგანი­ზების უფლება გადაცემულია მესამე პირზე, მხოლოდ პარკირების ორგანიზების უფლების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით დასაშვებია მცირე ზომის კაფე-ბარების, საპირფარეშოების, საშხაპეების, ღია ავტოსამრეცხაოების და ოფისების მშენებლობა. პარკირების ადგილებზე, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, ამ პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობის უფლება კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად აქვს პირს, რომელზეც გადაცემულია პარკირების ორგანიზების უფლება.


მუხლი 17. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი
თუ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილებისათვის წინამდებარე წესის შესაბამისად დაწესებულია მოთხოვნები, ავტომანქანის მიერ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული საკით­ხების რეგულირებისას გამოიყენება წინამდებარე წესის მე-17 მუხლის ნორმები.

მუხლი 18. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილების სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
1. თუ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილებისათვის წინამდებარე წესის შესაბამისად, დაწესებულია მოთხოვნები, პარკირების ამ ადგილებზე პარკირების უფლება აქვს მხოლოდ იმ ავტომანქანას, რომელიც აკმაყოფილებს პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებს.

2. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის ტვირთის გადაზიდვასთან ერთად, ტვირთის მფლობელის ან სხვა პირის გადაყვანა არ ცვლის ავტომანქანის მომსახურების სფეროს.

3. აკრძალულია ავტომანქანების, რომელიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციე­ლებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირება იმ ადგი­ლებზე, რომლებიც განკუთვნილი არ არის აღნიშნული ავტომანქანების პარკირე­ბისათვის.

4. აკრძალულია ავტომანქანების, რომელიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციე­ლებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილზე ტაქსების პარკირება.

5. ავტომანქანის პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის იმ ავტომანქანების პარკირებისათვის, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, იმ დროით დგომა, რომელიც განკუთვნილია ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტო­მანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდე­ბუ­ლებისაგან.

6. ავტომანქანის სვლაგეზის მიმართულებით მოძრაობის დროს დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის იმ ავტომანქანების პარკირებისათვის, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, დასაშვებია პირადი ან სხვა საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ არა უმეტეს 15 წუთისა, რაც არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტომანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდებულებისაგან.

7. ავტომანქანის გაფუჭების შემთხვევაში, რაც გამორიცხავს მის დამოუკიდებლად გადაადგილებას, მისი შეკეთებისათვის საჭირო დროით ავტომანქანის დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის იმ ავტომანქანების პარკირებისათვის, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. თუ ავტომანქანის შეკეთება მძღოლის მიერ დამოუკიდებლად შეუძლებელია და საამისოდ საჭიროა მესამე პირთა მიერ მომსახურების (სასყიდლიანი ან უსასყიდლო) გაწევა, ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაიყვანოს ავტომანქანა ამ ავტომანქანების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილზე ან სხვა ადგილზე, სადაც ავტომანქანის პარკირება არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას ან/და ავტომანქანის პარკირება განახორციელოს იმდაგვარად, რაც არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას.

8. ამ მუხლის მოთხოვნები  ვრცელდება  საზოგადოებრივ სივრცეებში და სხვა ტერიტორიებზე განსაზღვრულ პარკირების ადგილებზე;


მუხლი 19. წესის დარღვევა
1. პარკირების წესების დარღვევას მიეკუთვნება:

ა) პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანის დგომა დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე, თუ პარკირებას არ ახორციელებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია;

ბ) პარკირების საერთო ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად, გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა;

გ) პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე დგომის დადგენილი წესების (მართობული დგომა, 90-გრადუსიანი დგომა;  45-გრადუსიანი დგომა ან/და 0-გრადუსიანი დგომა) დარღვევით ავტომანქანის პარკირება;

დ) ქუჩის გარდა სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში ავტომანქანის პარკირება, თუ აღნიშნული ადგილებისათვის განთავსებული არ არის პარკირების დაშვების საცნობარო ნიშანი;

ე) შესაბამისი საცნობარო ნიშნის არსებობისას, ქუჩის იმ ადგილებზე ავტომანქანის პარკირება, სადაც აკრძალულია ავტომანქანის პარკირება;

ვ) პარკირების სპეციალურ ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად  განსაზღვრული არ არის პარკირების სპეციალური ადგილები;

ზ) იმ ავტომანქანების მიერ, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად, გათვალისწინებულია ავტომანქანების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების სპეციალურ ადგილებზე დადგენილი წესის დარღვევით ავტომანქანის პარკირების განხორციელება;

თ) პარკირების სპეციალური ადგილებისათვის დაწესებული სხვა მოთხოვნების დარღვევა;

ი) პარკირების ორგანიზების უფლების დადგენილი წესის დარღვევით განხორციელება;

კ) პარკირების ადგილების დადგენილი წესის დარღვევით განსაზღვრა;

ლ) ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებზე პარკირების ორგანიზების უფლების თვითნებურად განხორციელება;

მ) პარკირების საფასურის დადგენილი წესის დარღვევით დაწესება;

ნ) სხვა ქმედება, რომელთა განხორციელებაც წინამდებარე წესით აკრძალულია, ასევე ქმედება, რომლის განხორციელებაც ხდება წინამდებარე წესისაგან განსხვავებულად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“, „ზ“, „თ“, ქვეპუნქტებით განსაზღვრული პარკირების წესების დარღვევისათვის, პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი უფლებამოსილია ავტომანქანა გადაიყვანოს საჯარიმო სადგომზე.



totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.