ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 26/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.174.016060
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18
27/02/2015
ვებგვერდი, 05/03/2015
210020010.35.174.016060
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/03/2015 - 03/04/2015)

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2015 წლის 27 თებერვალი

ქ. გორი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის  და საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ მე-5 მუხლის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნეს:

ა)  დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი;

ბ) მშენებლობის ნებართვის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) მოსაკრებელი;

გ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი;

დ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების, მშენებლობის ნებართვის, მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება)  თაობაზე აქტის გამოცემის  (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების  და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთი და ადმინისტრირების  წესი დანართი 1-ის შესაბამისად  (თან ერთვის 5(ხუთი) ფურცელი).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე



                დანართი 1

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების, მშენებლობის ნებართვის, მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება)  თაობაზე აქტის გამოცემის  (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების  და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთი და ადმინისტრირების  წესი

თავი I
ზოგადი ნაწილი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
  ეს წესი აწესრიგებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ  საზღვრებში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების, მშენებლობის ნებართვის და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 2. მოსაკრებლის ცნება
 ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

მუხლი 3. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქ.გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.

თავი II
ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი

მუხლი 4. ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და  გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ქალაქ გორის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები/მოქმედი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც წარმოქმნიან ნარჩენებს.

მუხლი 5. დასუფთავების მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის-სულადობის მიხედვით (სსიპ - სამოქალაქო სერვისების განვითრების სააგენტოს და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად) ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის - დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის

შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.

2. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში - მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

3. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და/ან სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.

4. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

5. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ქ.გორის  მუნიციპალიტეტის მერიის  შესაბამისი სამსახური.

6. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.

7. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.

8. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.

9. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთი თანხას.


მუხლი 6. დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი
1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი თვეში განისაზღვროს ერთ სულზე 0,5 ლარით, მაგრამ ოჯახზე არაუმეტეს 2 ლარისა.

2. 1 მ3 ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულება განისაზღვროს 6(ექვსი) ლარით;“

3.  მოსაკრებელის რაოდენობა იურიდიული პირებისათვის განისაზღვროს

 

მოსაკრებლის გადამხდელი

ზომის ერთეული

ნარჩენების წლიური დაგროვების ფორმა მ3

მოსაკრებლის

განაკვეთი თვეში (ლარი)

 

1.

ოფისები,სააგენტოები,პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/

საერთო ფართის

ერთი კვ.მ

0.219

0.11

 

2.

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/

საერთო ფართის

ერთი კვ.მ

0.219

0.11

 

3.

საავადმყოფოოები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/

ერთი საწოლი

0.619

0.31

 

4.

სასტუმროოები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/

ერთი საწოლი

1.2

0.60

 

5.

 

სასურსათო მაღაზიები /სავაჭრო დარბაზი/

საერთო ფართის

ერთი კვ.მ

0.402

0.21

 

6.

სამრეწველო  მაღაზიები

/სავაჭრო  დარბაზი/

საერთო ფართის

ერთი კვ.მ

0.199

0.10

 

7.

რესტორნები, სასადილოები, კაფეები, ბარები, და სხვ. საზ.კვების ობიექტები

ერთი დასაჯდომი ადგილი

1.299

0.65

 

8.

 

აბანოები, საუნები

საერთო ფართის

ერთი კვ.მ

0.3

0.15

 

9.

სკოლები, კოლეჯები, ინსტიტუტები, საბავშვო ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები/ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/

ერთი მოსწავლე

0.099

0.05

 

10.

თეატრები და კინოთეატრები

ერთი სავარძელი

0.018

0.09

 

11.

დისკოტეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები

საერთო ფართის ერთი კვ.მ

0.3

0.15

 

12.

ვაგზლები, საავტომობილო და რკინიგზის სადგურები

ღია ფართის ერთი კვ.მ

0.039

0.02

 

დახურული ფართის ერთი კვ.მ

0.219

0.11

 

13.

ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, საკვები, ბაღები, ატრაქციონები

საერთო ფართის

ერთი კვ.მ

0.039

 

0.02

 

14.

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/

საერთო ფართის

ერთი კვ.მ

0.019

0.01

 

15.

  საცხობები

სამუშაო  ფართის ერთი კვ.მ

0.3

0.15

 

16.

  აგრარული ბაზრები

საერთო ფართის

ერთი კვ.მ

0.3

0.15

 

17.

შერეული საქონლის ბაზრები და სავაჭრო დარბაზები

საერთო ფართის

ერთი კვ.მ

0.139

0.07

 

18.

სამხედრო ნაწილები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/

ერთი სამხედრო მოსამსახურე

0.999

0.50

 

19.

ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები

ღია ფართის ერთი კვ.მ

0.019

0.01

დახურული ფართის ერთი კვ.მ

0.219

0.11

 

20.

სადალაქოები და სილამაზის სალონები

საერთო ფართის

ერთი კვ.მ

0.219

0.11

 

21.

სადღეღამისო ავტოსადგომები

საერთო ფართის

ერთი კვ.მ

0.099

0.05

 

22.

ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები

საერთო ფართის

ერთი კვ.მ

0.199

0.10

 

23.

საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს  საწარმოო პროცესი

საერთო ფართის

ერთი კვ.მ

0.019

0.01

 

24.

სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები/საწარმოო ნარჩენების გარდა/

საერთო ფართის

ერთი კვ.მ

0.099

0.05

 

25.

მცირე სამეწამეო საქმიანობის შენობის შიგნით მიმდინარე წარმოების  საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

საერთო ფართის

ერთი კვ.მ

0.399

0.20

 

26.

სტადიონები, სპორტული-გამაჯანსაღებელი ტერიტორიები და მანეჟები/სატურნირო და სავარჯიშო ობიექტების გარდა/

ღია ფართის ერთი კვ.მ

0.019

0.01

დახურული ფართის ერთიკვ.მ

0.099

0.05

27

სასაწყობო ფართები

საერთო ფართის

ერთი კვ.მ

0.219

0.11

28

სწრაფი გადახდის (ჩარიცხვის) აპარატი

ერთი ერთეული

3.0

1.5

29

ბანკები, საკრედიტო  და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ლომბარდები

საერთო ფართის

ერთი კვ.მ

0.6

0.30

30

აფთიაქები

საერთო ფართის

ერთი კვ.მ

0.3

0.15

31

ატოსატრანსპორტო მექანიკური საშუალებების საჩვენებელი სადგომი

ღია ფართის ერთი კვ.მ

0.06

0.03

დახურული ფართის ერთიკვ.მ

0.099

0.05

 


მუხლი 7. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის და იურიდიული პირებისათვის - მომსახურების მიღებიდან.

2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.

3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.

4. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიითი რაოდენობიდან გრაფიკის მიხედვით საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად.

5. ქ.გორის მუნიციპალიტეტის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.

6. ქ.გორის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 10 დღის შეწყვეტის შემთხვევაში(ფორსმაჟორული გარემოებებიდან გამომდინარე) მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.

7. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ქ.გორის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი.

8. დასუთავების მოსაკრებელისგან თავისუფლდებიან:

ა) პირველი ჯგუფის ინვალიდები;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები;

გ) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 35 000 და ნაკლები ქულის მქონე ოჯახი.

დ) მრავალშვილიანი ( ოთხი და მეტი) ოჯახები;

ე) მიუსაფარ მოხუცთა და ბავშვთა სახელები;


მუხლი 8. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქ.გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშწორებით.

2. დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 25 დღის განმავლობაში.

3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.


თავი III
მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი

მუხლი 9. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელი.
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის  გადამხდელია ნებართვის მაძიებელი მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი.

მუხლი 10. მშენებლობის ნებართვის  მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მშენებლობის მოსაკრებელი გადაიხდევინება  ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით. 

2. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება)  თაობაზე აქტის გამოცემის  (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი განისაზღვროს:

ა)  ფიზიკურ პირებზე  500  (ხუთასი) ლარი;

ბ)  იურიდიულ პირებზე 2000 (ორიათასი) ლარი.


თავი IV
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი

მუხლი 11. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი
  სათამაშო ბიზნესის გადამხდელი არიან პირები რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას. აგრეთვე ლატარიის მომწყობი პირები (ორგანიზატორები) რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე.

მუხლი 12. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები
 სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე  - კვარტალში 28000,00 (ოცდარვა ათასი) ლარი.

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - 2700,00 (ორიათას შვიდასი) ლარი.

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%.

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში  40000,00 (ორმოცი ათასი) ლარი.

ე)  ლატარიების მოწყობაზე-ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%.

ვ)  აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული  ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე- კვარტალში 2000,00 (ორი ათასი) ლარი.

ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 5000,00 (ხუთიათასი) ლარი.



ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.