დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1–1/1537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-1/79 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 06/03/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 041100030.22.024.016365 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1–1/1537 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21.09.2010, 040110030.22.024.016001) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 91 პუნქტი:
„91. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის მიზნით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულებამდე ინფორმაცია დაინტერესებულ პირთა შესახებ (მათ შორის, მათ მიერ წარდგენილი წინადადებები) კონფიდენციალურია.“ ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 111 პუნქტი: „111. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.“ გ) პირველი მუხლის მე-12 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. სახელმწიფო ქონების შემძენი ვალდებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ ოთხი თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შემცირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით“. დ) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქონების სააგენტო სახელმწიფო ქონების შემძენთან ნასყიდობის ხელშეკრულებას (შემდგომში – ხელშეკრულება) დებს პირდაპირი მიყიდვის (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის) თაობაზე საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. 2. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის) ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების შემძენი საპრივატიზებო საფასურს იხდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ვადაში.“ ე) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საინვესტიციო პირობების არსებობისას ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი. საინვესტიციო პირობების არარსებობისას ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.“ ვ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შემძენს უფლება არ აქვს, პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე გასცეს სარგებლობაში ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“ |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები